წვდომის მენიუ

შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის შპს „რადიო ურბანიკისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: გ-24-5 / 354

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 16, 2024 15:59

მიღების თარიღი აგვისტო 15, 2024

შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის შპს „რადიო ურბანიკისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

განმცხადებელი: შპს „ევროპა პლუს თბილისი“ და შპს „რადიო ურბანიკი“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 15 აგვისტო;

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2024 წლის 31 ივლისს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/3273, 31.07.2024) მიმართეს შპს „ევროპა პლუს თბილისმა“ (ს/კ 204426264) და შპს „რადიო ურბანიკმა“ (ს/კ 412688355) შპს „ევროპა პლუს თბილისის“ მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის შპს „რადიო ურბანიკისთვის“ გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომისიაში შემოსულ განცხადებაზე თანდართულია შპს „ევროპა პლუს თბილისის“ 100%-იანი პარტნიორის გადაწყვეტილება შპს „რადიო ურბანიკისთვის“ ლიცენზიის გადაცემის თაობაზე და შპს „რადიო ურბანიკის“ მიერ შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია. ასევე ცნობა შემოსავლების სამსახურიდან რომ შპს „რადიო ურბანიკს“ დავალიანება არ ერიცხება. შპს „ევროპა პლუს თბილისმა“ 2024 წლის 14 აგვისტოს დამატებით წარმოადგინა  ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3523) რომ მას დავალიანება არ ერიცხება.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ  კომისიის  წინასწარი  თანხმობით.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო; გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ  ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ევროპა პლუს თბილისი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიას 2034 წლის 26 ივნისამდე, კომისიის 2024 წლის 24 ივნისის №გ-24-6/261 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2034 წლის 26 ივნისამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

 მოდულაცია

 

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

 გასხივება

 

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწისზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. ბათუმი

 

102.8

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

 

41°41'37"N

41°42'55"E

 

30

 

6

ზემოაღნიშნული  გადამცემი  სადგურის  განთავსება  შესაძლებელია  მითითებული  კოორდინატის  მიმართ  500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ). თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი   მომსახურების   სახმელეთო   ტერიტორია,   რომელიც   პირობითად შემოსაზღვრულია  ამ ტერიტორიაზე  განთავსებული  სადგურის  მიერ  შექმნილი  სამაუწყებლო  დონის  სიგნალის  ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ი) სალიცენზიო გადასახდელი: შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს 8100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარს. სალიცენზიო გადასახდელის - 8100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300773062

675.00 ლარი - 2024 წლის 20 ივლისამდე;

675.00 ლარი - 2024 წლის 20 აგვისტომდე;

675.00 ლარი - 2024  წლის 20 სექტემბრამდე;

675.00 ლარი - 2024 წლის 20 ოქტომბრამდე;

675.00 ლარი - 2024 წლის 20 ნოემბრამდე;

675.00 ლარი - 2024 წლის 20 დეკემბრამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 იანვრამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 თებერვლამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 მარტამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 აპრილამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 მაისამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 ივნისამდე;

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

ბ) მედიამომსახურების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

დ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ე) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

5. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ურბანიკის“ 100%-იანი წილის მფლობელია შპს „სანი“ (ს/კ 406033983) ხოლო დირექტორია დავით სირბილაძე (პ/ნ 01024033680). შპს „სანის“ 100%-იანი წილის მფლობელია შპს „დეველოპმენტ ჯორჯია” (ს/კ 405501416), ხოლო შპს „დეველოპმენტ ჯორჯიას” 100%-იანი პარტნიორია ნინო ზაქაიძე (პ/ნ 01024059927). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით შპს „რადიო ურბანიკის“ დირექტორი ადასტურებს, რომ შპს „რადიო ურბანიკი“ ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

6. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „რადიო ურბანიკის“ დირექტორის და ბენეფიციარი მესაკუთრის ნინო ზაქაიძის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად დავით სირბილაძის და ნინო ზაქაიძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

7. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით შპს „რადიო ურბანიკი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს სპეციალიზებულ (მუსიკალურ) რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში სიხშირეზე 99.3 მჰც.

8. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 15 აგვისტოს კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „რადიო ურბანიკის“ და შპს „ევროპა პლუს თბილისის“ წარმომადგენლები თეკლა კაკულია და ილია კიკაბიძე.

9. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ და შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის შპს „რადიო ურბანიკისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის გადაცემაზე შპს „რადიო ურბანიკისთვის“ წინასწარი თანხმობის  მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია შპს „ევროპა პლუს თბილისს“ მიეცეს წინასწარი თანხმობა, კერძო მაუწყებლობის №B163 ლიცენზიის გადაცემაზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს თანხმობა შპს „ევროპა პლუს თბილისს“ (ს/კ204426264) მის მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის შპს „რადიო ურბანიკისთვის“ (ს/კ 412688355) გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს შპს „რადიო ურბანიკმა“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოს შპს „რადიო ურბანიკს“, რომ შპს „ევროპა პლუს თბილისის“ მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის შპს „რადიო ურბანიკისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს  შპს „რადიო ურბანიკის“ მიერ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე); ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო ურბანიკისთვის“ და შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „რადიო ურბანიკისთვის“ და შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე        თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები