რადიომოყვარულ დავით ნოზაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 27

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2024 17:39

მიღების თარიღი იანვარი 18, 2024

რადიომოყვარულ დავით ნოზაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის  №  შ-23-9/3256, 12.10.23) მიმართა მოქალაქე დავით ნოზაძემ  (მცხ.  ქ.  გორი,  სააკაძის   27) სამოყვარულო  რადიოსადგურის  გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ დავით ნოზაძე არის  „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის  2016 წლის 17 მარტის №  179/7 გადაწყვეტილებით   მინიჭებული  აქვს ვეტერანი რადიომოყვარულის სახმობი 4L7D, მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.

3. კომისია  აღნიშნავს, რომ 2023 წლის 14 დეკემბრის  №გ-23-21/572 გადაწყვეტილების საფუძველზე საკვალიფიკაციო  საბჭოს  დებულების  მე-5  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად    - „სამოყვარულო რადიოკავშირის  გამოყენების  წესის“   2023 წლის  პირველ  ნოემბრამდე  მოქმედი რედაქციით განსაზღვრულ ვეტერან რადიომოყვარულს, რომლისთვისაც კომისიას მინიჭებული აქვს 4 სიმბოლოიანი სახმობი ნიშანი, მიენიჭოს  „E“ ექსტრა კატეგორია და შესაბამისი სახმობი, ტესტირების გარეშე,    ასეთი    მოთხოვნის    არსებობის    შემთხვევაში.    აქედან    გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ დავით ნოზაძისთვის „E“ ექსტრა კატეგორიის მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის  471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების “  515 მუხლის  პირველი  პუნქტის  და  მე-6  პუნქტის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ დავით ნოზაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2024 წლის 18 იანვრიდან 2029 წლის 18 იანვრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

E-014

 

დავით ნოზაძე

 

ქ. გორი, სააკაძის 27

 

4L7D

 

„E“


2. რადიომოყვარული დავით ნოზაძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას   ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე დავით ნოზაძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე დავით ნოზაძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები