რადიომოყვარულ ანდრეი კურკამელისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 243

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 10, 2024 16:19

მიღების თარიღი ივნისი 06, 2024

რადიომოყვარულ ანდრეი კურკამელისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: ანდრეი კურკამელი

კომისიის სხდომის თარიღი: 06.06.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“ ) აღნიშნავს , რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-9/2283, 13.05.24) მიმართა მოქალაქე ანდრეი კურკამელმა  (მცხ. ქ.  ქუთაისი,  ავტომშენებლობის  ქუჩა 31, ბინა 18) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ ანდრეი კურკამელ არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული, ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს რადიოსიხშირეთა განაწილების, მართვისა და კონტროლის რესპუბლიკური სამმართველოს მიერ მინიჭებული ჰქონდა სახმობი - 4L4KA, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6  პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ანდრეი კურკამელს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი , ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2024 წლის 6 ივნისიდან 2029 წლის 6 ივნისამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 B-104

 ანდრეი კურკამელი

 ქ. ქუთაისი, ავტომშენებლობის ქუჩა 31, ბინა 18

 4L4KA

 „B“

2. რადიომოყვარული ანდრეი კურკამელი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ანდრეი კურკამელისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე ანდრეი კურკამელისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები