რადიომოყვარულ გლებ სუშკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 47

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2024 17:39

მიღების თარიღი თებერვალი 08, 2024

რადიომოყვარულ გლებ სუშკოსთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-9/222, 22.01.24) მიმართა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე გლებ სუშკომ (პასპორტის № 757173230), საქართველოში მისი ვიზიტის პერიოდში (08.02.24-31.12.24), სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ გლებ სუშკოს, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი R0AFJ (ნებართვა შეესაბამება CEPT-ის 2 კლასს).

3. კომისია აღნიშნავს, რომ გლებ სუშკო არის „B “ კატეგორიის რადიომოყვარული, კომისიის 2023 წლის 16 მარტის № გ-23-7/129 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L/R0AFJ (2023 წლის 16 მარტიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით). „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ, ასევე 518 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საერთო წესით, უცხო ქვეყნის რადიომოყვარულების მიერ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დროებითი ან მუდმივი სახმობის მინიჭება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად CEPT-ში შემავალი ქვეყნების რადიომოყვარულებს უფლება აქვთ საქართველოში გამოიყენონ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სახმობი ნიშანი 4L (საქართველოს ქვეყნის აღმნიშვნელი სიმბოლო ITU-ში) სიმბოლოს წინდართვით პრეფიქსში, თუ მისი ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება 3 თვეს. 3 თვეზე მეტი დროით დარჩენის შემთხვევაში, ისინი ვალდებული არიან მიმართონ კომისიას არსებული წესით და CEPT-ის რეკომენდაციის (Rec T/R 61-02) გათვალისწინებით სახმობის მინიჭების თაობაზე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია რადიომოყვარულ გლებ სუშკოსთვის სახმობის  დროებით მინიჭება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 პუნქტის და 518 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის  საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ გლებ სუშკოს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში  აღნიშნული  მონაცემების  შესაბამისად  2024  წლის  8  თებერვლიდან   2024  წლის  31 დეკემბრის ჩათვლით:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 T – 115

 გლებ სუშკო

 ქ. ბათუმი, აკაკი წერეთლის 6/38

 4L / UT8IHI

 „B“

2. რადიომოყვარული გლებ სუშკო, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას    ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გლებ სუშკოსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების გლებ სუშკოსთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე           წევრი

ეკატერინე იმედაძე      წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები