წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ირაკლი კორძახიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 574

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2024 12:35

მიღების თარიღი დეკემბერი 12, 2024

რადიომოყვარულ ირაკლი კორძახიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: ირაკლი კორძახია

კომისიის სხდომის თარიღი: 12.12.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“ ) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  №  შ-23-9/4902,   15.11.24) მიმართა მოქალაქე ირაკლი კორძახიამ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2023 წლის 14 დეკემბრის № გ-23-21/572 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 27 ნოემბერს საკვალიფიკაციო საბჭოს №04/24 ოქმის შესაბამისად განისაზღვრა რადიომოყვარულთა ტესტირების ჩატარების თარიღი 04.12.2024. მოქალაქე ირაკლი კორძახიამ ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „A“ კატეგორიის რადიომოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N   1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს   კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“ 515 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მეორე  პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ ირაკლი კორძახიას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2024 წლის 12 დეკემბრიდან 2029 წლის 12 დეკემბრამდე: 

 რეგისტრაციის №

   რადიოსადგურის           მფლობელი

რადიოსადგურის განთავსებისადგილი

 სახმობი

 კატეგორია

     A - 100

 ირაკლი კორძახია

თბილისი,აღმაშენებლის გამზ. № 70

  4L2IK

      „A“

2.რადიომოყვარული ირაკლი კორძახია, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები.

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ირაკლი კორძახიასთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ირაკლი კორძახიასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე        წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები