წვდომის მენიუ

სერბეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის (OLYMPIC COMMITTEE OF SERBIA) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-24-7 / 582

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2024 12:27

მიღების თარიღი დეკემბერი 19, 2024

სერბეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის (OLYMPIC COMMITTEE OF SERBIA) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების  შესახებ

განმცხადებელი: სერბეთის ოლიმპიური კომიტეტი (OLYMPIC COMMITTEE OF SERBIA)

კომისიის სხდომის თარიღი: 19.12.2024

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ   კომისიას   (შემდგომში   „კომისია“)  განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-24-7/5160,  29.11.24) მომართა სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა (OLYMPIC COMMITTEE OF SERBIA) (რეგისტრირებული  SERBIA, SerbianBusiness Resisters Agency, 23/02/1910; ს.კ. № 07024312) დაბა ბაკურიანში, 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის  EYOF Bakuriani 25-ს ფარგლებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის  საერთო  სარგებლობის  ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელებითა  და  საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას   საჭიროებს  რადიოსიხშირეების დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას,  კომისია  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოების  წესით  ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე  ტექნოლოგიური  დანიშნულებით,  დროებით  −  1 წლის  ვადით გამოყენებისათვის.

3. კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს სიხშირის მინიჭებას მხოლოდ  2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის  ჩათვლით,  ევროპის  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალში EYOF Bakuriani 25 მონაწილეობის მისაღებად რადიოკავშირით უზრუნველყოფისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაიცეს უფლება 9 დღის ვადით.

4. საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   2005 წლის   12 დეკემბრის   №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით    გამოყენებისთვის    (გარდა    რადიოსარელეო    ქსელის    ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

5. კომისია აღნიშნავს, რომ სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა (OLYMPIC COMMITTEE OF SERBIA) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში 2024 წლის 13 დეკემბერს ჩარიცხა თანხა 1000 ლარის ექვივალენტი ევროში.

6. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” (დანართი N1) მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და    29-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს სერბეთის ოლიმპიურ კომიტეტს (OLYMPIC COMMITTEE OF SERBIA) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება F 3166 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 146.675 მჰც (ზოლის სიგანით 12.5 კჰც) დაბა ბაკურიანში, დაგეგმილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის EYOF Bakuriani 25 ჩატარებასთან დაკავშირებით, 9 დღით - 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) სერბეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის (OLYMPIC COMMITTEE OF SERBIA)  მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.

4. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების სერბეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის (OLYMPIC COMMITTEE OF SERBIA) გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge)  გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) სერბეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის (OLYMPIC COMMITTEE OF SERBIA) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები