რადიომოყვარულ გიორგი გუთანაიძესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 110

გამოქვეყნების თარიღი მარტი 01, 2024 18:50

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2024

რადიომოყვარულ გიორგი გუთანაიძესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის№შ-24-9/713,15.02.24) მიმართა  ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე  გიორგი  გუთანაიძემ (პასპორტის №12932442), საქართველოში  მისი ვიზიტის პერიოდში (20.02.2024-20.08.2024), სამოყვარულო   რადიოსადგურით   სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია  აღნიშნავს,  რომ  გიორგი  გუთანაიძეს,  ყაზახეთის  რესპუბლიკის  მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი UN7IDW.

3. კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება  შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 518 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  საერთო  წესით, უცხო ქვეყნის რადიომოყვარულების მიერ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დროებითი ან მუდმივი სახმობის მინიჭება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად  CEPT-ში შემავალი ქვეყნების რადიომოყვარულებს უფლება აქვთ საქართველოში გამოიყენონ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სახმობი ნიშანი 4L (საქართველოს ქვეყნის აღმნიშვნელი სიმბოლო ITU-ში) სიმბოლოს წინდართვით პრეფიქსში , თუ მისი ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს, 3 თვეზე მეტი დროით დარჩენის შემთხვევაში , ისინი ვალდებული არიან მიმართონ კომისიას არსებული წესით და CEPT-ის რეკომენდაციის (Rec T/R 61-02) გათვალისწინებით სახმობის მინიჭების თაობაზე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ გიორგი გუთანაიძესთვის სახმობის  დროებით მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის 2003 წლის  27 ივნისის  N 1დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 პუნქტის და 518 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ გიორგი გუთანაიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2024 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 T – 116

 გიორგი გუთანაიძე

 ქ. რუსთავი მე-12 მკრ 6-101

ქ.რუსთავიტაბიძის 38

 4L / UN7IDW

 „B“

2. რადიომოყვარული გიორგი გუთანაიძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გიორგი გუთანაიძესთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების გიორგი გუთანაიძესთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები