შპს „ილიონის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №გ-20-1/472 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2024 15:12
მიღების თარიღი ივლისი 18, 2024 15:14
შპს „ილიონის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №გ-20-1/472 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
განმცხადებელი: შპს “ილიონი”;
კომისიის სხდომის თარიღი: 18.07.2024.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ილიონმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-6/3057,16/07/2024; №შ-24-7/3077, 18/07/2024) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5096, 04/06/2020) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „ილიონს“ სურს არაუგვიანეს 2024 წლის 15 აგვისტომდე გავრცელდეს შპს „სტერეო+“-ის კუთვნილი მულტიპლექსის მეშვეობით. ხელმისაწვდომობა მულტიპლექსპლატფორმით გავრცელებისას იქნება უფასო. შპს “ილიონის” წერილზე თანდართულია შპს „სტერეო+“-ის წერილი შპს “ილიონის” სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ილიონი“ კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №გ-20-1/472 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5096, 04/06/2020), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, ინგლისური;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2020 წლის 4 ივლისამდე;
3. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
4. კომისიის 2024 წლის 18 ივლისის სხდომას არ ესწრებოდა შპს “ილიონის” წარმომადგენელი.
II. სამოტივაციო ნაწილი
კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს “ილიონის” მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5096, 04/06/2020) მოდიფიცირება და მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას უფასო ხელმისაწვდომობით უნდა დაემატოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით, შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსით მაუწყებლობა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „ილიონის“ (ს/ნ400213700) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5096, 04/06/2020), შევიდეს ცვლილება კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №გ-20-1/472 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის:
ა) ვ) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ვ.გ) ქვეპუნქტი:
„ვ.გ) “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი“;
ბ) ზ) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ზ.გ) ქვეპუნქტი:
„ზ.გ) “ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - უფასო“: გ) თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ინტერნეტით და მაუწყებლობის სხვა ტექნოლოგიებით მაუწყებლობის დაწყების ვადა 2020 წლის 4 ივლისამდე; ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის დაწყების ვადა 2024 წლის 15 აგვისტომდე;“
2. შპს “ილიონის” ავტორიზაციის მოდიფიცირების თარიღია: 18.07.2024, 15:14სთ.
3. შპს “ილიონი” ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
4. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “ილიონისთვის” გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს “ილიონისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
