მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2024 12:19
მიღების თარიღი ოქტომბერი 18, 2024
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 (პაკეტი/კომბინირებული) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 21 აუქციონი. აღნიშნული 21 აუქციონიდან №2 აუქციონის ჩატარების თარიღად 2024 წლის 18 ოქტომბრის 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2024 წლის 23 სექტემბრის 09:00 საათიდან 7 ოქტომბრის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა. კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს: 10 მჰც (2X5 მჰც) სიხშირული რესურსი, Uplink 703–733 მჰც და Downlink 758–788 მჰც რესურსის ფარგლებში; 50 მჰც სიხშირული რესურსი 3410-3710 მჰც რესურსის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების 25-ე პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 700 მჰც სიხშირული რესურსის 20 მჰც–ზე მეტის მფლობელი, ხოლო 3410-3710 მჰც სიხშირული დიაპაზონის ფარგლებში 100 მჰც–ზე მეტის მფლობელი. ასევე ამავე გადაწყვეტილების 26-ე პუნქტის თანახმად ლიცენზიის მაძიებელი შეიძლება გამოცხადდეს გამარჯვებულად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1 და №2 აუქციონებიდან მხოლოდ ერთ აუქციონში.
კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 37 182 672 (ოცდაჩვიდმეტი მილიონ ასოთხმოცდაორი ათას ექვსასსამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%- ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 1 859 134 (ერთი მილიონ რვაასორმოცდაცხრამეტი ათას ასოცდათოთხმეტი) ლარს;
კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“ (ს/კ 204876606) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-11/4275, 30.09.24). შპს „მაგთიკომს“ ეკრძალება მონაწილეობის მიღება კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №2 აუქციონში, ვინაიდან კომისიის 2024 წლის 18 ოქტომბრის №გ-24-8/454 გადაწყვეტილებით შპს “მაგთიკომი” გამოცხადდა გამარჯვებულად მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №1 აუქციონში. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მაგთიკომის“ გარდა აუქციონებში მონაწილეობის მიზნით კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.ჩაშლილად გამოცხადდეს მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №2 აუქციონი;
2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);
3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი