შპს „ემ ეს გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B194 ლიცენზიის შპს „ლაიფ ეფ ემისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: გ-24-5 / 82

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2024 16:04

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2024

შპს  „ემ ეს გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B194 ლიცენზიის შპს „ლაიფ ეფ ემისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2024 წლის 9 თებერვალს კომისიას  ერთობლივი  განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-24-7/627 , 09.02.2024) მიმართეს შპს  „ემ ეს გრუპმა“ (ს/კ 404941756) და შპს „ლაიფ ეფ ემმა“ (ს/კ 405675559) შპს  „ემ ეს გრუპის“ მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიის შპს „ლაიფ ეფ ემისთვის“ გადაცემის მიზნით,  კომისიისგან  წინასწარი  თანხმობის  მიღების  მოთხოვნით. კომისიაში შემოსულ განცხადებაზე თანდართულია  სანოტარო  წესით დამოწმებული შპს „ემ ეს გრუპის“ დამფუძნებელთა კრების ოქმი/დამფუძნებლის გადაწყვეტილება და შპს „ლაიფ ეფ ემის“ მიერ შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია. შპს „ემ ეს გრუპმა“ 2024 წლის 13 თებერვალს დამატებით წარმოადგინა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/692, 13.02.2024) დავალიანების არქონის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა  პირისათვის  გადაცემა  შესაძლებელია,  მხოლოდ  კომისიის  წინასწარი  თანხმობით.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს  ლიცენზიით  განსაზღვრული  საქმიანობა,  ისარგებლოს  რესურსით,  ან  სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო; გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული  პირი,  რომლის  წილს  ან  აქციებს  პირდაპირ  ან  ირიბად  ფლობს  ოფშორულ  ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. კომისია აღნიშნავს, რომ შპს  „ემ ეს გრუპი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიას, კომისიის 2017 წლის პირველი ივნისის №378/1 და 2019 წლის 30 მაისის №გ-19-2/328 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: სპეციალიზებული (სამედიცინო/გასართობი) რადიომაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული, აფხაზური;

ე) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2027 წლის 1 ივნისის ჩათვლით;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 18 საათი;

ზ) გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

თ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 

გამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდუ ლაცია

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

თბილისი სატელევიზიო ანძა

 

95.9

 

FM

 

V

 

წრიული

 

1000

 

41°41'44.70"N

44°47'6.40"E

 

140

 

5

შენიშვნა: ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (teცდომილება±5მ).

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

ბ) მედიამომსახურების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

დ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ე) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

5. კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს „ლაიფ ეფ ემის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მიხეილ ტარახჩევი (პ/ნ 01024024195). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ შპს „ლაიფ ეფ ემი“ ან/და მისი დამფუძნებელი არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან  ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს.  საქართველოს  ან  სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

6. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „ლაიფ ეფ ემის“ დირექტორის და დამფუძნებლის მიხეილ ტარახჩევის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ- გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად მიხეილ ტარახჩევის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

7. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით შპს „ლაიფ ეფ ემი“ არ ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ავტორიზაციას.

8. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 22 თებერვლის კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „ლაიფ ეფ ემის“ და შპს „ემ ეს გრუპის“ წარმომადგენელი თეკლა კაკულია. კომისიის სხდომაზე შპს „ლაიფ ეფ ემის“ წარმომადგენელმა თეკლა კაკულიამ დაადასტურა რომ შპს „ლაიფ ეფ ემი“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან საჯარო მოხელეს ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს.

9. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ და შპს  „ემ ეს გრუპის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიის შპს „ლაიფ ეფ ემისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

10.  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  კომისიას  მიაჩნია,  რომ  არ  არსებობს  შპს   „ემ  ეს  გრუპის“ კერძო მაუწყებლობის №B194  ლიცენზიის  შპს  „ლაიფ  ეფ  ემისთვის“  გადაცემაზე  წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად,  შესაძლებელია  შპს  „ემ ეს გრუპს“ მიეცეს წინასწარი თანხმობა, კერძო მაუწყებლობის №B194 ლიცენზიის გადაცემაზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს   თანხმობა   შპს    „ემ   ეს   გრუპს“   (ს/კ   404941756)   მის   მფლობელობაში   არსებული  კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიის შპს „ლაიფ ეფ ემისთვის“ (ს/კ 405675559) გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს შპს „ლაიფ ეფ ემმა“ კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიის სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება; 

3. განემარტოს შპს „ლაიფ ეფ ემს“, რომ შპს  „ემ ეს გრუპის“ მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიის შპს „ლაიფ ეფ ემისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს შპს „ლაიფ ეფ ემის“ მიერ კერძო რადიომაუწყებლობის №B194 ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე); დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ლაიფ ეფ ემისთვის“ და   შპს    „ემ   ეს   გრუპისთვის“ გაგზავნა   (ნ.   ჯავახიძე)   და   კომისიის   ოფიციალურ  ვებ   გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ლაიფ ეფ ემისთვის“ და შპს „ემ ეს გრუპისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი 

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები