რადიომოყვარულ მალხაზ სხირტლაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2024 16:45

მიღების თარიღი იანვარი 11, 2024

რადიომოყვარულ მალხაზ სხირტლაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

I. აწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით   (კომისიაში რეგისტრაციის  №  შ-23-9/4211,   20.12.23) მიმართა  მოქალაქე მალხაზ სხირტლაძემ  (მცხ. ჭიათურა,  სოფ.  ზოდი) სამოყვარულო  რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ მალხაზ სხირტლაძე არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული, ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს რადიოსიხშირეთა განაწილების, მართვისა და კონტროლის რესპუბლიკური სამმართველოს მიერ მინიჭებული ჰქონდა სახმობი  - 4L4HS, რომლის  ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის  471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“  515 მუხლის  პირველი  პუნქტის  და  მე-6  პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს  რადიომოყვარულ მალხაზ სხირტლაძეს  სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი , ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2024 წლის 11 იანვრიდან 2029 წლის 11 იანვრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B-096

 

მალხაზ სხირტლაძე

 

ჭიათურა, სოფ. ზოდი

 

4L4HS

 

„B“


2. რადიომოყვარული მალხაზ სხირტლაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე მალხაზ სხირტლაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე მალხაზ სხირტლაძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები