წვდომის მენიუ

შპს „რადიო ბომონდის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B172 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: გ-24-6 / 596

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 30, 2024 23:01

მიღების თარიღი დეკემბერი 26, 2024

შპს „რადიო ბომონდის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B172 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

განმცხადებელი: შპს „რადიო ბომონდი“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2024 წლის 26 დეკემბერი;

I. აღწერილობითი  ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/4799, 08.11.2024) მიმართა შპს  „რადიო ბომონდმა" (ს/კ404682018) მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B172 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

2.კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ბომონდი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B172 ლიცენზიას, კომისიის  2015 წლის    8 იანვრის  №14/1  და    2015 წლის    24 დეკემბრის  №813/22  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 8 იანვრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობა - 12 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

მოდულ აცია

პოლარ იზაცია V / H

 გასხივება

გამცემის სიმძლავრე (ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 დაბა გუდაური

 104.7

 FM

 V

 მიმართული, აზიმუტი 30°

 100

 42°29'20"N

44°30'02"E

 12

 6

ემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

3.„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

4.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 33 სამუშაო დღისა. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

5.კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ბომონდის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

6.კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს “რადიო ბომონდის” მიერ 2024 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი - 2,000 (ორი ათასი) ლარი. კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/4799, 08.11.2024).

II. სამოტივაციო ნაწილი

7.კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირება და მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2024 წლის 21 ნოემბრის კომისიის №გ-24-23/532 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო ბომონდის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B172 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 26 დეკემბერი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

8.კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №24-10-2313, 19.11.2024), რომელმაც შპს „რადიო ბომონდის“ კერძო მაუწყებლობის №B172 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 1134.00 (ერთი ათას ასოცდათოთხმეტი) ლარი.

9.საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „რადიო ბომონდის“ წარმომადგენელი მარიამ ტოლიაშვილი. კომისიის სხდომაზე მან დაადასტურა კერძო რადიომაუწყებლობის №B172 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია იმავე დღეს კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის ძირითად სხდომაზე.

10.კომისიის 2024 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს „რადიო ბომონდის“ კერძო მაუწყებლობის №B172 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კერძო რადიომაუწყებლობის №B172 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 10 წლის ვადით.

III. სარეზოლუციო  ნაწილი

ყოველივე  ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  ”მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს  კანონი38-ე მუხლის მე–9 პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „რადიო ბომონდის“ (ს/კ 404682018) კერძო მაუწყებლობის №B172 ლიცენზიას 2025 წლის 8 იანვრიდან 2035 წლის 8 იანვრამდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2035 წლის 8 იანვრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობა - 12 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 გმცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

 მოდულ აცია

 პოლარ იზაცია V / H

 გასხივება

გამცემის სიმძლავრე (ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 დაბა გუდაური

 104.7

 FM

 V

 მიმართული, აზიმუტი 30°

 100

 42°29'20"N

44°30'02"E

 12

 6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ  500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ი) სალიცენზიო გადასახდელი: შპს „რადიო ბომონდის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B172 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს 1134.00 (ერთი ათას ასოცდათოთხმეტი) ლარს. სალიცენზიო გადასახდელის - 1134.00 (ერთი ათას ასოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300773062

94.50 ლარი - 2025 წლის 26 იანვრამდე;

94.50 ლარი - 2025 წლის 26 თებერვლამდე;

94.50 ლარი - 2025 წლის 26 მარტამდე;

94.50 ლარი - 2025 წლის 26 აპრილამდე;

94.50 ლარი - 2025 წლის 26 მაისამდე;

94.50 ლარი - 2025 წლის 26 ივნისამდე;

94.50 ლარი - 2025 წლის 26 ივლისამდე;

94.50 ლარი - 2025 წლის 26 აგვისტომდე;

94.50 ლარი - 2025  წლის 26 სექტემბრამდე;

94.50 ლარი - 2025 წლის 26 ოქტომბრამდე;

94.50 ლარი - 2025 წლის 26 ნოემბრამდე;

94.50 ლარი - 2025 წლის 26 დეკემბრამდე;

2.შპს „რადიო ბომონდი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას  “მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  შესაბამისად განსაზღვრული მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

ბ) მედიამომსახურების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი; დ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ე) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების  შემთხვევაში,  მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

3.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „რადიო ბომონდისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „რადიო ბომონდისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) და თ) ქვეპუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ი) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს;

11.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), გ), ე), ვ), ზ), თ) და ი) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები