წვდომის მენიუ

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №21 (ცალკე მდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-24-8 / 486

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 24, 2024 16:27

მიღების თარიღი ოქტომბერი 23, 2024

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №21 (ცალკე მდგომი) აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით, მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადდა 21 აუქციონი. აღნიშნული 21 აუქციონიდან №21 აუქციონის ჩატარების თარიღად 2024 წლის 23 ოქტომბრის 12:00 საათი განისაზღვრა, ხოლო ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება 2024 წლის 23 სექტემბრის 09:00 საათიდან 7 ოქტომბრის   17:00   საათამდე   მიმდინარეობდა.   კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №21 აუქციონის ლოტი ითვალისწინებს შემდეგ რადიოსიხშირულ სპექტრს: (2X5 მჰც) სიხშირული ზოლი 2100 მჰც FDD სიხშირული რესურსის ფარგლებში. ამავე გადაწყვეტილების 27-ე პუნქტის თანახმად №3-№21 აუქციონებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №1-№2 აუქციონებიდან ნებისმიერ ერთ აუქციონში.

კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №21 აუქციონისთვის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური განისაზღვრა 15 063 020 (თხუთმეტი მილიონ სამოცდასამი ათას ოცი) ლარის ოდენობით; აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 753 151 (შვიდასორმოცდაცამეტი ათას ასორმოცდათერთმეტი) ლარს.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ №21 აუქციონში მონაწილეობის მიზნით კომისიაში განცხადება არ წარმოუდგენია არცერთ კომპანიას აღნიშნული აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.ჩაშლილად გამოცხადდეს მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კომისიის 2024 წლის 20 სექტემბრის  №გ-24-8/396 გადაწყვეტილებით გამოცხადებული №21 აუქციონი;

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ნათია კუკულაძე     წევრი

ივანე მახარაძე         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები