წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 310

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 22, 2024 15:17

მიღების თარიღი ივლისი 18, 2024

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

კომისიის სხდომის თარიღი: 18.07.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-3/2953, 08.07.24), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის („DREAMLINE“, „JANE - 5“, „C-02305“ და „BIBISHA“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისიამ საზღვაო ხომალდებს უნდა მიანიჭოს რადიოსახმობი და ამოცნობის ნიშნები. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად გამოყოფილი რადიოსიხშირული ზოლები უბედურებაში მოხვედრილი საზღვაო ხომალდის მიერ სამაშველო საერთაშორისო სიგნალის გადასაცემად გამოიყენება ამავე რადიორეგლამენტის II ტომის I ნაწილის № 13 დანართით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ მინიჭებას არ საჭიროებს.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „DREAMLINE“, „JANE - 5“, „C-02305“ და „BIBISHA“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:

ხომალდის დასახელება

ხომალდის მფლობელი

მინიჭებული სახმობი

მინიჭებული MMSI

1.

DREAMLINE

გიორგი გორგოშაძე

4LZS2

-

2.

JANE - 5

ლაშა მელიქიძე

4LZT2

-

3.

C-02305

თემურ უსტიაშვილი

4LZU2

213 630 000

4.

BIBISHA

დავით ბიბილური

4LZV2

-

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით   აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ეკატერინე  იმედაძე      წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე               წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები