საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 სექტემბრის№გ-23-7/458 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-24-7 / 173

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2024 15:50

მიღების თარიღი აპრილი 18, 2024

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 სექტემბრის№გ-23-7/458 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

განმცხადებელი: დავით კონცელიძე

კომისიის სხდომის თარიღი: 18.04.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე დავით კონცელიძემ (მცხ. ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. 50/52, ბინა 114) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-9/1946, 03.04.24) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2023 წლის 28 სექტემბრის № გ-23-7/458 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ დავით კონცელიძეს მინიჭებული აქვს შემდეგი სახმობი ნიშანი:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 C - 172

 დავით კონცელიძე

 ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. 50/52, ბინა 114

 4L7DKN

 „C“

3. კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - „სამოყვარულო რადიოკავშირის გამოყენების წესის“ 2023 წლის პირველ ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად კომისიის მიერ მინიჭებული სამოყვარულო რადიოსადგურის C კატეგორიის სახმობის მფლობელ რადიომოყვარულებს, მიენიჭოთ სამოყვარულო რადიოსადგურის B კატეგორია და შესაბამისი სახმობი ნიშანი, ტესტირების გარეშე, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია 2023 წლის 28 სექტემბრის № გ-23-7/458 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და რადიომოყვარულ დავით კონცელიძისთვის სახმობი ნიშნის შეცვლა.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე მუხლის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2023 წლის 28 სექტემბრის № გ-23-7/458 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს რადიომოყვარულ დავით კონცელიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2023 წლის 28 სექტემბრიდან 2028 წლის 28 სექტემბრამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 B-103

 დავით კონცელიძე

 ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. 50/52, ბინა 114

 4L7DK

 „B“

2. რადიომოყვარული დავით კონცელიძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე დავით კონცელიძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე დავით კონცელიძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური           თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე      წევრი

ნათია კუკულაძე      წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები