რადიომოყვარულ ავთანდილ კიკაბიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 251

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2024 14:18

მიღების თარიღი ივნისი 13, 2024

რადიომოყვარულ ავთანდილ კიკაბიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: ავთანდილ კიკაბიძე

კომისიის სხდომის თარიღი: 13.06.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-9/2511, 31.05.24) მიმართა მოქალაქე ავთანდილ კიკაბიძემ (მცხ. ქ. თბილისი, თ. ბოჭორიშვილის I ჩიხი, კორპ.5, ბინა 217) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 5 ივნისის საკვალიფიკაციო საბჭოს № 02/24 ოქმის შესაბამისად განისაზღვრა რადიომოყვარულთა ტესტირების ჩატარების თარიღი 05.06.2024. მოქალაქე ავთანდილ კიკაბიძემ ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „B“ კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის, მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ავთანდილ კიკაბიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის  და დანართში (თან ერთვის) მითითებულ  სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2024 წლის 13 ივნისიდან 2029 წლის 13 ივნისამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 B - 108

 ავთანდილ კიკაბიძე

 ქ. თბილისი, თ. ბოჭორიშვილის I ჩიხი, კორპ.5, ბინა 217

 4L0NG

 „B“

2. რადიომოყვარული ავთანდილ კიკაბიძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ავთანდილ კიკაბიძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ავთანდილ კიკაბიძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ეკატერინე  იმედაძე       წევრი

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები