რადიომოყვარულ ზურაბ მედულაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 130

გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2024 12:56

მიღების თარიღი მარტი 14, 2024

რადიომოყვარულ ზურაბ მედულაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: ზურაბ მედულაშვილი

კომისიის სხდომის თარიღი: 14.03.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია   (შემდეგში „კომისია“ ) აღნიშნავს , რომ კომისიას განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  №  შ-24-9/10 85,  04.03.24) მიმართა  მოქალაქე ზურაბ მედულაშვილმა  (მცხ.  ქ.  თბილისი,  კახეთის  გზატკეცილი   36ვ, ბინა   27) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2023 წლის  14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის  28 თებერვლის საკვალიფიკაციო საბჭოს №  01/24 ოქმის შესაბამისად განისაზღვრა რადიომოყვარულთა ტესტირების ჩატარების თარიღი 04.03.2024. მოქალაქე ზურაბ მედულაშვილმა ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „B“ კატეგორიის რადიო - მოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით   დამტკიცებული „საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების “  515 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მეორე  პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ზურაბ მედულაშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის)  მითითებულ სიხშირულ  დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2024 წლის 14 მარტიდან 2029 წლის 14 მარტამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B - 101

 

ზურაბ მედულაშვილი

 

ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 36ვ, ბინა 27

 

4L7ZU

 

„B“


2. რადიომოყვარული ზურაბ მედულაშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ზურაბ მედულაშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ზურაბ მედულაშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები