მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 (ცალკე მდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2024 12:32
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2024
მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 (ცალკე მდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 21 აუქციონი. აღნიშნული 21 აუქციონიდან №9 აუქციონის ჩატარების თარიღად 2024 წლის 22 ოქტომბრის 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2024 წლის 23 სექტემბრის 09:00 საათიდან 7 ოქტომბრის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა. კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს: (2X10 მჰც) სიხშირული ზოლი 2600 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების 25-ე პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირს, რომელიც დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად უკვე ფლობს ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება 2600 მჰც FDD და TDD სიხშირულ დიაპაზონში ერთობლივად 60 მჰც–ზე მეტის მფლობელი, ხოლო 27-ე პუნქტის თანახმად №3-№21 აუქციონებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1-№2 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში.
კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის№გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 5 866 112 (ხუთი მილიონ რვაასსამოცდაექვსი ათას ასთორმეტი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 293 306 (ორასოთხმოცდაცამეტი ათას სამასექვსი) ლარს;
კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ შპს „მაგთიკომმა“ (ს/კ 204876606) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-11/4275, 30.09.24).
კომისიის 2024 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ დავითაშვილმა განაცხადა რომ არ სურს მონაწილეობის მიღება კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის№გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №9 აუქციონში. შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მაგთიკომის“ გარდა აუქციონებში მონაწილეობის მიზნით კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.ჩაშლილად გამოცხადდეს მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №9 აუქციონი;
2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);
3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი