წვდომის მენიუ

შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: გ-24-6 / 261

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2024 13:26

მიღების თარიღი ივნისი 20, 2024

შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

განმცხადებელი: შპს „ევროპა პლუს თბილისი“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 20 ივნისი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/2263, 02.05.2024) მიმართა შპს „ევროპა პლუს თბილისმა“ (ს/კ  204426264)  მისი  კუთვნილი  კერძო  რადიომაუწყებლობის  №B163  ლიცენზიის მოქმედების  ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

2.  კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ევროპა პლუს თბილისი“  ფლობს  კერძო  რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიას 2024 წლის 26 ივნისამდე, კომისიის 2014 წლის 26 ივნისის №337/1 და 2015 წლის 24 დეკემბრის№813/22 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 26 ივნისამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

მოდულაცია

 პოლარ იზაცია V / H

 გასხივება

 გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 ქ. ბათუმი

 102.8

 FM

 V

 წრიული

 500

 41°41'37"N

41°42'55"E

 30

 6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის  მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების  სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

3. ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 33 სამუშაო დღისა. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

5. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ევროპა პლუს თბილისის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

6. კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს “ევროპა პლუს თბილისის“ მიერ 2024 წლის 14 მაისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი - 2,000 (ორი ათასი) ლარი. კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/2353,14.05.2024).

II. სამოტივაციო ნაწილი

1. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირება და მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2024 წლის 16 მაისის კომისიის №გ-24-23/218 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 20 ივნისი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

2. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №24-10-889, 15.05.2024), რომელმაც შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 8100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარი.

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2024 წლის 20 ივნისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „ევროპა პლუს თბილისის“ წარმომადგენელი ილია კიკაბიძე. კომისიის სხდომაზე მან დაადასტურა კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ  განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია ზეპირი მოსმენის დასრულებისთანავე.

4. კომისიის 2024 წლის 20 ივნისის სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო მაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 10 წლის ვადით.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ევროპა პლუს თბილისის“ (ს/კ 204426264) კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიას 2024 წლის 26 ივნისიდან 2034 წლის 26 ივნისამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2034 წლის 26 ივნისამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

 მოდულაცია

 პოლარ იზაცია V / H

 გასხივება

 გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

 გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 ქ. ბათუმი

 102.8

 FM

 V

 წრიული

 500

 41°41'37"N

41°42'55"E

 30

 6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ი) სალიცენზიო გადასახდელი: შპს „ევროპა პლუს თბილისის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B163 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს 8100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარს. სალიცენზიო გადასახდელის - 8100.00 (რვა ათას ასი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300773062

675.00 ლარი - 2024 წლის 20 ივლისამდე;

675.00 ლარი - 2024 წლის 20 აგვისტომდე;

675.00 ლარი - 2024  წლის 20 სექტემბრამდე;

675.00 ლარი - 2024 წლის 20 ოქტომბრამდე;

675.00 ლარი - 2024 წლის 20 ნოემბრამდე;

675.00 ლარი - 2024 წლის 20 დეკემბრამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 იანვრამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 თებერვლამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 მარტამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 აპრილამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 მაისამდე;

675.00 ლარი - 2025 წლის 20 ივნისამდე;

2. შპს „ევროპა პლუს თბილისი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას  “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3  მუხლის  შესაბამისად განსაზღვრული მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

ბ) მედიამომსახურების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი; დ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ე) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის,  საჭიროების  შემთხვევაში,  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „ევროპა პლუს თბილისისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) და თ) ქვეპუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ი) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე), ვ), ზ), თ) და ი) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე                თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე               წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები