საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის9 იანვრის№გ-20-7/09 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-24-7 / 172

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2024 15:01

მიღების თარიღი აპრილი 18, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის9  იანვრის№გ-20-7/09 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

განმცხადებელი: ალექსანდრე მენაბდიშვილი

კომისიის სხდომის თარიღი: 18.04.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე ალექსანდრე მენაბდიშვილმა (მცხ. ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი, კორპ. 114/115, ბ. 45) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-9/1868, 28.03.24) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2020 წლის 9 იანვრის № გ-20-7/09 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ ალექსანდრე მენაბდიშვილს მინიჭებული აქვს შემდეგი სახმობი ნიშანი:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 CN - 059

 ალექსანდრე მენაბდიშვილი

 ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი, კორპ.114/115

 4L1ALX

 „C“

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია 2020 წლის 9 იანვრის № გ-20-7/09 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და რადიომოყვარულ ალექსანდრე მენაბდიშვილისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2020 წლის 9 იანვრის № გ-20-7/09 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ალექსანდრე მენაბდიშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 9 იანვრიდან 2025 წლის 9 იანვრამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 B-102

 ალექსანდრე მენაბდიშვილი

 ბოლნისის რაიონი, დაბა კაზრეთი, კორპ.114/115, ბ. 45

 4L7LL

 „B“

2. რადიომოყვარული ალექსანდრე მენაბდიშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ალექსანდრე მენაბდიშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ალექსანდრე მენაბდიშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური         თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე     წევრი

ნათია კუკულაძე    წევრი

ივანე მახარაძე        წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები