რადიომოყვარულ გოგიტა მენაბდიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 28

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2024 17:43

მიღების თარიღი იანვარი 18, 2024

რადიომოყვარულ  გოგიტა მენაბდიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით   (კომისიაში რეგისტრაციის  №  შ-23-9/4254,   25.12.23) მიმართა  მოქალაქე გოგიტა მენაბდიშვილმა  (მცხ.  ქ.  კასპი,  გაბაშვილის  № 40) სამოყვარულო  რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ გოგიტა მენაბდიშვილი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2018 წლის 13 სექტემბრის № 541/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L7CE. „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ  კომისიის  მიერ  სამოყვარულო  რადიოკავშირის  განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე  515 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ გოგიტა მენაბდიშვილისთვის სახმობის ხელახალი ვადით მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის  471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების “ 515 მუხლის  პირველი  პუნქტის  და  მე-6  პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ გოგიტა მენაბდიშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და    დანართში    (თან    ერთვის)    მითითებულ    სიხშირულ    დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად  5 წლის ვადით 2024 წლის 18 იანვრიდან 2029 წლის 18 იანვრამდე:

 

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

A1 - 074

 

გოგიტა მენაბდიშვილი

 

ქ. კასპი, გაბაშვილის № 40

 

4L7CE

 

„A“


2. რადიომოყვარული გოგიტა მენაბდიშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას   ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე გოგიტა მენაბდიშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე გოგიტა მენაბდიშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

 კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები