რადიომოყვარულ არტემ აბალმაზისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 26

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2024 17:35

მიღების თარიღი იანვარი 18, 2024

რადიომოყვარულ არტემ აბალმაზისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

I. აწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/4050 , 12.12.2023) მიმართა უკრაინის მოქალაქე არტემ აბალმაზმა (პასპორტის № FJ611918), საქართველოში მისი ვიზიტის პერიოდში (2 წელი), სამოყვარულო  რადიოსადგურით  სამოყვარულო  რადიოკავშირის  განსახორციელებლად სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ არტემ აბალმაზს, უკრაინის რადიო სიხშირეების სახელმწიფო ცენტრის   მიერ  გაცემული  სარეგისტრაციო  დოკუმენტის  შესაბამისად,  შეუძლია  გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი   UT8IHI (ნებართვა   შეესაბამება   CEPT-ის     3 კლასს).   „საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების“   515 მუხლის  პირველი  პუნქტის თანახმად სამოყვარულო  რადიოსადგურის  გამოყენება  შესაძლებელია  მხოლოდ  კომისიის  მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე

518 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საერთო წესით, უცხო ქვეყნის რადიომოყვარულების მიერ სამოყვარულო რადიოსადგურის  გამოყენებისთვის  დროებითი  ან  მუდმივი  სახმობის  მინიჭება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად CEPT-ში შემავალი ქვეყნების რადიომოყვარულებს უფლება აქვთ საქართველოში გამოიყენონ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სახმობი ნიშანი 4L (საქართველოს ქვეყნის აღმნიშვნელი სიმბოლო  ITU-ში) სიმბოლოს წინდართვით პრეფიქსში , თუ მისი ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს . 3 თვეზე მეტი დროით დარჩენის შემთხვევაში , ისინი ვალდებული არიან მიმართონ კომისიას არსებული წესით და CEPT-ის რეკომენდაციის (Rec T/R 61-02) გათვალისწინებით სახმობის მინიჭების თაობაზე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ არტემ აბალმაზისთვის სახმობის მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით  დამტკიცებული „საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  515   მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-7  პუნქტის  და  518 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გაწყვიტა:

1.  მიენიჭოს რადიომოყვარულ არტემ აბალმაზს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2024 წლის 18 იანვრიდან 2026 წლის 18 იანვრის ჩათვლით:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

T – 134

 

არტემ აბალმაზ

 

ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ.

229, ოთახი 39

 

4L / UT8IHI

 

„B“


2.    რადიომოყვარული   არტემ   აბალმაზი,   რადიომოყვარულთა   საერთაშორისო   გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას   ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები. 

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების არტემ აბალმაზისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების არტემ აბალმაზისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები