რადიომოყვარულ ილია სემიჩასტნოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 25

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2024 17:31

მიღების თარიღი იანვარი 18, 2024

რადიომოყვარულ ილია სემიჩასტნოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით   (კომისიაში რეგისტრაციის  №  შ-24-9/81 ,  10.01.2024) მიმართა  რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ილია სემიჩასტნოვმა, ქვემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო შეჯიბრებებში სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო  რადიოკავშირის განსახორციელებლად, 4L9M სახმობის მინიჭების თაობაზე.

ARRL Inter. DX Contest, CW

/17.02.-18.02.2024/

/15.02.-16.02.2025/

CQ 160-Meter Contest, SSB

/23.02.-24.02.2024/

/21.02.-23.02.2025/

Stew Perry Topband Challenge

/09.03.-10.03.2024/

/08.03.-09.03.2025/

CQ WW WPX  Contest, SSB

/30.03.-31.03.2024/

/29.03-30.03.2025/

CQMM DX  Contest

/20.04.-21.04.2024/

/19.04.-20.04.2025/

CQ-M international DX Contest

/11.05.-12.05.2024/

/10.05.-11.05.2025/

CQ WW WPX  Contest, CW

/25.05.-26.05.2024/

/24.05.-25.05.2025/

All Asian DX Contest, CW

/15.06.-16.06.2024/

/21.06.-22.06.2025/

Stew Perry Topband Challenge

/15.06.-16.06.2024/

/21.06.-22.06.2025/

IARU HF World Championship

/13.07.-14.07.2024/

/12.07.-13.07.2025/

CQ Worldwide VHF Contest

/20.07.-21.07.2024/

/19.07.-20.07.2025/

WAE DX Contest, CW

/10.08.-11.08.2024/

/09.08.-10.08.2025/

All Asian DX Contest, Phone

/07.09.-08.09.2024/

/06.09.-07.09.2025/

WAE DX Contest, SSB

/14.09.-15.09.2024/

/13.09.-14.09.2025/

CQ Worldwide DX Contest, SSB

/26.10.-27.10.2024/

/25.10.-26.10.2025/

CQ Worldwide DX Contest, CW

/23.11.-24.11.2024/

/29.11.-30.11.2025/

Stew Perry Topband Challenge

/28.12.-29.12.2024/

/27.12.-28.12.2025/

CQ 160-Meter Contest, CW

/24.01.-26.01.2025/

 II. სამოტივაციო ნაწილი

/23.01.-25.01.2026/


2. კომისია  აღნიშნავს,  რომ  ილია  სემიჩასტნოვს,  რუსეთის  ფედერაციის  მიერ  გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის   „A“ კატეგორიის  რადიომოყვარული  და  მინიჭებული  აქვს  სახმობი   R3XA (ნებართვა შეესაბამება CEPT-ის 1 კლასს).

3. კომისია აღნიშნავს, რომ ილია სემიჩასტნოვს არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული, კომისიის 2023 წლის 4 მაისის № გ-23-7/210 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L9M (2023 წლის 29 მაისიდან 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით).   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 518  მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საერთო წესით, უცხო ქვეყნის რადიომოყვარულების მიერ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დროებითი ან მუდმივი სახმობის მინიჭებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად CEPT-ში შემავალი ქვეყნების რადიომოყვარულებს უფლება აქვთ საქართველოში გამოიყენონ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სახმობი ნიშანი 4L (საქართველოს ქვეყნის აღმნიშვნელი სიმბოლო ITU-ში) სიმბოლოს წინდართვით პრეფიქსში, თუ მისი ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს. 3 თვეზე მეტი დროით დარჩენის შემთხვევაში, ისინი ვალდებული არიან მიმართონ კომისიას არსებული წესით და CEPT-ის რეკომენდაციის (Rec T/R 61-02) გათვალისწინებით სახმობის მინიჭების თაობაზე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ ილია სემიჩასტნოვისთვის სახმობის დროებით მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 პუნქტის და 518 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ილია სემიჩასტნოვს  სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად შემდეგ თარიღებში: 2024 წლის 17-18, 23-24 თებერვალი, 9-10, 30-31 მარტი, 20-21 აპრილი, 11-12, 25-26 მაისი, 15-16 ივნისი, 13-14, 20-21 ივლისი, 10-11 აგვისტო, 7-8, 14-15 სექტემბერი, 26-27 ოქტომბერი, 23-24 ნოემბერი, 28-29 დეკემბერი, 2025 წლის 24-26 იანვარი, 15-16, 21-23 თებერვალი, 8-9, 29-30 მარტი, 19-20  აპრილი,  10-11,  24-25  მაისი,  21-22  ივნისი,  12-13,  19-20  ივლისი,  9-10  აგვისტო,  6-7, 13-14 სექტემბერი, 25-26 ოქტომბერი, 29-30 ნოემბერი, 27-28 დეკემბერი, 2026 წლის 23-25 იანვარი:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

T – 133

 

ილია სემიჩასტნოვი

 

ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ.

229, ოთახი 39

 

4L9M

 

„A“


2.    რადიომოყვარული ილია  სემიჩასტნოვი, რადიომოყვარულთა  საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას   ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ილია სემიჩასტნოვისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ილია სემიჩასტნოვისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები