რადიომოყვარულ დავით ვერულავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 5

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2024 15:30

მიღების თარიღი იანვარი 11, 2024

რადიომოყვარულ დავით ვერულავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისაბ და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

I. აწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  №  შ-23-9/3719,   20.11.23) მიმართა  მოქალაქე დავით ვერულავამ  (მცხ.  ქ.  თბილისი,  ტაშკენტის ქ. №16) სამოყვარულო  რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია  აღნიშნავს,  რომ  რადიომოყვარულთა  კვალიფიკაციის  განსაზღვრის  მიზნით, კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე დავით ვერულავამ ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „B“ კატეგორიის რადიო -მოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო   საბჭოს № 56 (19.12.2023) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის  471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების “  515 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მეორე  პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს  რადიომოყვარულ  დავით ვერულავას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში  (თან  ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი , ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად  5 წლის ვადით 2024 წლის 11 იანვრიდან 2029 წლის 11 იანვრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B - 093

 

დავით ვერულავა

 

ქ. თბილისი, ტაშკენტის ქ. № 16

 

4L4RR

 

„B“

2. რადიომოყვარული დავით ვერულავა, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე დავით ვერულავასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე დავით ვერულავასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები