ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2024 20:55
მიღების თარიღი აგვისტო 08, 2024
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ
სარჩევი
დიაგრამების ჩამონათვალი ..........................................................................................................5
აბრევიატურების ცხრილი.................................................................................................................9
1. აღწერილობითი ნაწილი..............................................................................................................15
2. მარეგულირებელი კანონმდებლობა......................................................................................16
2.1 ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი.........................16
3. ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების საცალო ბაზრის მიმოხილვა...........32
3.1 სხვადასხვა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ტექნოლოგიებით დაფარვის ანალიზი
32
3.1.1 შედეგები .....................................................................................................................37
3.1.1.1 დასახლებები, რომლებზეც მინიმუმ ერთი FTTx აბონენტია წარმოდგენილი.40
3.1.1.2 ტექნოლოგიების გადაფარვა ...................................................................................41
3.1.1.3 განსხვავებები ქალაქებსა და სოფლებს შორის.....................................................45
3.1.1.4 დასკვნები ...................................................................................................................47
3.2 საქართველოში არსებული მდგომარეობა ფიქსირებულ ფართოზოლოვან საცალო მომსახურებებთან დაკავშირებით .............................................................................................48
3.2.1 მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფისთვის მიწოდებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ურთიერთდამოკიდებულება.............48
3.2.2 კომბინირებული შეთავაზებები ....................................................................................50
3.2.3 ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის პენეტრაცია ..................................5
3.2.4 მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების პენეტრაცია .................53
3.2.5 ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ტექნოლოგიების მიხედვით ...................................................................................................................................56
3.2.6 ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ კავშირის სიჩქარე ............................59
4. საფეხური 1 - ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის განსაზღვრა ......................................................................................................................62
4.1 მოთხოვნის მხარის ჩანაცვლებადობა..................................................................................64
4.2 მიწოდების მხარის ჩანაცვლებადობა ..................................................................................76
4.3 დასკვნები ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების შესაბამისი საცალო ბაზრის შესახებ...............................................................................................................77
4.4 საბაზისო და მაღალი სიჩქარის საცალო ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრის დადგენა .............................78
4.4.1 დასკვნა შესაბამისი ბაზრის შესახებ გეოგრაფიული თვალსაზრისით ...........79
4.5 დასკვნა ფიქსირებულ ფართოზოლოვან სერვისებზე წვდომის შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის შესახებ....................................................................................................................79
4.5.1 მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებაზე წვდომის საცალო ბაზრის განსაზღვრა..................................................................................80
4.5.2 საბაზისო ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის განსაზღვრა ...................................................................................................80
5 საფეხური 2 - კონკურენციის შეფასება მომავალზე ორიენტირებული პერსპექტივიდან............................................................................................................................81
5.1 საბაზისო ფიქსირებულ ფართოზოლოვან სერვისებზე წვდომის საცალო ბაზარი ....81
5.2 მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ფართოზოლოვანი წვდომის საცალო ბაზარი ........82
5.3 მომხმარებლებზე ზემოქმედება ...........................................................................................88
6. საფეხური 3 - საბითუმო ბაზრების ანალიზი, რომლებიც დაკავშირებულია ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივ და ცენტრალურ დაშვებასთან, (ბაზრები 3a და
3b ევროკავშირის 2014 წლის რეკომენდაციიდან) ...................................................................92
6.1 ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური დაშვების პროდუქციული ბაზრის განსაზღვრა – მოთხოვნის მხარის ჩანაცვლებადობა..............94
6.2 ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური დაშვების პროდუქციული ბაზრის განმარტება – მიწოდების მხარის ჩანაცვლებადობა .................105
6.3 დასკვნა - ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური საბითუმო დაშვების პროდუქტის ბაზრის განსაზღვრის შესახებ..................................105
6.4 გეოგრაფიული ბაზრის განსაზღვრა ....................................................................106
7. საფეხური 4 - სამი კრიტერიუმის ტესტი ....................................................................107
ა) პირველი კრიტერიუმი - შესვლის მაღალი და არაგარდამავალი ბარიერების არსებობა ...................................................................................................................................107
ბ) მეორე კრიტერიუმი - ბაზარი არ არის მიდრეკილი ეფექტიანი კონკურენციისკენ110
გ) მესამე კრიტერიუმი - მხოლოდ „კონკურენციის შესახებ“ კანონი არასაკმარისია ბაზარზე გამოვლენილი არაეფექტიანობების ადეკვატურად აღმოსაფხვრელად.......116
8. საფეხური 5 - მნიშნველოვანი საბაზრო ძალაუფლების შეფასება..........................119
8.1 მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების შეფასების ფაზის საფუძველი და მიზანი 119
8.2. ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტი.........................................................................................................................119
8.3 მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების (SMP-ის) შეფასება შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით ..................................................................................................121
8.3.1 ბაზრის წილი ...........................................................................................................121
8.3.1.1 ბაზრის წილი ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრიდან გამომდინარე .........................................................................................123
8.3.2 ოპერატორების აბსოლუტური და შედარებითი ზომა .....................................127
8.3.3 რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურის კონტროლი..........................128
8.3.4 პოტენციური კონკურენციის არარსებობა ..........................................................129
8.3.5 ბაზარზე შესვლის და გაფართოების ბარიერები ...............................................131
8.3.6 მსყიდველობითი ძალაუფლების არარსებობა, გრძელვადიანი და მდგრადი დაშვების ხელშეკრულებების გაფორმება ..........................................................................132
8.3.7 კაპიტალის ბაზრებზე/ფინანსურ რესურსებზე მარტივი ან პრივილეგირებული წვდომა.................................................................................................133
8.3.8 მასშტაბის ეკონომია................................................................................................135
8.3.9 მრავალფეროვნების ეკონომია, პროდუქტების/სერვისების დივერსიფიკაცია (მაგალითად, კომბინირებული პროდუქტები ან მომსახურება) ....................................135
8.3.10 ვერტიკალური ინტეგრაცია...................................................................................136
8.4 დასკვნა ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური დაშვების საბითუმო ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის გამოვლენის შესახებ .......................................................................................................138
9 კონკურენციის შეფასება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში ........................................138
9.1 ქსელის დონეზე არსებული კონკურენციის ხელშეწყობის მიზანი .......................138
9.2 ბაზარზე შესვლის ბარიერების შეფასების კრიტერიუმები .....................................140
9.3 კრიტერიუმების რისკის შეფასება................................................................................146
9.3.1 დასახლებები, სადაც არ არის წარმოდგენილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, არ ექცევა კვლევის ფარგლებში ............................................................................................146
9.3.2 დასახლებები, სადაც სხვა ოპერატორებს შპს “მაგთიკომზე” მეტი FTTx
აბონენტი ჰყავთ .......................................................................................................................146
9.3.3 დასახლებებში, სადაც შპს “მაგთიკომი” არ არის წარმოდგენილი, მაგრამ არსებობენ სხვა FTTx ოპერატორები ....................................................................................147
9.3.4 არასაკმარისად დეტალური მონაცემებით გამოწვეული რისკები .................148
9.3.5 არაზუსტი მონაცემებით გამოწვეული რისკი ....................................................149
9.3.6 დასკვნა......................................................................................................................149
9.4 საქართველოს დასახლებების შეფასება თითოეული კრიტერიუმის გამოყენებით150
9.4.1 კრიტერიუმი i.: დასახლებაში წარმოდგენილია სამი FTTx ქსელის
ოპერატორი ..............................................................................................................................151
9.4.2 კრიტერიუმი ii.: შპს “მაგთიკომის” წილი FTTx ფართოზოლოვანი წვდომის მომხმარებელთა მიხედვით 40%-ზე დაბალია ..................................................................152
9.4.3 კრიტერიუმი iii.: სულ მცირე ორ ზომით მომდევნო ოპერატორს გააჩნია FTTx
ფართოზოლოვანი წვდომის მომხმარებლების 10% და მეტი საბაზრო წილი .............154
9.5 სამივე კუმულატიური კრიტერიუმის ერთად შეფასება..........................................154
9.5.1 სამი ძირითადი კრიტერიუმი ერთად .................................................................155
9.5.2 კონკურენციის შეფასება 100 000-ზე მეტი მოსახლეობით წარმოდგენილ დასახლებებში .........................................................................................................................159
9.5.3 შპს “მაგთიკომის” ბაზრის წილი მიდრეკილია გახდეს 40%-ზე დაბალი .....159
9.5.4 დაფარული ფართები..............................................................................................160
9.6 დასკვნები კონკურენციის გეოგრაფიული ანალიზის შესახებ................................162
9.7 კონკურენტული დასახლებების სიის განახლება......................................................165
10. რეგულირების არარსებობის შემთხვევაში შესაბამის საბითუმო ბაზარზე შესაძლო კონკურენციის პრობლემების ანალიზი......................................................................................165
10.1 კონკურენციის პრობლემების ზემოქმედების სეგმენტაცია I, II და III
კლასტერებში ...............................................................................................................................166
10.2 მიწოდებაზე უარი/დაშვებაზე უარის თქმა ................................................................167
10.3 ძალაუფლების გამოყენება არასაფასო ცვლადების გამოყენებით ..........................168
10.3.1 ინფორმაციის დისკრიმინაციული გამოყენება ან ინფორმაციის დამალვა...168
10.3.2 დაგვიანების ტაქტიკა .............................................................................................168
10.3.3 დაუსაბუთებელი მოთხოვნები/პრეტენზიები...................................................169
10.3.4 კონკურენტების შესახებ ინფორმაციის გაუმართლებელი გამოყენება .........170
10.3.5 დისკრიმინაცია მომსახურების ხარისხის მიხედვით.......................................170
10.4 ძალაუფლების გამოყენების ბერკეტი ფასის გამოყენებით......................................171
10.4.1 დისკრიმინაცია ფასის გამოყენებით....................................................................171
10.4.2 ჯვარედინი სუბსიდირება .....................................................................................172
10.4.3 მტაცებლური ფასი ..................................................................................................172
11. საფეხური 6 - მარეგულირებელი ვალდებულებები .................................................173
11.1 დაშვების ვალდებულება ...............................................................................................174
11.2 დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება.............................................................175
11.2.1 ვალდებულების შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPIs) .................176
11.2.2 მარჟის შეკუმშვის ტესტი .......................................................................................177
11.3 ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება .....................178
11.3.1 მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მომსახურების წინადადების მოწვევის ოფერტის (reference offer) მინიმალური შემადგენელი კომპონენტები ..........................................................................................................................180
11.4 სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.........................182
11.5 განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგება ................................................................184
11.6 საბითუმო ფიქსირებული დაშვება: I, II და III კლასტერებისთვის შემოთავაზებული მარეგულირებელი ვალდებულებების მიმოხილვა ............................186
11.7 როგორ აგვარებს მარეგულირებელი ვალდებულებების დაწესება კონკურენციის პრობლემებს .................................................................................................................................189
12. სარეზოლუციო ნაწილი .........................................................................................................197
დანართი 1 ........................................................................................................................................201
1. მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის)
მინიმალური პირობები..........................................................................................................201
2. ვალდებულების შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPIs) .................202
3. მარჟის შეკუმშვის ტესტი .......................................................................................203
4. ადგილობრივი და ცენტრალური დაშვების საბითუმო ბაზრის სერვისებზე განსაზღვრული ზედა ზღვრული ტარიფები .....................................................................204
5. ზედა ზღვრული ტარიფები ვირტუალური არხის სერვისებზე .....................205
დანართი 2. კონკურენტული და კონკურენციისკენ მიდრეკილი დასახლებების სია ......206
დიაგრამების ჩამონათვალი
სურათი 1 მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკა 2014 წლის აღწერიდან ....................................38 ცხრილი 2 აქტიური ოპერატორები დასახლებებში ....................................................................39 დიაგრამა 3 ფიქსირებული ფართოზოლოვანი სიმკვრივე და დაფარვა .................................40 ცხრილი 4 აქტიური FTTx ოპერატორები დასახლებებში ..........................................................41 ცხრილი 5. აქტიური FTTx ოპერატორები დასახლებებში .........................................................41 ცხრილი 6. FTTx ქსელების და სხვა ტექნოლოგიების (FWA, სპილენძი) გადაფარვა ...........42 ცხრილი 7. ტექნოლოგიების დაფარვა – FTTx სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით .............42 ცხრილი 8. xDSL ქსელების გადაფარვა სხვა ტექნოლოგიებთან მიმართებაში (FWA, FTTx)
..............................................................................................................................................................43 დიაგრამა 9. ტექნოლოგიის გადაფარვა - xDSL სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით ...........43 ცხრილი 10. FWA ქსელების დაფარვა სხვა ტექნოლოგიებთან მიმართებაში (ოპტიკურ- ბოჭკოვანი, სპილენძი) .....................................................................................................................44 დიაგრამა 11. ტექნოლოგიების გადაფარვა FWA სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით ........44 ცხრილი 12. FTTx დაფარვის ინდიკატორები, რომლებიც დამოკიდებულია დასახლების ზომაზე................................................................................................................................................46 ცხრილი 13 კომბინირებული შეთავაზებები და ცალკე მდგომი სერვისები (2022)...............51 დიაგრამა 14. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების სიმკვრივე შინამეურნეობებთან მიმართებაში ................................................................................................52 დიაგრამა 15. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების სიმკვრივე ევროკავშირში (ოჯახების %), 2012-2021 წწ. .................................................................................53 დიაგრამა 16. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების სიმკვრივე შინამეურნეობებში (%), ქვეყნების მიხედვით, 2021 წ.................................................................53 დიაგრამა 17. მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომხმარებლების პენეტრაცია მოსახლეობაში ...................................................................................................................................54 დიაგრამა 18 მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტის სიმკვრივე ევროკავშირში (ფიზიკური პირების %), 2019-2023 წწ. ..........................................................................................54 დიაგრამა 19. მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მომხმარებელი აბონენტების სიმკვრივე მოსახლეობაში (ფიზიკური პირების წილი), 2023 წ........................55 დიაგრამა 20. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების წილი ტექნოლოგიების მიხედვით............................................................................................................57 დიაგრამა 21. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ტექნოლოგიების მიხედვით............................................................................................................57 დიაგრამა 22. ფიქსირებული ფართოზოლოვანი აბონენტების განაწილება
ტექნოლოგიების მიხედვით ევროკავშირში (აბონენტების %), 2006 წლის ივლისი - 2021 წლის ივლისი.....................................................................................................................................58 დიაგრამა 23. ფიქსირებული ფართოზოლოვანი აბონენტების წილი ტექნოლოგიების მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში (აბონენტების %), 2021 წლის ივლისი (ევროკავშირში)/Q3 2022 ...................................................................................................58 დიაგრამა 24 ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების წილი სიჩქარის თითოეული ჯგუფის მიხედვით (2022) ........................................................................................59 დიაგრამა 25 ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების წილი სიჩქარის თითოეული ჯგუფის მიხედვით....................................................................................................60
დიაგრამა 26 ფიზიკური პირი აბონენტების განაწილება 30 მბ/წმ - 100 მბ/წმ სიჩქარის დიაპაზონში 2022 წლის მდგომარეობით......................................................................................60 დიაგრამა 27 ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურება - ტექნოლოგიის წილი სიჩქარის თითოეული ჯგუფის მიხედვით .......................................................................61 დიაგრამა 28. შინამეურნეობები, რომლებიც სარგებლობენ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მინიმუმ 100 მბ/წმ სიჩქარის შეთავაზებებით (ოჯახების %) (საქართველო 2022) .................................................................................................62 ცხრილი 29. გაცხადებული სიჩქარე და ფასები (ლარში) ტექნოლოგიების მიხედვით (თბილისი)..........................................................................................................................................63 ცხრილი 30. გაცხადებული სიჩქარე და ფასები (ლარში) თითოეული ტექნოლოგიისთვის (რეგიონები)........................................................................................................................................63 ცხრილი 31. FTTx ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ფასები სიჩქარეების მიხედვით (თბილისში)....................................................................................................................66 ცხრილი 32. FTTx ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ფასები სიჩქარეების მიხედვით (რეგიონებში) ..........................................................................................66 ცხრილი 33 FWA და FTTx ფართოზოლოვანი სერვისების ფასები სიჩქარეების მიხედვით
..............................................................................................................................................................69 ცხრილი 34 xDSL და FTTx ფიქსირებული ფართოზოლოვანი შეთავაზებების ფასები სიჩქარეების მიხედვით (თბილისში).............................................................................................72 დიაგრამა 35. ბაზრის წილი (აბონენტების მიხედვით) მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარზე (2022).....................................83 დიაგრამა 36. ბაზრის წილი მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ფართოზოლოვანი
ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარზე - ტენდენცია.........................................................84 დიაგრამა 37 FTTx ოპერატორების მიერ შინამეურნეობებისა და მოსახლეობის დაფარვა შესაბამის დასახლებებში .................................................................................................................85 დიაგრამა 38 ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ოპერატორების შემოსავლები......................................................................................................................................85 დიაგრამა 39 ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტების კალათების ხელმისაწვდომობა (2023 – შერჩეული ქვეყნები, ევროპა)..........................................................................................................89 დიაგრამა 40. ხელმისაწვდომობის ტენდენციები ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების კალათებისთვის 2015-2023 წწ ..........................................................90 დიაგრამა 41. 100 მბ/წმ და მეტი სიჩქარის მოხმარების წილი მთლიან აბონენტებთან მიმართებაში ევროპის ქვეყნებში, DESI 2023წ ..............................................................................91 სურათი 42 FTTx წერტილი-წერტილი ქსელის არქიტექტურა .................................................95 სურათი 43 FTTx წერტილი-მრავალწერტილი ქსელის არქიტექტურა....................................96 სურათი 44 VULA ქსელის არქიტექტურა......................................................................................97 სურათი 45 საინვესტიციო კიბე ....................................................................................................100 სურათი 46 „ბიტსტრიმის“ დაშვების კონცეფცია (დაერთების წერტილები) .......................101 დიაგრამა 47 ბაზრის წილი (აბონენტების მიხედვით) მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე (2022) ..............111 დიაგრამა 48 FTTx აბონენტების რაოდენობა (ათასი,2019-2022 წწ.) .......................................112 დიაგრამა 49 ბაზრის წილი (აბონენტების მიხედვით) მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარზე............................................113
დიაგრამა 50 მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ
მომსახურების აბონენტები 2018-2022 .........................................................................................114 დიაგრამა 51 ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელი ოპერატორების შემოსავლები .......................................................................................................114 სქემა 52 ფიქსირებული ფართოზოლოვანი სერვისების შესაბამისი საცალო და საბითუმო ბაზრები ............................................................................................................................................120 დიაგრამა 53 მაღალი სიჩქარის საცალო ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის წილები (მომხმარებლები, 2022) ..................................................................................................................124 დიაგრამა 54 ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სერვისების აბონენტების რაოდენობა - ტექნოლოგიების მიხედვით 2018-2022 ...............................................................124 დიაგრამა 55 ბაზრის წილები მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე (ტენდენცია) ..................125 ცხრილი 56 მაღალი სიჩქარის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლების წმინდა წლიური ზრდა (2018-2022) ............................................................126 ცხრილი 57 FTTx ქსელების დაფარვა ოპერატორების მიხედვით (ქვეყნის მასშტაბით დაფარული ფართები 2022 წელი) ...............................................................................................127 ცხრილი 58 FTTx ქსელის დაფარვა და ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა (2022)128 ცხრილი 59 ძირითადი ფინანსური რესურსების ინდიკატორები 2019-2022 (მილიონი ლარი) ................................................................................................................................................133 ცხრილი 60 ძირითადი ფინანსური რესურსების ინდიკატორები 2020-2022 .......................134 ცხრილი 61 საცალო ბაზრის წილები აბონენტების მიხედვით (2022) ...................................136 ცხრილი 62 იმ დასახლებების შეფასება, სადაც შპს “მაგთიკომი” არ არის წარმოდგენილი, მაგრამ არიან სხვა ოპერატორები .................................................................................................147 ცხრილი 63 დასახლებების შეჯამება, სადაც იმყოფება სამზე ნაკლები FTTx ქსელის ოპერატორი ......................................................................................................................................151 ცხრილი 64 დასახლებების შეჯამება სამი ან მეტი FTTx ქსელის ოპერატორის მონაწილეობით ...............................................................................................................................152 ცხრილი 65 დასახლებების შეჯამება, სადაც შპს “მაგთიკომის” წილი FTTx ფართოზოლოვანი ინტერნეტ სერვისების მომხმარებლების მიხედვით 40%-ზე ნაკლებია
............................................................................................................................................................153 ცხრილი 66 დასახლებების შეჯამება, სულ მცირე, ორი სხვა FTTx ქსელის ოპერატორის მონაწილეობით და თითოეულის FTTx-ის მომხმარებლების მიხედვით 10% ან მეტი საბაზრო წილით..............................................................................................................................154 სქემა 67 სქემა გეოგრაფიული სეგმენტაციის ანალიზისთვის.................................................155 ცხრილი 68 კონკურენციის შეფასება შეჯამებულია იმ დასახლებებისთვის, რომლებზეც ოპერირებს სამი ან მეტი FTTx ქსელის ოპერატორი .................................................................156 ცხრილი 69 კონკურენცია დასახლებებში სადაც 5 FTTx ქსელის ოპერატორია წარმოდგენილი ...............................................................................................................................156 ცხრილი 70 კონკურენცია დასახლებებში სადაც 4 FTTx ქსელის ოპერატორია წარმოდგენილი ...............................................................................................................................157 ცხრილი 71 კონკურენცია დასახლებებში სადაც 3 FTTx ქსელის ოპერატორია წარმოდგენილი ...............................................................................................................................157
ცხრილი 72 კონკურენცია 100,000-ზე მეტი მოსახლეობით წარმოდგენილ დასახლებებში
............................................................................................................................................................159 ცხრილი 73 მონაცემები იმის დასადგენად, მიდრეკილია თუ არა დასახლებები კონკურენციისკენ............................................................................................................................160 ცხრილი 74 FTTx ქსელით დაფარული ფართები ......................................................................160 ცხრილი 75 დაფარული ფართები: სს “სილქნეტი” 80%-ზე მეტი, სხვა ოპერატორები 20%- ზე მეტი .............................................................................................................................................162 ცხრილი 76 კონკურენციის შეფასების შეჯამება დასახლებების მიხედვით ........................162 ცხრილი 77 კონკურენტული დასახლებების სია (კლასტერი III)...........................................163 ცხრილი 78 ასახლებების სია, რომლებიც კონკურენტულია, მაგრამ ძალიან დიდი ..........163 ცხრილი 79 დასახლებების სია, რომლებიც მიდერკილია კონკურენციისკენ .....................163 ცხრილი 80 მარეგულირებელი ვალდებულებების გეოგრაფიული სეგმენტაცია...............186 ფიგურა 81 კონკურენციის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები......................................192





1. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში - კომისია) 2024 წლის 30 მაისს მიიღო N გ-24-23 / 244 გადაწყვეტილება „ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. ამავე გადაწყვეტილებით, საკითხის ზეპირი მოსმენის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 18 ივლისი ზეპირი მოსმენა აღნიშნული თარიღის სხდომაზე გადაიდო 1 აგვისტოსთვის.
2. 2022 წლიდან კომისიამ დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის (კომლექსური კვლევა) პროექტზე, რომელიც, მოიცავს ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო სეგმენტებზე კომპლექსური ანალიზის ჩატარებას.
3. კომპლექსური კვლევა ევროკომისიის მხარდაჭერით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების (‘’Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement“, შემდგომში ‘’AA Facility“) პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში შერჩეულმა, ევროკომისიასა და ევროპულ მარეგულირებელ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტებმა, კომისიის გუნდთან ერთად, განახორციელეს ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო ბაზრების წინასწარი კვლევა. ეკონომიკურმა, სამართლებრივმა და ტექნიკურმა ექსპერტებმა, ბაზრის სრულფასოვანი შესწავლის საფუძველზე, კომისიას შესთავაზეს რეკომენდაციები ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ბაზრის კვლევის მიმართულებებით.
4. ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მხარდაჭერით წინასწარი კვლევის ჩარჩოს და შედეგების რევიზია განხორციელდა ევროკომისიის სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.
5. აღნიშნული წინასწარი კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ 2024 წლის 22 თებერვალს დაამტკიცა „ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია და პროცედურები“ (შემდგომში - მეთოდოლოგიური წესები), რომელიც ევროკავშირში მოქმედ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ანალიზის მიდგომებთან სრულ შესაბამისობაშია და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა.
6. წინასწარი კვლევის პირველ ეტაპზე მოხდა ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის კონკურენტული გარემოს ანალიზი, რომლის საფუძველზეც დადგინდა პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებული საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტები.
7. მეორე ეტაპზე ფიქსირებული და მობილური მომსახურებების შესაბამის, დადგენილ საბითუმო ბაზრების სეგმენტებზე შეფასდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების არსებობა და შემუშავდა რეკომენდაციები იმგვარ სპეციფიკურ ვალდებულებებზე, რომელიც მიჩნეულ იქნა პროპორციულად თანაზომად მექანიზმად საბითუმო ბაზრების შესაბამის სეგმენტებზე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
8. კომისიის მიერ უზრუნველყოფილ იქნა პროექტის ფარგლებში შემუშავებული წინასწარი კვლევის დოკუმენტების დაინტერესებული მხარეებისთვის სამუშაო შეხვედრებზე გაცნობა კვლევაში ჩართული ევროპელი ექსპერტების მიერ, და ამასთან, არაფორმალური კონსულტაციების ფორმატში მომზადებული დოკუმენტები გაუზიარა მათ და განუსაზღვრა შესაბამისი ვადა, თუმცა მხარეებს მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ
9. კომისია წინამდებარე დოკუმენტით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ასევე გაითვალისწინებს წინასწარი კვლევის შედეგებსა და დასკვნებს.
2. მარეგულირებელი კანონმდებლობა
2.1 ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება, ხოლო მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ- ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად:
1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის წინასწარი რეგულირება ხორციელდება კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით.
2. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების და გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმების მიხედვით კომისია განსაზღვრავს კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით.
3. მომსახურების ბაზრის კვლევასა და ანალიზს, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით.
4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის რეგულირების უზრუნველყოფა, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის უზრუნველყოფა და ამ სეგმენტებზე პირველადი და მეორეული კრიტერიუმების შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა დადგენა ხორციელდება ობიექტურობის, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის, ფუნქციონალური ეკვივალენტობის (ფუნქციონალური კრიტერიუმების ერთგვაროვანი გამოყენების), მინიმალური საჭირო რეგულირების, პროპორციულად თანაზომადი სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების, ეფექტიანი კონკურენციის წახალისების, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით.
5. მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარების, ავტორიზებული პირების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად დადგენის, ასევე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია ითვალისწინებს საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ შეთანხმებას „მომსახურებისა და ვაჭრობის შესახებ“.
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად:
1. მომსახურების ბაზრის კვლევა და ანალიზი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა; ბ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარება; გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა; დ) პირველადი და მეორეული კრიტერიუმების გათვალისწინებით მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენას და მათთვის ამ კანონის V თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებას კონკრეტული პირობებით.
2. მომსახურების ბაზრის ანალიზის მეთოდოლოგიური წესები, ასევე ამ თავში აღწერილი სხვა პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
3. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისას კომისია ითვალისწინებს იმ ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებიც ერთგვაროვნად განსაზღვრავს მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებს.
4. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ ანალიზურ ფაქტორებს: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე ჩამოყალიბებულ კონიუნქტურას, კონცენტრაციის დონეს და ავტორიზებული პირების მიერ დაკავებულ ფარდობით საბაზრო წილებს; ბ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების სახეებზე მოთხოვნისა და მიწოდების მახასიათებლებს (ელასტიურობა, მოთხოვნის ზრდა და სხვ.), აგრეთვე მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების პირობებს; გ) პოტენციურად არაკონკურენტული მომსახურების და ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე ჩამოყალიბებული ტარიფების დონეებს და მათ ისტორიულ ცვალებადობას; დ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების ფინანსურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათი ურთიერთდამოკიდებულების ხარისხს და ავტორიზაციის მსურველი პირების მიერ ამ სეგმენტზე საქმიანობის დაწყების შესაძლებლობებს, ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელ ინფრასტრუქტურულ და დინამიკურ ფაქტორებს, შესაბამის საინვესტიციო რისკებს; ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ხარისხს და ხასიათს; ზ) სხვა დაკავშირებულ მახასიათებლებს, რომლებიც განისაზღვრება კომისიის დადგენილებით.
6. კომისია უფლებამოსილია დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება როგორც მომსახურების მთლიანი ბაზრის, ისე მისი ცალკეული სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე.
7. კონკურენცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანია, თუ ამ სეგმენტზე არ საქმიანობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი. კონკურენცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არის ეფექტიანი, თუ ამ სეგმენტზე მოქმედ ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება.
8. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის ავტორიზებული პირის ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება მის მიერ მიღებული შემოსავლების, ბოლო მომხმარებელთა ან აბონენტთა რაოდენობის ან გარკვეულ პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის) წილობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების რეზერვების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და სათანადო ძირითადი კრიტერიუმის გამოყენების შესახებ.
9. თუ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შედეგად კომისია დაადგენს, რომ ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, იგი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ხასიათიდან გამომდინარე, განსაზღვრავს აღნიშნული პირებისათვის დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს ამ კანონის V თავის შესაბამისად.
10. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად ავტორიზებული პირი განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა.
11. რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, თუ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე: ა) ორი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 60 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 25 პროცენტისა; ბ) სამი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 80 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროცენტისა.
12. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის დადგენისას და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებისას ძირითადი კრიტერიუმის გარდა გამოიყენება მეორეული კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურად განსაზღვრავს ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვისა და არაკონკურენტული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობებს. მეორეულ კრიტერიუმებს ანალიზური ფაქტორების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისია.
5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ამ თავით განსაზღვრული კონკურენციის წინასწარი რეგულირებისა და მომსახურების ბაზრის ანალიზის საფუძველზე, გარდა პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ნაწილებისა, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. ასევე საჯაროდ ქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ჩამონათვალი გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მითითებით; ბ) ავტორიზებული პირების სია, რომელთაც მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე აქვთ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება; გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები და ამ ვალდებულებების კონკრეტული პირობები; დ) იმ ძირითადი ან მეორეული კრიტერიუმების აღწერილობა, რომელთა მიხედვითაც ავტორიზებული პირი დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად.
6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური ვალდებულება: ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება; ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება; გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება; ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
7. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად:
1. სპეციფიკური ვალდებულებები ეკისრება მხოლოდ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს.
2. სპეციფიკური ვალდებულებების ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით; თუ კომისიამ არ განსაზღვრა ეს თარიღი, ავტორიზებულმა პირმა კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
3. კომისია უფლებამოსილია დააკონკრეტოს ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები, აგრეთვე მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ცვლილებები და დამატებები შეიტანოს სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში.
4. კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები უნდა შეესაბამებოდეს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის საბაზრო ძალაუფლებისა და მისი ბოროტად გამოყენების ხასიათს, უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული.
8. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად:
1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს: ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია; ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ; გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები; დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით; ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები.
2. ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადება, რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: ოპერატორის ქსელის ელემენტების, მათი ფუნქციონალური რესურსებისა და თავისუფალი სიმძლავრეების, აგრეთვე დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების შესახებ, რათა მსურველ ავტორიზებულ პირს არ მოეთხოვოს ქსელის იმ ელემენტებისათვის, ტექნიკური საშუალებებისათვის ან ფუნქციონალური რესურსებისათვის დამატებითი საფასურის გადახდა, რომლებიც მას არ მოუთხოვია.
3. კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით დაადგინოს, თუ რა არსებით მონაცემებს უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადება, აგრეთვე დადგენილ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვოს ოპერატორის საჯაროდ გამოქვეყნებულ მოწვევის წინადადებაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა.
4. კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის ადგილობრივი დაშვების ქსელთან შეუზღუდავი დაშვების ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში ადგილობრივი მომსახურების ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადების გამოქვეყნება, რომელიც უნდა მოიცავდეს ადგილობრივი დაშვების ქსელთან დაშვების, მათ შორის, ერთობლივი დაშვებისა და კომისიის მიერ დადგენილ სხვა არსებით პირობებს.
5. ინფორმაცია, რომელიც არსებითად დაკავშირებულია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებასთან, დაშვების მსურველის არადისკრიმინაციული, თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფასთან და ხელს უწყობს მის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პირობების შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებას, არ არის დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის კომერციული საიდუმლოება.
9. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად:
1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების შეთავაზებისას, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში და ერთნაირი პირობებით მიწოდება.
2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების, მათ შორის: მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალეობის, აგრეთვე ურთიერთჩართვას უზრუნველყოფას.
3. მსურველი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში, დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის.
4. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი უფლებამოსილია შესთავაზოს მსურველ ავტორიზებულ პირს დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდება უკეთესი პირობებით, ვიდრე ეს მოცემულია მის დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადებაში. უკეთესი პირობების შეთავაზებისას, დისკრიმინაციის დაუშვებლობის მიზნით, ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში შეიტანოს ცვლილება თავისი მოწვევის წინადადების შესაბამის პირობებში.
5. მსურველი ავტორიზებული პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადებისგან განსხვავებული პირობებით დაშვების წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია თავის მოწვევის წინადადებაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ან დამატებები, გამოაქვეყნოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების აღნიშნული პირობები.
10. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად:
1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.
2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად აწარმოოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება ქსელის ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით
3. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების, ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს სააღრიცხვო, ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის, დანახარჯების განაწილებისა და სხვა ავტორიზებული პირებისგან მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის, წარმოდგენა. კომისია უფლებამოსილია ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და კომერციული საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების დაცვის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისი გადაწყვეტილებით საჯარო გახადოს ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ან იმ ნაწილში, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წახალისებას.
4. ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, ან ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები მსურველი ავტორიზებული პირებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას დისკრიმინაციის აკრძალვის მიზნით ვალდებული არიან უზრუნველყონ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან დაშვების, აგრეთვე მომსახურების ბაზარზე შეთავაზებული საბითუმო და შიდა საწარმოო სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალეობა.
11. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად:
1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება.
2. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დონეზე.
3. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობების და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება.
4. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის მოწვევის წინადადებით განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები.
5. მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
6. თუ ხელშეკრულება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი ოპერატორის მოწვევის წინადადების არსებით პირობებს, ან/და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვალა კანონმდებლობა, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა, შესწორება ან გაუქმება.
7. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარების, აგრეთვე მომხმარებლებისათვის მიწოდებული მომსახურების სახეების გაფართოების და ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით კომისია უფლებამოსილია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსთხოვოს მსურველი ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნილი პირობების გათვალისწინებით ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება. გადაწყვეტილების მიღებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განვითარების დონეს; ბ) დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს; გ) დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ქსელის ელემენტების თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებისა და მოთხოვნილი სიმძლავრეების არსებობას; დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ გასაწევი ინვესტიციების მოცულობას და შესაბამის საინვესტიციო რისკებს; ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გრძელვადიანი კონკურენციის უზრუნველყოფის აუცილებლობას; ვ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის უზრუნველყოფას.
8. კომისიის გადაწყვეტილებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების განცალკევება, რომელთა გამოყენებასაც დასაბუთებულად ითხოვს მსურველი ავტორიზებული პირი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი განცალკევება მას ადრე არ განუხორციელებია.
9. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების განცალკევებაზე, თუ მისი განხორციელება: ა) ტექნიკურად ან ტექნოლოგიურად შეუძლებელია ან დაარღვევს ოპერატორის ქსელის მთლიანობას (ინტეგრირებულობას); ბ) ქსელის ელემენტის მოთხოვნილი სიმძლავრის არასაკმარისობის პირობებში შეზღუდავს სხვა ოპერატორებისათვის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ბოლო მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას; გ) არსებითად არ არის დაკავშირებული მოთხოვნილი დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან.
12. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად:
1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით.
2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას.
3. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დაკისრებისას კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით დაადგინოს:
ა) ავტორიზებული პირის მიერ დაწესებული ტარიფის დანახარჯებზე ორიენტირებულობის და კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიური წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასაბუთება;
ბ) ავტორიზებული პირის მიერ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული მონაცემების კომისიისთვის წარდგენა;
გ) ავტორიზებული პირების მიერ დადგენილი, კონკურენციის შემზღუდველი ტარიფების ცვლილება;
დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ზღვრული ტარიფები.
4. დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაწესებულმა ტარიფმა, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგენილმა ზღვრულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, არ უნდა დაუშვას ოპერატორების მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.
5. კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები, რომელთა დაცვა სავალდებულოა ავტორიზებული პირების მიერ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის.
6. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში ავტორიზებული პირი კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად ქმნის დანახარჯების აღრიცხვის სისტემას, აქვეყნებს მის აღწერას, წარუდგენს კომისიას და ხარჯების აღრიცხვას აწარმოებს ამ სისტემის შესაბამისად.
2.2. კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურები“ (შემდგომში- პროცედურები)
1. პროცედურები მე-5 მუხლის შესაბამისად, კონკურენციის წინასწარი რეგულირების პროცესი შედგება შემდეგი საფეხურებისგან: ა) საფეხური 1 – საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული და გეოგრაფიული საზღვრების დადგენა; ბ) საფეხური 2 – იმის შეფასება, იქნება თუ არა საცალო ბაზრის სეგმენტი ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში. თუ დადგინდა, რომ საცალო ბაზრის სეგმენტი არ არის ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში – კონკურენციის არსებული და პოტენციური პრობლემების გამოვლენა; გ) საფეხური 3 – თუ საცალო ბაზრის სეგმენტი არ არის ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი, შესაბამისი ბაზრის იმ სეგმენტის იდენტიფიცირება და განსაზღვრა, რომლის რეგულირებაც აღმოფხვრის მე-2 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილ კონკურენციის არსებულ და პოტენციურ პრობლემებს. პირველ რიგში განისაზღვრება საბითუმო ბაზრის სეგმენტი, რომელიც შესაფასებელი საცალო ბაზრის სეგმენტის ვერტიკალური მიწოდების ჯაჭვში ყველაზე მაღლა დგას. თუ საცალო ბაზრის ყველაზე მაღლა მდგომ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაწესებულია სპეციფიკური ვალდებულება, მაგრამ არ არის საკმარისი საცალო ბაზრის სეგმენტზე იდენტიფიცირებული კონკურენციის პრობლემების აღმოსაფხვრელად, კომისია გადადის მიწოდების ჯაჭვის ქვედა დონის ბაზრის სეგმენტების განსაზღვრასა და ანალიზზე; დ) საფეხური 4 – მე-3 საფეხურის ფარგლებში განსაზღვრული ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შეფასება ამ მეთოდოლოგიური წესებით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმის ტესტის გამოყენებით, იმის დასადგენად, უნდა ექვემდებარებოდეს თუ არა იგი პოტენციურად წინასწარ რეგულირებას; ე) საფეხური 5 – მე-4 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილ პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ის განსაზღვრა; ვ) საფეხური 6 – მე-5 საფეხურის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირ(ებ)ისთვის, ანალიზის შედეგად გამოვლენილ კონკურენციის პრობლემებთან მიმართებით, პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული სპეციფიკური ვალდებულებების დაწესება.
2. პროცედურების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული საზღვარი მოიცავს ყველა მომსახურებას, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ჩამნაცვლებლად ან ურთიერთ ჩანაცვლებად არა მხოლოდ მათი ობიექტური მახასიათებლების, ფასების ან დანიშნულების, არამედ, აგრეთვე, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის პირობების ან/და მიწოდებისა და მოთხოვნის სტრუქტურის მიხედვით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული საზღვრები დგინდება მიწოდებისა და მოთხოვნის ურთიერთჩანაცვლებადობის განსაზღვრის გზით.
3. პროცედურების მე-7 მუხლის შესაბამისად:
1. საწყის ეტაპზე კომისიამ უნდა დაადგინოს ელექტრონული კომუნიკაციების სამიზნე მომსახურება, რომლის შეთავაზება ხორციელდება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში და, შესაძლოა, დაექვემდებაროს სპეციფიკური ვალდებულებების დაწესებას. შემდგომ ეტაპზე კომისია აფასებს რამდენად ექვემდებარება აღნიშნული მომსახურება კონკურენტულ შეზღუდვას ურთიერთჩანაცვლებადი მომსახურებების მხრიდან. შემდგომში კომისია აჯგუფებს ურთიერთ ჩანაცვლებად მომსახურებებს ფუნქციური მახასიათებლების მიხედვით ერთგვაროვან ჯგუფებად და განიხილავს მათ ბაზრის ერთი შესაბამისი სეგმენტის ფარგლებში ბაზრის კონიუნქტურის, კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარის ჩანაცვლების ფაქტორების, ტარიფების დონის და მათი ისტორიული ცვალებადობის გათვალისწინებით. შესაბამისი მომსახურებების ურთიერთჩანაცვლებადობის ხარისხი უნდა იყო საკმარისად მაღალი. მომსახურებები, რომელთა ურთიერთჩანაცვლებადობის ხარისხი დაბალია, კომისიის მხრიდან არ უნდა იქნეს განხილული ბაზრის იმავე სეგმენტის საზღვრებში
2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრა არ არის მექანიკური და აბსტრაქტული პროცესი. იგი საჭიროებს ბაზარზე წარსული ქცევის განმსაზღვრელი ყველა არსებითი ფაქტობრივი გარემოების ანალიზს და სექტორის მუშაობის სრული მექანიზმის გათვალისწინებას. კომისია ამგვარი ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრავს მომსახურებების სპექტრს, რომლებსაც ბაზრის მონაწილე ავტორიზებული პირების მომხმარებლები აღიქვამენ ურთიერთ ჩანაცვლებად მომსახურებებად, აგრეთვე მათი ჩანაცვლებადობის ხარისხს. კომისიის მიერ გაანალიზებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა მოიცავდეს ინდიკატორებს, რომლებიც განსაზღვრავს მომხმარებლების მხრიდან მომსახურებების ჩანაცვლების მიზეზებს. შესაძლოა, ასეთი ინდიკატორების კატეგორიებს მიეკუთვნებოდეს მომხმარებლის პრეფერენციები მომსახურების კონკრეტულ მახასიათებლებთან, ფასებთან, სხვა მომსახურებაზე გადასვლის ბარიერებთან და ხარჯებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა მომსახურებაზე გადასვლის ხარჯი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ან ხელი შეუშალოს კონკრეტული მომსახურების ჩანაცვლებას, მაშინ ასეთი მომსახურება ურთიერთ ჩანაცვლებად მომსახურებად არ განიხილება. სხვა მომსახურებაზე გადასვლის ხარჯი შესაძლოა, მოიცავდეს ტერმინალური მოწყობილობების ღირებულებას, ხელშეკრულების დარღვევისათვის დაწესებულ პირგასამტეხლოსა და ა.შ.
3. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრისას კომისიამ უნდა გამოავლინოს ყველა ის ავტორიზებული პირი, რომელიც საქმიანობს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და, აგრეთვე, ის ავტორიზებული/ავტორიზაციის გავლის მსურველი პირები, რომლებიც პოტენციურად ფლობენ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრებში ურთიერთჩანაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდების მოკლევადიან პერიოდში განხორციელების (ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ფინანსურ, საინვესტიციო და სხვა) შესაძლებლობას.
4. საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განსაზღვრისას კომისია აფასებს, არის თუ არა საკმარისი მომხმარებელთა ჯგუფებს შორის განსხვავებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ყოველთვიურ დანახარჯებში, ხელშეკრულებების პირობებსა და მის ხანგრძლივობაში, მოხმარების საჭიროებაში, მომსახურების მიღებისთვის თანხის გადახდის მზაობაში ან სხვა ანალოგიურ მახასიათებლებში მათ ბაზრის სხვადასხვა შესაბამის სეგმენტში მოსაქცევად.
5. შესაძლოა კომისიამ ბაზრის ორი ან რამდენიმე სეგმენტი ბაზრის ერთიანი სეგმენტის ფარგლებში მოაქციოს, თუ სრულდება არანაკლებ ერთი ქვემოთ მოცემული პირობა:
ა) ცალკეულ მომსახურებებს გააჩნიათ ერთგვაროვანი კონკურენტული მახასიათებლები, რაც გულისხმობს, რომ თითოეული განხილული ბაზრის სეგმენტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურებების მიმწოდებლების ქცევაც ერთგვაროვანი იქნება; ან/და ბ) ბაზარზე მოქმედებს საერთო სატარიფო შეზღუდვა, რაც გულისხმობს, რომ მოსალოდნელია მიმწოდებლების ფასები და ქცევა იყოს ერთგვაროვანი ბაზრის თითოეული განხილული სეგმენტის ფარგლებში.
4. პროცედურების მე-8 მუხლის შესაბამისად:
1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის პროდუქციული საზღვრების დადგენის შემდეგ უნდა განისაზღვროს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვარი არის გეოგრაფიული არეალი, რომლის ფარგლებშიც ბაზრის პროდუქციულ სეგმენტზე წარმოდგენილი ავტორიზებული პირები ახორციელებენ საქმიანობას, კონკურენტული პირობები საკმარისად ერთგვაროვანია და რომელიც შესაძლებელია გამოირჩეოდეს მეზობელი გეოგრაფიული არეალებისგან, სადაც არსებითი კონკურენტული პირობები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. არეალები, რომლებშიც განსხვავებული კონკურენტული პირობებია არ განეკუთვნება ბაზრის ერთიან სეგმენტს.
2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები უნდა დადგინდეს ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების ქცევის შეზღუდვების განსაზღვრის გზით, მათ შორის, ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩანაცვლებადი მომსახურებების არსებობით გამოწვეული ტარიფების დაწესების შეზღუდვების გათვალისწინებით. მოთხოვნისა და მიწოდების მხარის ჩანაცვლება კონკურენტული შეზღუდვის ორი ძირითადი ფაქტორია, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ გეოგრაფიული არეალის განსაზღვრისას, სადაც მომსახურების მიწოდება ბაზრის გეოგრაფიულად განცალკევებული შესაბამისი სეგმენტია. შესაბამისი გეოგრაფიული არეალების ჩანაცვლებადობის ხარისხი უნდა იყო საკმარისად მაღალი. გარდა ამისა, კომისიამ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, არის თუ არა ავტორიზებული პირ(ებ)ის ქმედება მისი ქსელის ფარგლებში ერთგვაროვანი, ან იმყოფება თუ არა იგი კონკურენციის აშკარად განსხვავებულ პირობებში იმგვარად, რომ მისი ქმედებები შეიძლება შეიზღუდოს გარკვეულ არეალში.
3. გეოგრაფიული სეგმენტის განსაზღვრისას გამოიყენება ამ მეთოდოლოგიური წესების მე-7 მუხლით გათვალისწინებული მიწოდებისა და მოთხოვნის ურთიერთჩანაცვლებადობის შეფასების პრინციპები.
4. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების სექტორში, როგორც წესი, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები დგინდება 2 მთავარი კრიტერიუმის საფუძველზე: ა) ქსელის დაფარვის არეალი; და ბ) სამართლებრივი და სხვა მარეგულირებელი ინსტრუმენტების არსებობა.
5. კომისიის მიერ სხვადასხვა გეოგრაფიული არეალის დადგენა შესაძლოა ეფუძნებოდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: კონკურენტების რაოდენობა და მათი შესაძლებლობები, ბაზრის ხვედრითი წილების განაწილება, დიფერენცირებული ფასები, მომსახურებაზე მოთხოვნის პირობები, განსხვავებული კომერციული პირობები ან მარკეტინგული სტრატეგიები.
6. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ: ა) ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები იყოს საკმარისად მცირე, რათა თავიდან იქნეს აცილებული თითოეულ გეოგრაფიულ ერთეულში კონკურენტული პირობების მნიშვნელოვანი ვარიაციების არსებობა და საკმარისად დიდი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიკრო ანალიზი, რომელიც მოითხოვს დიდ რესურსებს და შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის ფრაგმენტაცია; ბ) აისახოს ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირის ქსელის სტრუქტურა; გ) ბაზრის გეოგრაფიულ სეგმენტს ჰქონდეს მკაფიო და სტაბილური საზღვრები დროის განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც გულისხმობს ბაზრის მიმდინარე ანალიზიდან ბაზრის შემდეგი ანალიზის დასრულებამდე პერიოდს.
7. კომისიამ შესაძლოა ბაზრის ერთიანი სეგმენტის ფარგლებში მოაქციოს ორი ან რამდენიმე გეოგრაფიული ბაზრის სეგმენტი, თუ სრულდება არანაკლებ ერთი ქვემოთ მოცემული პირობა:
ა) ცალკეულ მომსახურებებს გააჩნიათ ერთგვაროვანი კონკურენტული მახასიათებლები, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული მომსახურებების მიმწოდებლების ქცევაც ერთგვაროვანი იქნება თითოეული განხილული ბაზრის სეგმენტის ფარგლებში; ან/და ბ) ბაზარზე მოქმედებს საერთო სატარიფო შეზღუდვა, რაც გულისხმობს, რომ მიმწოდებლების ფასები და ქცევა მოსალოდნელია, რომ ერთგვაროვანი იქნება თითოეული განხილული ბაზრის სეგმენტის ფარგლებში.
8. ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას რაოდენობრივი კრიტერიუმების სახით, შესაძლოა, შესაბამისი ბაზრის სეგმენტის კონიუნქტურისა და კონკურენტული მახასიათებლების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმები, მათ შორის, ჰიპოთეტური მონოპოლისტის ტესტი.
5. პროცედურების მე-10 მუხლის შესაბამისად:
1. ბაზრის ანალიზის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საცალო ბაზრის იმ შესაბამისი სეგმენტ(ებ)ის კონკურენტუნარიანობის შეფასება, რომელიც (რომლებიც) განისაზღვრა ამ მეთოდოლოგიური წესების II თავის შესაბამისად.
2. კომისია ბაზრის ანალიზის პროცესში ადგენს, არის თუ არა ბაზრის საცალო სეგმენტი ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი საბითუმო რეგულაციის არარსებობის შემთხვევაში და მდგრადია თუ არა ბაზარზე არსებული ეფექტიანი კონკურენტული გარემო.
3. კომისიამ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება უნდა განახორციელოს მომავალზე ორიენტირებულობის პრინციპით, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ბაზრის განსაზღვრული სეგმენტის სავარაუდო განვითარების შეფასების გზით. ამ პროცესში კომისიამ მხედველობაში უნდა მიიღოს საბოლოო მომხმარებლის პერსპექტივა მოთხოვნისა და მიწოდების მხარის ჩანაცვლებადობის თვალსაზრისით ბაზრის არსებული პირობების და მათი სავარაუდო განვითარების გათვალისწინებით.
4. ბაზრის ანალიზი შეიძლება ეფუძნებოდეს საბითუმო, საცალო ან/და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების მონაცემებს.
5. განხილვის შესაბამისი პერიოდის ხანგრძლივობა მოიცავს პერიოდს ბაზრის მიმდინარე ანალიზის დასრულებიდან შემდგომი ბაზრის ანალიზის დასრულებამდე, რომლის ფარგლებშიც კომისია შეაფასებს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სპეციფიკურ მახასიათებლებსა და განვითარების ტენდენციებს.
6. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის განხილული საცალო სეგმენტი ან მისი შესაბამისი ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი საბითუმო სეგმენტი ექვემდებარება წინასწარ რეგულირებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის IV და V თავების საფუძველზე, კომისიის მიერ არსებული საბაზრო პირობების შეფასება, ისევე როგორც ბაზრის სეგმენტის განვითარების მოსალოდნელი ან პროგნოზირებადი ტენდენციების შეფასება უნდა განხორციელდეს წინასწარი რეგულირების არარსებობის ჰიპოთეტური დაშვებით. ეს მეთოდი ცნობილია როგორც
„მოდიფიცირებული გრინფილდის მიდგომა“. კომისიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, საცალო და მასთან დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტ(ებ)ზე მოქმედი, სექტორისთვის სპეციფიკური რეგულირების, გადაწყვეტილებების და კანონმდებლობის ეფექტი.
6. პროცედურების მე-11 მუხლის თანახმად:
1. მე-10 მუხლში მითითებული შეფასება აჩვენებს, რომ საცალო ბაზრის სეგმენტი მიდრეკილია ეფექტიანი კონკურენციისკენ მოდიფიცირებული გრინფილდის მიდგომის გათვალისწინებით, კომისიამ უნდა დაასკვნას, რომ არ არის საჭირო ამ საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის და მისი აღმავალი საბითუმო სეგმენტ(ებ)ის წინასწარი რეგულირება და თუ საცალო ან მისი აღმავალი საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტ(ებ)ი უკვე ექვემდებარება წინასწარ რეგულირებას, კომისია აუქმებს დაწესებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს.
2. თუ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას კომისია დაადგენს, რომ საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტ(ებ)ი არ ხასიათდება ეფექტიანი კონკურენციით და კონკურენციის დაბალი დონე შენარჩუნდება საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სპეციფიკური ვალდებულებების არარსებობის შემთხვევაში, კომისიამ უნდა შეაფასოს, შესაძლებელია თუ არა კონკურენციის დაბალი დონით გამოწვეული მომხმარებელთა ზიანის რისკი აღმოიფხვრას საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტ(ებ)ის წინასწარი რეგულირებით.
3. პირველ რიგში მოთხოვნისა და მიწოდების (რამდენადაც ეს აქტუალურია) ურთიერთჩანაცვლებადობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს და ამ მეთოდოლოგიური წესების მე-12 მუხლით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმის ტესტით შეფასდეს საბითუმო ბაზრის სეგმენტი, რომელიც შესაფასებელი საცალო ბაზრის სეგმენტის ვერტიკალური მიწოდების ჯაჭვში ყველაზე მაღლა დგას – ე. ი. რომლის წინასწარი რეგულირება საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანი კონკურენციის განვითარებაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამ პროცესში კომისიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ზოგიერთი საცალო ბაზრის სეგმენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს საბითუმო ბაზრის ერთზე მეტ სეგმენტთან. თუ საცალო ბაზრის ყველაზე მაღლა მდგომ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაწესებულია სპეციფიკური ვალდებულება, მაგრამ არ არის საკმარისი საცალო ბაზარზე იდენტიფიცირებული კონკურენციის პრობლემ(ებ)ის აღმოსაფხვრელად, კომისია გადადის მიწოდების ჯაჭვის ქვედა დონის ბაზრის სეგმენტების განსაზღვრასა და ანალიზზე მოდიფიცირებული გრინფილდის მეთოდის გამოყენებით. თუ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას კომისია დაადგენს, რომ საცალო ბაზრის შესაბამისი სეგმენტ(ებ)ი არ ხასიათდება ეფექტიანი კონკურენციით და კონკურენციის დაბალი დონე შენარჩუნდება საბითუმო ბაზრის სეგმენტზე სპეციფიკური ვალდებულებების არარსებობის შემთხვევაში, კომისიამ უნდა შეაფასოს, შესაძლებელია თუ არა კონკურენციის დაბალი დონით გამოწვეული მომხმარებელთა ზიანის რისკი აღმოიფხვრას საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტ(ებ)ის წინასწარი რეგულირებით, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, პირველ რიგში მოთხოვნისა და მიწოდების (რამდენადაც ეს აქტუალურია) ურთიერთჩანაცვლებადობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს და ამ პროცედურების მე-12 მუხლით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმის ტესტით შეფასდეს საბითუმო ბაზრის სეგმენტი, რომელიც შესაფასებელი საცალო ბაზრის სეგმენტის ვერტიკალური მიწოდების ჯაჭვში ყველაზე მაღლა დგას – ე. ი. რომლის წინასწარი რეგულირება საცალო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანი კონკურენციის განვითარებაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამ პროცესში კომისიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ზოგიერთი საცალო ბაზრის სეგმენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს საბითუმო ბაზრის ერთზე მეტ სეგმენტთან. თუ საცალო ბაზრის ყველაზე მაღლა მდგომ საბითუმო ბაზრის სეგმენტზე დაწესებულია სპეციფიკური ვალდებულება, მაგრამ არ არის საკმარისი საცალო ბაზარზე იდენტიფიცირებული კონკურენციის პრობლემ(ებ)ის აღმოსაფხვრელად, კომისია გადადის მიწოდების ჯაჭვის ქვედა დონის ბაზრის სეგმენტების განსაზღვრასა და ანალიზზე მოდიფიცირებული გრინფილდის მეთოდის გამოყენებით.
4. ბაზრის ანალიზი შეიძლება ეფუძნებოდეს საბითუმო, საცალო ან/და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტების მონაცემებს.
5. განხილვის შესაბამისი პერიოდის ხანგრძლივობა მოიცავს პერიოდს ბაზრის მიმდინარე ანალიზის დასრულებიდან შემდგომი ბაზრის ანალიზის დასრულებამდე, რომლის ფარგლებშიც კომისია შეაფასებს ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სპეციფიკურ მახასიათებლებსა და განვითარების ტენდენციებს.
6. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის განხილული საცალო სეგმენტი ან მისი შესაბამისი ბაზრის ერთი ან ერთზე მეტი საბითუმო სეგმენტი ექვემდებარება წინასწარ რეგულირებას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის IV და V თავების საფუძველზე, კომისიის მიერ არსებული საბაზრო პირობების შეფასება, ისევე როგორც ბაზრის სეგმენტის განვითარების მოსალოდნელი ან პროგნოზირებადი ტენდენციების შეფასება უნდა განხორციელდეს წინასწარი რეგულირების არარსებობის ჰიპოთეტური დაშვებით. ეს მეთოდი ცნობილია როგორც „მოდიფიცირებული გრინფილდის მიდგომა“. კომისიამ ასევე უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, საცალო და მასთან დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტ(ებ)ზე მოქმედი, სექტორისთვის სპეციფიკური რეგულირების, გადაწყვეტილებების და კანონმდებლობის ეფექტი.
7. პროცედურების მე-12 მუხლის შესაბამისად:
1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტი განისაზღვრება პოტენციურად წინასწარ რეგულირებას დაქვემდებარებად ბაზრის სეგმენტად შემდეგი სამი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:
ა) სახეზეა ბაზარზე შესვლის მაღალი და არაგარდამავალი სტრუქტურული, სამართლებრივი ან მარეგულირებელი ბარიერები;
ბ) სახეზეა ბაზრის სტრუქტურა, რომელიც დროის შესაბამის ჰორიზონტში არ არის ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი, ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული და სხვა სახის კონკურენტული გარემოებების გათვალისწინებით;
გ) კონკურენციის სამართალი არ არის საკმარისი ბაზრის იდენტიფიცირებული ჩავარდნების აღმოსაფხვრელად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმის შეფასების სტანდარტები: ა) პირველი კრიტერიუმი დაკავშირებულია ბაზარზე შესვლის მაღალი და არაგარდამავალი
ბარიერების არსებობასთან, რომლის ფარგლებშიც უნდა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია ბაზარზე შესვლა და დადგინდეს ავტორიზებული პირის ბაზარზე წარმატებულ შესვლასთან დაკავშირებული ფაქტორები. ავტორიზებული პირისათვის ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელი ბარიერი შეიძლება იყოს: სტრუქტურული, სამართლებრივი ან მარეგულირებელი:
ა.ა) სტრუქტურული ბარიერების არსებობა გამომდინარეობს დანახარჯების ან მოთხოვნის სტრუქტურიდან, რომელიც განსაზღვრავს ასიმეტრიულ პირობებს ბაზარზე მოქმედ და ახალ შემსვლელ ავტორიზებულ პირებს შორის, რაც აფერხებს ან გამორიცხავს ამ უკანასკნელთა ბაზარზე შესვლას. მაღალი სტრუქტურული ბარიერები ვლინდება იქ, სადაც, ბაზარი ხასიათდება უპირატესობებით აბსოლუტური ხარჯების, მასშტაბის ეკონომიისა და ქსელის ეფექტურობის თვალსაზრისით. ამასთან, შესაძლოა, ბაზარზე მოქმედებდეს სიმძლავრეების შეზღუდვები და ბაზარზე შესვლა დაკავშირებული იყოს მაღალი არადაბრუნებადი ხარჯების გაწევასთან. გარდა ამისა, ბაზარზე შესვლის მაღალი სტრუქტურული ბარიერების არსებობა, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ბაზარზე არსებულ გარემოსთან, როდესაც მომსახურების მიწოდება მოითხოვს ქსელის კომპონენტს, რომლის დუბლირება ტექნიკურად შეუძლებელია ან არ არის ეკონომიკურად მიზანშეწონილი;
ა.ბ) სამართლებრივი ან მარეგულირებელი ბარიერები – ასეთი ტიპის ბარიერებს შესაძლებელია ჰქონდეს პირდაპირი ეფექტი ავტორიზებული პირების ბაზარზე შესვლის ან/და პოზიციონირების პირობებზე. რეგულირებულ სექტორში ავტორიზაციის პროცედურებს, ტერიტორიულ შეზღუდვებს, უსაფრთხოების სტანდარტებს და სხვა სამართლებრივ მოთხოვნებს, შესაძლოა, ჰქონდეთ ბაზარზე შესვლის შემაკავებელი ან შემაყოვნებელი ეფექტი. სამართლებრივი და მარეგულირებელი ბარიერი, რომელიც სავარაუდოა, რომ გაუქმდება 3 წლის ვადაში, როგორც წესი, არ იქნება განხილული ბაზარზე შესვლის ბარიერად პირველი კრიტერიუმის მიზნებისთვის;
ბ) მეორე კრიტერიუმი მოიცავს იმის განსაზღვრას, არის თუ არა დროის შესაბამის ჰორიზონტში ბაზრის სტრუქტურა ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილი ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული კონკურენციის მდგომარეობისა და პერსპექტივის, აგრეთვე ბაზარზე შესვლის ბარიერების მიღმა არსებული სხვა სახის კონკურენტული გარემოებების გათვალისწინებით. კონკურენციის დონის ეფექტიანობის შეფასებისას, კომისიამ უნდა აჩვენოს, რომ წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში ბაზარი არ გახდება ეფექტიანად კონკურენტუნარიანი შემდეგი კვლევის ჩატარებამდე პერიოდში და კვლევისას გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები არ მიუთითებს დადებით დინამიკაზე, რომლის მიხედვითაც, წინასწარი რეგულირების არარსებობის პირობებში ბაზარი შესაძლებელია გახდეს ეფექტიანად კონკურენტული მომავალ პერიოდ(ებ)ში;
გ) მესამე კრიტერიუმი მიზნად ისახავს ბაზარზე კონკურენციის შემაფერხებელი არაგარდამავალი ფაქტორების აღმოსაფხვრელად ზოგადი კონკურენციის სამართლის საკმარისობის შეფასებას, იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის წინასწარი რეგულირების ფარგლებში დადგენილმა სპეციფიკურმა ვალდებულებებმა შეიძლება ეფექტიანად აღკვეთოს კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებები. შესაძლოა, ზოგადი კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერვენციები არ იყოს საკმარისი, თუ ბაზარზე არსებული კონკურენციის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად ხშირი ან/და დროული ჩარევაა აუცილებელი. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში კონკურენციის წინასწარი რეგულირება უნდა იქნეს განხილული ზოგადი კონკურენციის კანონმდებლობის ქმედით შემავსებლად. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, რომელიც ხასიათდება ეფექტიანი და მდგრადი, ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებული კონკურენციით, ზოგადი კონკურენციის სამართლით გათვალისწინებული მიდგომების გამოყენება საკმარისი იქნება.
8. პროცედურების მე-15 მუხლის შესაბამისად:
1.ავტორიზებული პირი მიიჩნევა ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, თუ ის ერთპიროვნულად სარგებლობს დომინანტური მდგომარეობის შესატყვისი პოზიციით, ე.ი. მას გააჩნია საკმარისი ეკონომიკური ძალა, რომელიც აძლევს მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას.
2. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრის ძირითადი (აუცილებელი) კრიტერიუმია ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილის რაოდენობრივი მაჩვენებელი – იგი განიხილება ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია ფარდობითი საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა. კომისიამ ასევე მხედველობაში უნდა მიიღოს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი სხვა ავტორიზებული პირების საბაზრო ხვედრითი წილების შესახებ მონაცემების დინამიკა. აღნიშნული გარემოება, სხვა რელევანტურ კრიტერიუმებთან ერთად, განსაზღვრავს, მიდრეკილია თუ არა ბაზრის შესაბამისი სეგმენტი ეფექტიანი კონკურენციისკენ.
3. ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების შეფასებისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ძირითად კრიტერიუმთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მეორეული კრიტერიუმები. შესაბამისად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრის მეორეულ კრიტერიუმებად ბაზრის სტრუქტურიდან და კონკურენტული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს:
ა) რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა - ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით ბაზარზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობა, შეზღუდულ სიხშირულ სპექტრზე ხელმისაწვდომობა, ან საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და ქსელის ისეთი გეოგრაფიული მასშტაბებით გავრცელება, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მომსახურების მიღების საშუალებას იძლევა და კონკრეტულ ავტორიზებულ პირს სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს, ვინაიდან სხვა ალტერნატიული ავტორიზებული პირისათვის ამგვარი ინფრასტრუქტურის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, ან შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბაზრის ანალიზისას კომისიამ უნდა მოახდინოს ასეთი ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირება და უნდა შეაფასოს საბაზრო ძალაუფლებისთვის მისი არსებობის მნიშვნელობა;
ბ) ტექნოლოგიური უპირატესობები – ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობამ და ძვირადღირებული პატენტებისა და ლიცენზიების ფლობამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ავტორიზებული პირის მიერ ერთპიროვნული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოპოვებას ან კონსოლიდაციას. შესაბამისად, კომისიამ უნდა შეაფასოს, ზემოაღნიშნული აქტივების
ფლობა რამდენად აძლევს ავტორიზებულ პირს კონკურენტებისგან და მომხმარებლებისგან დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას;
გ) მსყიდველობითი ძალაუფლების დაბალი დონე ან/და არარსებობა – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ისეთი მდგომარეობა, როდესაც არსებულ ან პოტენციურ მომხმარებლებს არ გააჩნიათ მომსახურების შეძენის ფასზე ან სხვა მომსახურების პირობებზე გავლენის მოხდენის საკმარისი შესაძლებლობა ან რეგულაციის არარსებობისას საბითუმო მომსახურების მომხმარებელ ავტორიზებულ პირებს არ გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ პოტენციურად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისგან მიიღონ მომსახურება კონკურენტული პირობებით. გარდა ამისა, მსყიდველობითი ძალაუფლების შეფასებისას მხედველობაში მიიღება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების მიმწოდებლების რაოდენობა;
დ) კაპიტალთან და ფინანსურ რესურსებთან მარტივი ან პრივილეგირებული წვდომის შესაძლებლობა – ავტორიზებული პირის მდგომარეობა, რომელიც მისი მოცულობიდან, საკუთრების ტიპიდან, ან ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფთან ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე, შესაძლებელს ხდის ამ ავტორიზებული პირის სხვებთან შედარებით მარტივ დაშვებას, როგორც შიდა, ასევე გარე კაპიტალთან და ფინანსურ რესურსებთან, ინვესტიციების განხორციელების, ქსელის განახლების ან/და ქსელის გაფართოების საჭიროებიდან გამომდინარე;
ე) დივერსიფიცირებული მომსახურების სახეები (მომსახურების პაკეტები) – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დივერსიფიცირებული მომსახურების სახეების პორტფელის მქონე ავტორიზებულ პირს მომხმარებლებისთვის არჩევანის და მიმზიდველობის თვალსაზრისით, სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით, უკეთესი პოზიცია გააჩნია. ამ კუთხით მომსახურების დივერსიფიცირება ავტორიზებულ პირს აძლევს მომხმარებლების ბაზის მოპოვებისა და შენარჩუნების საშუალებას;
ვ) მასშტაბის ეკონომია – დიდი მოცულობით მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ მასშტაბის ეკონომიას, რაც განპირობებულია ავტორიზებული პირის მთლიანი დანახარჯების მიწოდებული მომსახურების ერთეულებს შორის გადანაწილებით;
ზ) მომსახურების სახეების მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომია (მრავალფეროვნების ეკონომია) – ამ კრიტერიუმს გააჩნია მასშტაბის ეკონომიის ანალოგიური ეფექტი, თუმცა ხარჯის შემცირება მიიღწევა ერთი და იმავე ინფრასტრუქტურის საშუალებით მიწოდებული სხვადასხვა ტიპის მომსახურებას შორის ფიქსირებული და ზედნადები დანახარჯების განაწილების შედეგად;
თ) ქსელის პირდაპირი და ირიბი ეფექტი:
თ.ა) ქსელის პირდაპირი ეფექტი ვლინდება მაშინ, როდესაც მომხმარებლისთვის მომსახურების ღირებულება გამომდინარეობს სხვა მომხმარებლების მხრიდან ასეთი მომსახურების გაზრდილი მოხმარებიდან;
თ.ბ) ქსელის ირიბი ეფექტი ვლინდება მაშინ, როდესაც მომსახურების ღირებულება იზრდება ამ მომსახურების შემავსებელი მომსახურებების მოხმარების ზრდით;
ი) ვერტიკალური ინტეგრაცია – ვერტიკალურად ინტეგრირებული ავტორიზებული პირები არიან ეკონომიკური აგენტები, რომლებიც საქმიანობენ მომსახურების მიწოდების ღირებულებათა ვერტიკალური ჯაჭვის როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე, რაც მათ ანიჭებს კონკურენტულ უპირატესობას სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით, რადგან მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ მომხმარებლებისთვის მომსახურების მიწოდება, მომსახურების მიწოდების კონტროლი და ბაზრის პოტენციურ ცვლილებებზე მყისიერი რეაგირება;
კ) სადისტრიბუციო და გაყიდვების მაღალგანვითარებული ქსელი – სადისტრიბუციო და გაყიდვების მაღალგანვითარებული ქსელის მქონე ავტორიზებული პირები სხვა ავტორიზებულ პირებთან შედარებით უკეთეს პოზიციაში იმყოფებიან, რადგან აღნიშნული ფაქტორი ზრდის მომსახურების შეძენის ხელმისაწვდომობას არსებული და პოტენციური აბონენტებისთვის. ხსენებული კრიტერიუმის გამოყენება მნიშვნელოვანია საცალო ბაზრის სეგმენტის ანალიზის პროცესში;
ლ) პოტენციური კონკურენტების არარსებობა – მიწოდების მხარის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით პოტენციურ კონკურენტებად განიხილებიან ის ეკონომიკური აგენტები, რომლებიც ბაზრის ანალიზის პერიოდისთვის ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არიან წარმოდგენილნი, თუმცა ბაზრის ამ სეგმენტზე ფასების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ზრდის შემთხვევაში აქვთ შესაძლებლობა, გააფართოონ მათი მომსახურების პორტფელი ან/და საქმიანობის გეოგრაფიული არეალი და დაიწყონ აღნიშნული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა;
მ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის გაფართოებასთან დაკავშირებით არსებული ბარიერები – ეს ბარიერები დამახასიათებელია გაჯერებული ბაზრის შესაბამისი სეგმენტისთვის, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ავტორიზებული პირისთვის ბაზრის სეგმენტზე ზრდის/გაფართოების საჭირო შესაძლებლობებს, იწვევს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებული კონკურენტული გარემოს (კონკურენტების არსებული რაოდენობის) კონსერვაციას, რამაც, შესაძლოა, გააუარესოს ბაზარზე არსებული კონკურენტული მდგომარეობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე კრიტერიუმი, შესაძლოა, განცალკევებულად არ იყოს საკმარისი ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად განსაზღვრისთვის. კომისიამ საკითხი უნდა გადაწყვიტოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტორებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირველადი კრიტერიუმის კომბინირებულად შეფასების გზით.
5. ავტორიზებული პირების საბაზრო ძალაუფლების შეფასებისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების პარალელურად ან მათი ალტერნატივის სახით, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულის ეკვივალენტური კრიტერიუმები.
9. პროცედურების მე-17 მუხლის შესაბამისად:
1. კომისიამ სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებისას უნდა გამოიყენოს სტატიკური და დინამიკური მიდგომები, რათა დაკისრებულმა სპეციფიკურმა ვალდებულებებმა ხელი შეუწყოს ბაზარზე კონკურენტული გარემოს განვითარებას. სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება უნდა განხორციელდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ პროცედურების მე-4 მუხლით განსაზღვრული კონკურენციის წინასწარი რეგულირების პრინციპების, მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით და ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი მოთხოვნები:
ა) სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დაწესდეს უპირატესად საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე და მხოლოდ იმ ბაზრის მხოლოდ იმ სეგმენტებზე, რომლებიც არ ხასიათდება კონკურენციის ეფექტიანი დონით;
ბ) სპეციფიკური ვალდებულებების დაწესება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უნდა განხორციელდეს კონკურენციასთან დაკავშირებით გამოვლენილი არსებული ან პოტენციური პრობლემის აღმოფხვრის მიზნით;
გ) სპეციფიკური ვალდებულებები უნდა იყოს კონკურენციასთან დაკავშირებით გამოვლენილი, დადასტურებული პრობლემის პროპორციული და ტექნიკურად შესრულებადი;
დ) სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება უნდა მოხდეს მათი ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით.
2. სპეციფიკური ვალდებულებების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საბაზრო უპირატესობის ფლობის და მისი ბოროტად გამოყენების, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების შესაძლებლობების ხასიათს, უნდა იყოს თანაზომიერი და დასაბუთებული.
3. ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების საცალო ბაზრის მიმოხილვა
3.1 სხვადასხვა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ტექნოლოგიებით დაფარვის ანალიზი
ბაზრის ანალიზის ამ ნაწილში განისაზღვრება ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურება/პროდუქტი ყველა შესაბამის ალტერნატივასთან ერთად როგორც საკვლევი ამოსავალი წერტილი, ხოლო შემდგომ ეტაპზე შეფასდება არსებობს თუ არა ნიშნები ბაზრის გეოგრაფიული დაყოფისთვის.
ანალიზი იყენებს საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირებისთვის კომისიის მიერ გაგზავნილ კითხვარზე პასუხად მიღებულ მონაცემებს. კითხვარის მიზანი იყო ფიქსირებულ ფართოზოლოვან ტექნოლოგიებს შორის არსებული (აბონენტების რაოდენობის სახით) და პოტენციური კონკურენციის (დაფარვის ზონაში არსებული პოტენციური აბონენტების ე.წ. „Premises Passed“) შესწავლა. კითხვარი გაეგზავნა ყველა ოპერატორს, რომელსაც ჰყავს 500-ზე მეტი აბონენტი, რაც ნიშნავს, რომ კითხვარის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ფარავს ბაზრის 99%-ზე მეტს. ანალიზის მიზნებისთვის გეოგრაფიული ერთეულად განისაზღვრა „დასახლება” (Settlement). ცნობილია, რომ მთელ საქართველოში 3,605-ამდე დასახლებაა.
კითხვარი მოიცავდა შემდეგ მონაცემებს:
1. ქსელში ჩართული შინამეურნეობების რაოდენობას (არსებული აბონენტების რაოდენობა);
2. დაფარული ფართების (Premises Passed) რაოდენობა (მოიცავს ფართების რაოდენობას, რომლებიც არ არიან ქსელში ჩართული და რომელთა დაკავშირება შესაძლებელია ოპერატორის მიერ განაცხადის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში ქსელის მოწყობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯების გარეშე);
3. პასიური ინფრასტრუქტურის გამოყენება (ელ. კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების მიერ ინფრასტრუქტურის გაზიარება, ან კომუნალური მომსახურებების მიმწოდებელი კომპანიის პასიური ინფრასტრუქტურა (მაგალითად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ბოძების ან წყალმომარაგების არხების გამოყენება).
კითხვარი მოიცავდა დეტალებს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ:
1. ოპტიკურ-ბოჭკოვანი P2P (წერტილი-წერტილი) ფართოზოლოვანი კავშირი;
2. ოპტიკურ-ბოჭკოვანი P2MP (წერტილი-მრავალწერტილი) ფართოზოლოვანი ინტერნეტ კავშირი;
3. xDSL სპილენძის წყვილების გამოყენებით უზრუნველყოფილი ფართოზოლოვანი კავშირი, რომელსაც შეუძლია მინიმუმ 10 მბ/წმ ჩამოტვირთვის სიჩქარის უზრუნველყოფა;
4. კოაქსიალური ფართოზოლოვანი კავშირი;
5. FWA (ფიქსირებული უკაბელო კავშირი) ფართოზოლოვანი ინტერნეტ კავშირი, რომელსაც შეუძლია მინიმუმ 10 მბ/წმ ჩამოტვირთვის სიჩქარის უზრუნველყოფა,
6. ფიქსირებული ფართოზოლოვანი კავშირი მობილური ქსელის (LTE) გამოყენებით, რომელსაც შეუძლია მინიმუმ 10 მბ/წმ ჩამოტვირთვის სიჩქარის უზრუნველყოფა,
7. ნებისმიერი სხვა ფართოზოლოვანი ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია მინიმუმ 10 მბ/წმ ჩამოტვირთვის სიჩქარის უზრუნველყოფა.
ასევე, კითხვარში მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია იმ იურიდიული პირი მომხმარებლების რაოდენობასთან დაკავშირებით(ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც იყენებენ ფიზიკური პირების მომსახურების პაკეტებს (ძირითადად მცირე და საშუალო კომპანიები).
შევსებული კითხვარების შედეგები შედარებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს1 (საქსტატის), შინამეურნეობების და მოსახლეობის რაოდენობის მონაცემებთან. შინამეურნეობების შესახებ საქსტატის მონაცემები წარმოადგენს 2014 წელს განხორციელებული მოსახლეობის აღწერის შედეგებს. შესაბამისად, კვლევის მიზნებისთვის აღნიშნული მონაცემები განახლდა 2022 წლისთვის ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ელექტროენერგიის სექტორის აბონენტების რაოდენობის შეფასებით.
ანალიზისთვის გამოყენებულ გეოგრაფიულ ერთეულს წარმოადგენს “დასახლება”. პროცედურების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვარი არის გეოგრაფიული არეალი, რომლის ფარგლებშიც ბაზრის პროდუქციულ სეგმენტზე წარმოდგენილი ავტორიზებული პირები ახორციელებენ საქმიანობას, კონკურენტული პირობები საკმარისად ერთგვაროვანია და რომელიც შესაძლებელია გამოირჩეოდეს მეზობელი გეოგრაფიული არეალებისგან, სადაც არსებითი კონკურენტული პირობები მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ასახავს კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ აღნიშნული გეოგრაფიული დასახლებები:
ა) ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები იყოს საკმარისად მცირე, რათა თავიდან იქნეს აცილებული თითოეულ გეოგრაფიულ ერთეულში კონკურენტული პირობების მნიშვნელოვანი ვარიაციების არსებობა და საკმარისად დიდი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიკრო ანალიზი, რომელიც მოითხოვს დიდ რესურსებს და შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის ფრაგმენტაცია;
ბ) ასახულ იქნეს ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირის ქსელის სტრუქტურა;
გ) ბაზრის გეოგრაფიულ სეგმენტს ჰქონდეს მკაფიო და სტაბილური საზღვრები დროის განსაზღვრულ პერიოდში, რომელიც გულისხმობს ბაზრის მიმდინარე ანალიზიდან ბაზრის შემდეგი ანალიზის დასრულებამდე პერიოდს.
ევროკავშირის ეროვნული მარეგულირებლების უმრავლესობამ გეოგრაფიული ანალიზი ჩაატარა ადმინისტრაციული ერთეულების (მაგალითად, რეგიონები, მუნიციპალიტეტები, დასახლებები) ან დომინანტი ოპერატორის ქსელის ტოპოლოგიის საფუძველზე. მაგალითად, გეოგრაფიულ ერთეულად შეიძლება იქნეს მიღებული ტერიტორია, რომელსაც ემსახურება ერთი MDF (ძირითადი განაწილების ჩარჩო2) ან ODF (ოპტიკური განაწილების ჩარჩო3). ქსელთან დაკავშირებული მეთოდოლოგიის მთავარ უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის, რომ საზღვრები ნაკლებად სტაბილურია დროთა განმავლობაში, მაგალითად, ქსელის ტოპოლოგია შეიძლება შეიცვალოს ტექნოლოგიის განახლების დროს.
საქართველოს შემთხვევაში მიზანშეწონილად ითვლება ადმინისტრაციული ერთეულების გამოყენება, ნაცვლად დომინანტი ოპერატორის ტოპოლოგიაზე დაფუძნებულ ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფისა. გეოგრაფიული სეგმენტაციის ამ მიდგომის უპირატესობაზე მიუთითებს ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები:ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მსხვილი ოპერატორი ხშირ შემთხვევაში, ყოფილი ისტორიული/საჯარო ქსელის ოპერატორია (incumbent), საქართველოს შემთხვევაში ეს ასე არ არის. სწრაფად მზარდმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის ქსელებმა თითქმის სრულად ჩაანაცვლეს სპილენძის ქსელები, რაც იძლევა განსხვავებული ქსელის სტრუქტურას სპილენძზე დაფუძნებულ ქსელებთან შედარებით.
1 Source: Geostat, the Georgian statistics agency www.geostat.ge
2 https://www.techopedia.com/definition/2233/main-distribution-frame-mdf
3 https://www.qsfptek.com/article/optical-distribution-frame-ODF-wiki
საქართველოში მსხვილი მოთამაშეების მიერ მცირე ზომის მოთამაშეების შერწყმა-შეძენა4 განხორციელდა და ეს შესაძლოა მომავალშიც გაგრძელდეს. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს ქსელის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილება ძალიან მოკლე დროში.
ასევე შესაძლებელია, რომ არსებობდეს გეოგრაფიული არეალები, სადაც დომინანტი ოპერატორი საერთოდ არ ოპერირებს და მათზე წარმოდგენილი იყოს რამდენიმე მცირე ადგილობრივი ოპერატორი. აღნიშნული არეალები არ იქნება გათვალისწინებული ანალიზში, თუ გეოგრაფიული სეგმენტაცია დაფუძნებული იქნება დომინანტი ოპერატორის ქსელის გეოგრაფიულ განვითარებაზე.
ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების გამოყენებით მიღებული, უფრო სტაბილური გეოგრაფიული დაყოფა, საშუალებას იძლევა მომავალი ბაზრის ანალიზის შედეგები იყოს მარტივად შედარებადი.
ანალიზისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული ერთეულების ზომასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს აქვს გეოგრაფიული დაყოფა იმგვარად, რომ ერთეულები შედგება დასახლებული პუნქტისგან ან დასახლებული პუნქტების ჯგუფისგან. სულ რეგისტრირებულია 69 მუნიციპალიტეტი (2019 წლის იანვარი). ხუთი მუნიციპალიტეტი მთლიანად განლაგებულია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. დარჩენილი 64 მუნიციპალიტეტი მოიცავს ხუთ თვითმმართველ ქალაქს და 59 თვითმმართველ თემს. ამ მუნიციპალიტეტებში 3,000- ზე მეტი დასახლებაა. ტიპიური მუნიციპალიტეტი შედგება ცენტრისა და მისი მიმდებარე სოფლებისგან, რომლებიც შეიძლება იყოს საკმაოდ დაშორებული მუნიციპალიტეტის ცენტრიდან. ზოგიერთ შემთხვევაში სახეზეა პატარა ურბანული ცენტრები, რომლებიც გარშემორტყმულია სოფლის ტიპის, მეჩხერად დასახლებული ტერიტორიებით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის დონეზე გეოგრაფიული ერთეულის გამოყენების შემთხვევაში, პირობები არ იქნება საკმარისად ერთგვაროვანი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცდარი დასკვნები. მაგალითად, შეიძლება მოხდეს, რომ ზოგიერთი დასახლება დაფარული იყოს A ოპერატორის მიერ, ზოგი B ოპერატორის მიერ, მუნიციპალიტეტის ცენტრი C და A ოპერატორებით, ხოლო ზოგიერთ დასახლებაში საერთოდ არ იყოს წარმოდგენილი ფიქსირებული ქსელი. მუნიციპალიტეტის დონეზე ანალიზის შემთხვევაში, კონკურენცია შეიძლება ეფექტური ჩანდეს, სამი კონკურენტი ოპერატორის ბაზარზე ოპერირების გამო, თუმცა რეალურად არ იყოს საკმარისად კონკურენტული გარემო დასახლებების დონეზე.

ასევე, ზოგიერთ, განსაკუთრებით კი დიდ6 დასახლებებში, შესაძლოა არ იყოს ერთგვაროვანი კონკურენტული გარემო უბნების მიხედვით, თუმცა წინამდებარე კვლევის ფარგლებში კომისია მოკლებული იყო შესაძლებლობას დროის მოკლე პერიოდში მიეღო დიდი დასახლებების უფრო მცირე ერთეულების შესახებ საკმარისად ზუსტი ინფორმაცია.
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ქსელის დაფარვის შეფასების მიზნებისთვის ძირითად ერთეულს წარმოადგენს შინამეურნეობა. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ერთ ბინაში ან სახლში ცხოვრობს ერთი კომლი. ეს ზოგჯერ ასე არ არის, თუმცა ამგვარი გამონაკლისებით გამოწვეული სტატისტიკური ცდომილება ვერ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას ანალიზის შედეგზე. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა გეოგრაფიული ზონების შედარებისთვის, სატელეკომუნიკაციო სექტორში ფიქსირებულ ფართოზოლოვან აბონენტებზე ინფორმაციის წარდგენისთვის ან შედარებისთვის, როგორც წესი, იყენებენ შინამეურნეობებს. (ეს განსხვავდება მობილური სიმკვრივის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისა და შედარების აპრობირებული მეთოდისგან, რომელიც წარმოადგენს მობილური აბონენტების (SIM ბარათების) რაოდენობას მოსახლეობის ერთ სულზე).
იმის ნაცვლად, რომ გამოვიყენოთ „სახლები” (ბინა ან კერძო სახლი), სასურველია, სადაც ეს შესაძლებელია, გამოვიყენოთ ტერმინი „ფართი”(premise) (ბინა, ინდივიდუალური სახლი, შენობის ფართი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საცხოვრებელი ან საქმიანი მიზნებისთვის (ოფისი, მაღაზია, და ა.შ.)) როგორც ქსელის დაფარვის შეფასების ერთეული. ოპერატორებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის პროცესში შესამჩნევი გახდა, რომ განსხვავება „სახლებსა” და „ფართებს” შორის ყოველთვის არ არის გამოკვეთილი. თუმცა, კვლევის ფარგლებში ამგვარი ცდომილებების გავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი.
გეოგრაფიული სეგმენტაციის ანალიზის ზოგადი აღწერა და მისი შეზღუდვები
გეოგრაფიული სეგმენტაციის ანალიზის მიზანია ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების მიმწოდებელი ოპერატორების ქსელებისა და ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის შეფასება საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ანალიზის შედეგები გამოყენებულია იმისათვის, რომ განისაზღვროს გეოგრაფიული ბაზარი და შემდგომ შეფასდეს კონკურენციის დონე ფიქსირებული ფართოზოლოვანი დაშვების ბაზარზე საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ ერთეულში.
გამოყენებული მეთოდოლოგია
5 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით აღნიშნულ დასახლებებში არ არის მითითებული მოსახლეობის რაოდენობა - http://pop-stat.mashke.org/georgia-census2014.htm
გეოგრაფიული ანალიზი აფასებს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ტექნოლოგიებს, ოპერატორების მიხედვით თითოეულ დასახლებაში. უკაბელო დაშვების ტექნოლოგიებისთვის (FWA და ფიქსირებული LTE), კვლევის ფარგლებში მიჩნეულია, რომ ოპერატორი წარმოდგენილია დასახლებაში, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე მინიმუმ ერთი აბონენტი იყენებს ამ ტექნოლოგიას.
აღნიშნული მეთოდით შეფასებისას თითოეულ დასახლებაში, სადაც ჩაითვლება რომ მომსახურება ხელმისაწვდომია, მიიჩნევა, რომ დაფარვის ზონაში ექცევა დასახლებაში არსებული ყველა ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია დასახლების მხოლოდ ნაწილში იყოს კონკრეტული ქსელის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი. ასეთი სახის შეფასებამ შეიძლება გადაჭარბებული მაჩვენებელი მოგვცეს, თუმცა ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ დასახლების კონკურენტული გარემოს ანალიზის პროცესში გათვალისწინებული იქნება თითოეული ქსელი, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა დასახლებაში.
გეოგრაფიული ერთეულების განმარტება
კონკურენციის ანალიზის მიზნებისთვის მიზანშეწონილია ჩატარდეს სრული გეო-სეგმენტაციის ანალიზი, რათა დადგინდეს, თუ რომელი ქსელები და ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი თითოეული შინამეურნეობისთვის საქართველოში. ამ დონის გეო-სეგმენტაციის მონაცემები მიმდინარე ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი. ეროვნულ დონეზე ქსელებისა და ტექნოლოგიების ანალიზი კი არ გამოავლენს კონკურენციის პრობლემებს საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ანალიზი ჩატარდეს დასახლების დონეზე.
საქართველოში ძალიან დიდი განსხვავებაა დასახლებებს შორის ზომების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებს შორის. მათ შორის, თბილისიც მიიჩნევა ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად. როგორც უკვე აღინიშნა, შედარებით დიდი დასახლებების ფარგლებში (მაგალითად, როგორიც არის თბილისი, ბათუმი, რუსთავი და ა.შ) არსებული რაიონების/უბნების მონაცემების შეგროვება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული ამისთვის საჭირო დროის დიდი რესურსის და უზუსტობების მაღალი ალბათობის გამო.
დაფარვის განმარტება
იგულისხმება, რომ ოპერატორს, რომელიც წარმოდგენილია კონკრეტული დასახლების მხოლოდ ნაწილში, შეუძლია გააფართოვოს თავისი ქსელი დასახლებაში ან სულ მცირე დასახლების უფრო მჭიდროდ დასახლებულ ნაწილებში. აქედან გამომდინარე, მთელი დასახლება მიიჩნევა ოპერატორის მიერ დაფარულად თუ მას აღნიშნულ დასახლებაში ჰყავს ერთი აბონენტი მაინც.
ზოგიერთი დასახლება, სადაც ოპერატორი მიუთითებს, რომ აქვს უსადენო ტექნოლოგიის ქსელი, მაგრამ არ აფიქსირებს აბონენტების რაოდენობას, არ ითვლება დაფარულად.
თუ რამდენიმე ოპერატორი არის წარმოდგენილი ერთ დასახლებაში, იგულისხმება, რომ ყველა ეს ოპერატორი ფარავს დასახლებას სრულად
ტექნოლოგიების თანაკვეთა
ვინაიდან სახლის მისამართის დონეზე მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ტექნოლოგიების გადაფარვა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ დასახლების დონეზე. დაფარვის ზემოაღნიშნული განმარტების მიხედვით, ჩაითვლება, რომ დასახლებაში ფიქსირდება ქსელების გადაფარვა თუ თითოეული ამ ტექნოლოგიის ჭრილში წარმოდგენილია ერთი აბონენტი მაინც.
მონაცემთა სიზუსტე
კვლევის ფარგლებში ფიქსირებული ფართოზოლოვანი დაშვების ქსელებისა და ტექნოლოგიების დაფარვის მონაცემების შეგროვება საქართველოს ფარგლებში არსებული დასახლებების დონეზე მოხდა პირველად. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ იყოს გარკვეული შეცდომები მონაცემთა შეგროვების თვალსაზრისით, მაგრამ ძირითადად შეჯამებული მონაცემები შეესაბამება კომუნიკაციების კომისიის მიერ რეგულარულად შეგროვებულ მონაცემებს. კონკურენციის გეოგრაფიულ ანალიზში (იხ. თავი 9.3.4) ძირითადად გამოიყენება FTTx დაფარვის შესახებ მიღებული მონაცემები.
შინამეურნეობების მონაცემები მოპოვებულია საქსტატიდან (საქართველოს 2014 წლის აღწერის საფუძველზე, რომელიც ყველაზე ბოლო მონაცემია). შინამეურნეობების ზრდის შეფასება გაკეთდა ელექტრო მრიცხველების რაოდენობის საფუძველზე. ელექტრო მრიცხველების რაოდენობის გამოყენება მიზანშეწონილია იმის გამო, რომ როგორც წესი, თითოეულ ოჯახს აქვს ელექტროენერგიის ერთი მრიცხველი.
3.1.1 შედეგები
კომისიის მიერ წინამდებარე კვლევის ფარგლებში განხორციელებული გეოგრაფიული ანალიზის მიზნებისთვის ინფორმაციის მიღება მოხდა ოპერატორებისგან, რომლებიც ჯამურად ემსახურებიან ბაზარზე არსებული აბონენტების 93%-ს, ამასთან, FTTx, xDSL და ფიქსირებული უსადენო (FWA) ქსელების აბონენტების 96%-ს, 83%-ს და 70%-ს შესაბამისად.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში 1 109 222 შინამეურნეობა და 3 716 900 მუდმივი მაცხოვრებელი მოსახლეა. მოსახლეობის სიმჭიდროვე მერყეობს თბილისის მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ცენტრალური და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებიდან თითქმის დაუსახლებელ მთიან რაიონებამდე, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზეა ნაჩვენები.
სურათი 1 მოსახლეობის სიმჭიდროვის რუკა 2014 წლის აღწერიდან

დაფარული ფართების (დაფარვის ზონაში არსებული) შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა ყველა ოპერატორმა ცალ-ცალკე. ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე ფართი დაფარულია ერთზე მეტი ინფრასტრუქტურით, ამიტომ ასეთი დაფარული ფართები შესაძლოა მონაცემებში ასახული იყოს რამდენჯერმე. აღნიშნული წარმოადგენს იმის მიზეზს, რომ ამ ნაწილში მოცემული შედეგების მიხედვით, დაფარული ფართების საერთო რაოდენობა საქართველოში შინამეურნეობების საერთო რაოდენობაზე მეტია.
დაფარვის გეოგრაფიული ანალიზი ხორციელდება მთელი რიგი კრიტერიუმების გათვალისწინებით, რათა განისაზღვროს არსებობს თუ არა ტერიტორიაზე კონკურენციის განსხვავებული დონე სხვადასხვა ინფრასტრუქტურას შორის. შემდგომ ეტაპზე განხორციელდება დეტალური გეოგრაფიული სეგმენტაცია. ამ თავში კი, წარმოდგენილია მხოლოდ ინფრასტრუქტურის დაფარვის მიმოხილვა (კითხვარის შედეგების გამოყენებით). ეს მიმოხილვა არ უნდა ჩაითვალოს, ბაზრის შემდგომი განსაზღვრის წინასწარ შეფასებად (თავი 4.5).
საწყის ეტაპზე განიხილება ყველა ხელმისაწვდომი ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა, კვლევის შემდეგ ეტაპზე, საბითუმო ბაზრების განსაზღვრისას იქნება თუ არა ყველა ეს ინფრასტრუქტურა იგივე ფიქსირებული ფართოზოლოვანი დაშვების ბაზრის ნაწილი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ანალიზში ჩართულია დასახლებები, სადაც წარმოდგენილია მინიმუმ ერთი აქტიური აბონენტი, მიუხედავად ტექნოლოგიისა.
დასახლებები იყოფა ოთხ კატეგორიად:
წარმოდგენილია 3 ან მეტი ოპერატორი,
წარმოდგენილია 2 ოპერატორი,
წარმოდგენილია 1 ოპერატორი,
ოპერატორი არ არის წარმოდგენილი
თბილისის მოსახლეობა წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის 30%-ზე მეტს, ამიტომ შემდეგ ცხრილებში (სადაც საჭიროა) ცალკე სტრიქონებია გამოტანილი მხოლოდ თბილისის მონაცემებით. მაგალითად, ცხრილი 2-ში, თბილისი შედის როგორც პირველ სტრიქონში წარმოდგენილ მონაცემებში (დასახლებები სადაც წარმოდგენილია 3 ან მეტი ოპერატორი), ასევე, გამოტანილია ცალკე, დამატებით ორ სტრიქონში, სადაც წარმოდგენილია 3 ან მეტი ოპერატორი, აბონენტების რაოდენობა ნაწილდება შემდეგნაირად: 425,610 თბილისში, ხოლო 440,696 სხვა 473 დასახლებაში.
ანალიზის ამ ნაწილისთვის მნიშვნელოვანია არა ოპერატორის ზომა, არამედ მხოლოდ მისი არსებობა დასახლებაში (ერთი აბონენტის მაინც). მიჩნეულია, რომ ოპერატორი წარმოდგენილია დასახლებაში იმ შემთხვევაშიც, როდესაც დასახლების მხოლოდ მცირე ნაწილია დაფარული ამ ოპერატორის მიერ. მიდგომა ეფუძნება გარემოებას, რომ როგორც წესი, ოპერატორისთვის, დასახლებაში შესვლის საწყისი ღირებულება მაღალია და ბაზარზე შესვლის შემდგომ ქსელის დაფარვის გაფართოება უფრო მარტივია.
ცხრილი 2 აქტიური ოპერატორები დასახლებებში
|
ოპერატორე ბის რაოდენობა |
დასახლებების რაოდენობა |
შინამეურნეობე ბის რაოდენობა დასახლებაში |
მთლიანი შინამეურნეობ ების % |
მოსახლეობა |
აბონენტების რაოდენობა |
|
3 ან მეტი |
474 |
957,053 |
76.4 |
2,682,727 |
866,306 |
|
2 |
607 |
119,539 |
9.5 |
411,791 |
56,725 |
|
1 |
1,104 |
114,612 |
9.2 |
391,704 |
33,896 |
|
0 |
1,420 |
60,771 |
4.9 |
193,523 |
0 |
|
სულ |
3,605 |
1,251,975 |
100.0 |
3,679,745 |
956,927 |
|
თბილისი (3) |
1 |
464,688 |
37.1 |
1,108,717 |
425,610 |
|
სხვა (3) |
473 |
492,365 |
39.3 |
1,574,010 |
440,696 |
წყარო: დაფარვის შესახებ კითხვარით ოპერატორებისგან მიღებული პასუხები
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ქსელის სიმკვრივე (აქტიური აბონენტების რაოდენობა ერთ შინამეურნეობაზე დასახლებაში) ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე (დიაგრამა 3). სიმკვრივის მაჩვენებელი მოიცავს ყველა ფიქსირებულ ფართოზოლოვან ტექნოლოგიას, რომელიც გამოიყენება საბოლოო მომხმარებლის ჩასართავად.
დაფარვის შემდეგ დიაგრამებზე (როგორც ამ თავში, ასევე შემდეგ თავებში) სიმკვრივე ყველაზე მაღალია იმ დასახლებებში, სადაც ყველაზე მეტი ოპერატორია წარმოდგენილი (3 ან მეტი). ზოგიერთ დასახლებაში სიმკვრივის მაჩვენებელი 100%-ზე მეტია. აღნიშნულ გარემოებას ადგილი აქვს იმ მიზეზით, რომ ოჯახების ნაწილს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ერთზე მეტ ქსელში. იმ დასახლებებში, რომლებიც არ არის დაფარული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ქსელით, სიმკვრივის მაჩვენებელი შეადგენს 0%.
დიაგრამა 3 ფიქსირებული ფართოზოლოვანი სიმკვრივე და დაფარვა

მნიშვნელოვანი უმრავლესობა 76.6% წარმოდგენილია იმ დასახლებებში, რომლებზეც ოპერირებს სამი ან მეტი ოპერატორი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დაფარვა შეიძლება ხორციელდებოდეს ნებისმიერი ქსელური ტექნოლოგიის გამოყენებით, ასე რომ შესაძლებელია, მაგალითად, დასახლების ზოგიერთი ნაწილი დაფარული იყოს ფიქსირებული უსადენო ტექნოლოგიით (FWA) და სხვა ნაწილები FTTx ან xDSL-ით, რომლებიც შესაძლოა არ ფარავდეს ერთმანეთს. საქართველოში შინამეურნეობების თითქმის 5% ცხოვრობს დასახლებებში, სადაც არც ერთი ოპერატორი არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, მათთვის ამჟამად შეუძლებელია ფიქსირებული ფართოზოლოვანი სერვისის მიწოდება.
3.1.1.1 დასახლებები, რომლებზეც მინიმუმ ერთი FTTx აბონენტია წარმოდგენილი. დასახლებები დაყოფილია ოთხ ჯგუფად:
• წარმოდგენილია 3 ან მეტი FTTx ოპერატორი,
• წარმოდგენილია 2 FTTx ოპერატორი,
• წარმოდგენილია 1 FTTx ოპერატორი,
• ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის ოპერატორი არ არის წარმოდგენილი.
დაფარული ფართების აღრიცხვა განხორციელდა FTTx ტექნოლოგიისთვის ჯამურად, ვინაიდან ოპერატორებმა არ წარმოადგინეს ინფორმაცია P2P და P2MP ქსელებით დაფარული შინამეურნეობების შესახებ ცალ-ცალკე. მე-4 ცხრილში ასახულ 2,611 დასახლებაში არ ხორციელდება ინტერნეტ მომსახურების მიწოდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით, თუმცა, აღნიშნულ დასახლებებში წარმოდგენილი შინამეურნეობების რაოდენობა მთლიანი შინამეურნეობების მხოლოდ 15.3%-ს შეადგენს.

ცხრილი 5. აქტიური FTTx ოპერატორები დასახლებებში

წყარო: ოპერატორების მიერ შევსებული კითხვარი დაფარვის შესახებ
იმ 45 დასახლებაში, სადაც სამი ან მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელია წარმოდგენილი, შინამეურნეობების პროცენტული მაჩვენებელი მთლიანი შინამეურნეობების 59.8%-ია. ამ შედეგზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს თბილისს, რომელზეც საქართველოს მთლიანი შინამეურნეობების მნიშვნელოვანი წილი მოდის.
3.1.1.2 ტექნოლოგიების გადაფარვა
დაფარვის ანალიზის ამ ნაწილში განხილულია, თუ რა სახის ტექნოლოგიები გამოიყენება საბოლოო მომხმარებლებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მისაწოდებლად. ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით დაფარვა საქართველოში შედარებით მაღალია ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან შედარებით. გარდა ამისა, არსებობს ალტერნატიული ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების შეთავაზება საქართველოში არსებული აბონენტებისთვის (FWA და xDSL).
ცხრილი 6. FTTx ქსელების და სხვა ტექნოლოგიების (FWA, სპილენძი) გადაფარვა




წყარო: პასუხები დაფარვის შესახებ კითხვარზე
ევროკავშირის მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, იმ დასახლებების რაოდენობა დაბალია, რომლებზეც მხოლოდ xDSL ტექნოლოგიაა განლაგებული (მთლიანი შინამერუნეობების დაახლოებით 0.1%). xDSL ქსელები, შესაბამისად, თითქმის 100%-ით გადაფარულია FTTx და FWA ქსელებით. ამ ბაზრის ანალიზის მომავალზე ორიენტირებულ პერსპექტივაში საქართველოში xDSL ქსელით მომსახურების მიწოდება აღარ არის მოსალოდნელი. .
ცხრილი 10. FWA ქსელების დაფარვა სხვა ტექნოლოგიებთან მიმართებაში (ოპტიკურ-ბოჭკოვანი, სპილენძი)


წყარო: პასუხები დაფარვის შესახებ კითხვარზე
დასახლებებში, სადაც მხოლოდ ერთი ტექნოლოგიაა წარმოდგენილი FWA-ს აქვს ყველაზე მაღალი დაფარვა - შინამეურნეობების 9.7%, FTTx-ის და xDSL-ის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 3.9% და 0.1% შეადგინა შესაბამისად. აღნიშნული შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან FWA ტექნოლოგია ჩვეულებრივ გამოიყენება უფრო მეჩხერად დასახლებულ გეოგრაფიულ რაიონებში, რადგან აღნიშნული ქსელის მოწყობა უფრო დაბალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. FWA ტექნოლოგია ასევე გამოიყენება უფრო მჭიდროდ დასახლებულ გეოგრაფიულ დასახლებებშიც, მაგალითად, ისეთებში, როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი, თუმცა ამ ადგილებში FWA არ წარმოადგენს ერთადერთ ტექნოლოგიას.
3.1.1.3 განსხვავებები ქალაქებსა და სოფლებს შორის
საქართველოს სოფლებში მოსახლეობის სიმჭიდროვე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ქალაქებში. ზოგიერთ უფრო შორეულ მაღალმთიან რაიონში მოსახლეობის ძალიან დაბალი რაოდენობაა.
საქართველოში ზოგიერთ დასახლებას აქვს ქალაქის სტატუსი, თუმცა, მათი მოსახლეობა 5,000 მოსახლეზე ნაკლებია. ყველაზე მეტად დასახლებულ სოფელში მოსახლეობა ოთხჯერ მეტია, ვიდრე ყველაზე ნაკლებად დასახლებულ ქალაქში. ამ ანალიზის მიზნებისთვის, „ურბანულ” დასახლებად მიჩნეულია ის დასახლებები, სადაც 10,000-ზე მეტი მოსახლეა.
თბილისი არის საქართველოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკურად, შედარებით ყველაზე მდიდარი რეგიონი, ამიტომ აქვს სატელეკომუნიკაციო ქსელების ყველაზე მეტი დაფარვა, მათ შორის FTTx ქსელების ოთხი პროვაიდერი, xDSL ქსელების ორი პროვაიდერი, FWA ქსელების ორი მცირე პროვაიდერი (მათგან ერთ-ერთი LTE ტექნოლოგიაა). FTTx ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების საშუალო რაოდენობა შინამეურნეობაზე თბილისში 0,9 არის.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სიდიდით მომდევნო სამ ქალაქში თითოეულს 100,000-ზე მეტი მოსახლე ჰყავს - ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი. თითოეულ ამ ქალაქში ოპერირებს FTTx ქსელების სამი ან მეტი პროვაიდერი, xDSL ქსელის მინიმუმ ერთი პროვაიდერი და მინიმუმ ერთი FWA ქსელი. საშუალოდ ამ სამ ქალაქში FTTx ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობა შინამეურნეობაზე 1.2 არის.
საქართველოში არ არის ქალაქები მოსახლეობის რაოდენობის დიაპაზონით 50,000-დან 100,000-მდე. სამი ქალაქი 40,000-დან 50,000-მდე მოსახლეობით, წარმოდგენილია იგივე ტექნოლოგიის ქსელებით, როგორც ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. ამასთან, აღნიშნულ ქალაქებში წარმოდგენილია სამი ან მეტი ოპერატორი FTTx ქსელებით, მინიმუმ ერთი xDSL ქსელის და ერთი FWA ქსელის პროვაიდერი. FTTx ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების საშუალო რაოდენობა შინამეურნეობაზე 0,9 არის.
მცირე ქალაქებში, რომელთა მოსახლეობა 10,000-დან 30,000-მდეა, მინიმუმ ერთი FTTx ქსელი (ზოგადად ორი ან სამი) , ერთი xDSL და FWA ქსელის პროვაიდერები არიან წარმოდგენილნი. ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების საშუალო რაოდენობა შინამეურნეობაზე კვლავ იგივეა, რაც ქალაქებში 40,000-დან 50,000 მოსახლემდე (0,9).
5,000-დან 10,000-მდე მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში მინიმუმ ერთი FTTx ქსელია წარმოდგენილი, მაგრამ ყველა მათგანი არ არის დაფარული xDSL ან FWA ქსელებით. FTTx ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების საშუალო რაოდენობა შინამეურნეობაზე 0.6-ია.
2,000-დან 5,000-მდე მოსახლეობით წარმოდგენილ ყველა დასახლებას არ გააჩნია FTTx ქსელი (143 დასახლებიდან 13 წარმოდგენილია FTTx ქსელის გარეშე, მაგრამ ასევე არსებობს 8 დასახლება, რომელზეც ოპერირებს 3 FTTx ქსელი). ერთ დასახლებაში (სოფელი ყარაჯალა) რომელიც მოსახლეობის ამ დიაპაზონით არის წარმოდგენილი არ ოპერირებს არც ერთი ფიქსირებული ქსელის პროვაიდერo. ეს დასახლება საქართველოში ყველაზე დიდი დასახლებაა ფიქსირებული ფართოზოლოვანი დაშვების ქსელის გარეშე და მასზე წარმოდგენილია 4,891 მოსახლე (2014 წლის აღწერის მონაცემებით). 2,000-დან 5,000-მდე მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში FTTx ფართოზოლოვანი აბონენტების რაოდენობა საშუალოდ შინამეურნეობაზე 0,5-ს შეადგენს.
1,000-დან 2,000-მდე მოსახლეობის დიაპაზონით წარმოდგენილი დასახლებული პუნქტების თითქმის მესამედს (279 დასახლებული პუნქტიდან 84) არ გააჩნია FTTx დაფარვა და 11 მათგანზე საერთოდ არ ხორციელდება ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების მიწოდება. ამ ზომის დასახლებებში, სადაც FTTx ტექნოლოგია წარმოდგენილია, შინამეურნეობების დაახლოებით 40% სარგებლობს მომსახურებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით.
1,000-ზე ნაკლები მოსახლეობით წარმოდგენილი დასახლებების მნიშვნელოვანი უმრავლესობა არ არის დაფარული FTTx ქსელებით (2,247 დასახლებული პუნქტი 2,835-დან). ოჯახების მხოლოდ 17% არის FTTx-ის ტექნოლოგიის მომხმარებელი. არსებობს 296 დასახლება, სადაც მოსახლეობა არ არის მითითებული (2014 წლის აღწერის მიხედვით), თუმცა მათგან 29-ში წარმოდგენილია FTTx აბონენტი.

წყარო: პასუხები დაფარვის შესახებ კითხვარზე
შენიშვნა: ქალაქებში 100,000-დან 200,000-მდე მოსახლეობით შედის რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. ამ 3 ქალაქისთვის დამატებით სირთულეს წარმოადგენს ჩართული შინამეურნეობების თანაფარდობის განსაზღვრა შინამეურნეობებთან. ჩართული შინამეურნეობებისთვის გამოყენებული საბაზისო მონაცემები აღებულია ოპერატორების მიერ წარმოდგენილი მონაცემებიდან. შინამეურნეობების რაოდენობა მიღებულია საქსტატიდან, სადაც შინამეურნეობების მონაცემები ბოლოს 2014 წელს შეგროვდა.8 ბათუმი ტურისტული ზონაა, სადაც ზოგიერთი სახლი არ არის დაკავებული მთელი წლის განმავლობაში და ეს შინამეურნეობები არ შედის საქსტატის მიერ დათვლილი აღწერის მონაცემებში. ბათუმში ჩართული შინამეურნეობების თანაფარდობა შინამეურნეობების მთლიან რაოდენობასთან 1.28-ს შეადგენს, რაც, სავარაუდოდ, ასახავს იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი შინამეურნეობა არ შედის ქალაქის შინამეურნეობების რაოდენობაში. ქუთაისში ჩართული შინამეურნეობების თანაფარდობა შინამეურნეობების მთლიან რაოდენობასთან 0,97-ია. რუსთავისთვის განხორციელდა საქსტატის 2014 წლის აღწერით წარმოდგენილ შინამეურნეობებთან დაკავშირებული მონაცემების განახლება და მოსახლეობის ზრდაზე დაყრდნობით უფრო რეალისტური შეფასების მიღება 2022 წლის მდგომარეობით. შინამეურნეობების ამ მაღალი შეფასებითაც კი, ოპერატორების მიერ წარმოდგენილი მონაცემების გათვალისწინებით რუსთავში ჩართული შინამეურნეობების შეფარდება შინამეურნეობების ჯამურ მაჩვენებელთან 1.29 არის.
3.1.1.4 დასკვნები
საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების უმრავლესობა დაკავშირებულია FTTx ქსელთან (91%)9. ყველა ქალაქს, სადაც 40,000-ზე მეტი მოსახლეა, ჰყავს FTTx ქსელების მინიმუმ სამი მიმწოდებელი. ამ დაფარვის ანალიზში ჩვენ
8 https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba
9 კომუნიკაციების კომისიის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული ფართოზოლოვანი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი აბონენტების საერთო რაოდენობა ოდნავ განსხვავდება ოპერატორებისთვის გაგზავნილი კომისიის კითხვარის მიერ დასახლების დონეზე შეგროვებული მონაცემებისგან მიღებული მაჩვენებლებისაგან. ეს იმიტომ ხდება, რომ მცირე ოპერატორებს, რომელთა საერთო რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, არ იყო ვალდებული წარმოედგინა დაფარვის მონაცემები, შესაბამისად, ბევრმა მცირე ოპერატორმა 100-ზე მეტი აბონენტით არ წარმოადგინა კითხვარით განსაზღვრული მონაცემები.
შევაფასეთ მხოლოდ ქსელისა და ტექნოლოგიების დაფარვა და არა ბაზრის შედარებითი ზომები და ცალკეული ოპერატორების და სხვადასხვა ტექნოლოგიების ათვისების მაჩვენებელი. ამ ქსელის დაფარვის შედეგად მიღებული შედარებითი საბაზრო პოზიციები წარმოდგენილი იქნება კონკურენციის ანალიზის შემდგომ ნაწილში(თავში 4).
LTE ტექნოლოგია მოიცავს ყველა დასახლებას 2,000-ზე მეტი მოსახლეობით (ამ დასახლებების ნაწილს მაინც ერთი ოპერატორი ფარავს). ამ მხრივ LTE ქსელებს აქვთ ტექნიკური შესაძლებლობა უზრუნველყონ თითქმის უნივერსალური ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ კავშირი საქართველოში. თუმცა, ქართული მობილური ოპერატორები ზოგადად არ იყენებენ თავიანთ LTE ქსელებს აბონენტებისთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი სერვისის შეთავაზებისთვის10.
გეოგრაფიული დაფარვისა და პენეტრაციის თვალსაზრისით, xDSL-ს აქვს ყველაზე დაბალი წილი, მას შემდეგ ყველაზე დაბალი წილი FWA-ს აქვს, ხოლო FTTx-ის ეს მაჩვენებლები ყველაზე მაღალია. LTE ქსელის დაფარვა ეროვნულია (ქვეყნის მასშტაბის), მაგრამ ფიქსირებული ფართოზოლოვანი დაშვებისთვის მისი დაფარვის მაჩვენებელი ყველა ტექნოლოგიას შორის ყველაზე დაბალია.
სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ქსელების გადაფარვა გავლენას ახდენს კონკურენციაზე. გადაფარვის დონე მნიშვნელოვნად განსხვავდება დასახლებების ფარდობითი ზომების მიხედვით. ყველა დასახლებას, სადაც 40,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ჰყავს FTTx ქსელების მინიმუმ სამი პროვაიდერი, ასევე, ფიქსირდება FWA და xDSL ქსელები. ამ დასახლებებში თითოეულ ოჯახს ხელი მიუწვდება ერთი მაინც FTTx ქსელზე, ხოლო ფაქტობრივი პენეტრაცია 90%-ს აღემატება.
ახლო წარსულში ინვესტიციების უმეტესი ნაწილი FTTx ქსელების მოწყობისკენ იყო მიმართული. იყო მხოლოდ შეზღუდული ინვესტიციები FWA-ში და საერთოდ არ განხორციელებულა სპილენძზე დაფუძნებულ xDSL ქსელებში. ამიტომ მოსალოდნელია, რომ FTTx ქსელების დაფარვის მაჩვენებელი გაიზრდება, ხოლო სხვა ტექნოლოგიები თანდათან შემცირდება ამ ბაზრის ანალიზის მომავალზე ორიენტირებულ პერსპექტივაში.
რეალურ გამოწვევად რჩება საქართველოსთვის ფიქსირებული ფართოზოლოვანი კავშირის უზრუნველყოფა მცირე სოფლებისთვის, მაშინ როდესაც ინტერნეტ პროვაიდერებისთვის არ არსებობს ეკონომიკური სტიმული ქსელები განავითარონ ასეთ ლოკაციებზე.
3.2 საქართველოში არსებული მდგომარეობა ფიქსირებულ ფართოზოლოვან საცალო მომსახურებებთან დაკავშირებით
ამ თავში მოყვანილია საქართველოში არსებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზარზე არსებული ვითარების წინასწარი ანალიზი ბაზრის განსაზღვრის პროცესის ფარგლებში ჩანაცვლებადობის ანალიზის ჩატარებამდე. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU-ს) განმარტებით11 ინტერნეტ მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს 2 მბ/წმ-ზე მაღალ სიჩქარეს განიხილება, როგორც ფართოზოლოვანი მომსახურება.
წინასწარი ანალიზი ეფუძნება ავტორიზებული პირების მიერ კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში რეგულარულად წარმოდგენილ მონაცემებს. გარკვეულ შემთხვევებში განხორციელდა მონაცემების დაზუსტება ან დამატებითი მონაცემების გამოთხოვა.
10 2022 წლის დეკემბერში საქართველოში მხოლოდ 4984 ფიქსირებული LTE აბონენტია აღრიცხული
11 https://www.itu.int/en/ITU-T/committees/scv/Documents/T17-SCV-LS-0015.pdf
3.2.1 მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფისთვის მიწოდებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ურთიერთდამოკიდებულება
პირველ რიგში, საჭიროა ინტერნეტ მომსახურების სტანდარტული შეთავაზებების საცალო მასობრივი სეგმენტი გაიმიჯნოს საბოლოო მომხმარებელზე მორგებული, ინდივიდუალური, მაღალი ხარისხის ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების შეთავაზებებისგან. მასობრივი სეგმენტზე არსებული შეთავაზებები გათვლილია ყველა ტიპის ფიზიკურ პირ მომხმარებელზე და ასევე, მცირე და საშუალო იურიდიულ პირებზე. ინდივიდუალური შეთავაზებების მიწოდება ხორციელდება იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ უფრო რთული სატელეკომუნიკაციო საჭიროებები, მაგალითად, დიდი, მულტილოკაციური ბიზნესები და კომპანიები მიწოდების კომპლექსური ჯაჭვით. ინდივიდუალური შეთავაზებები, ხშირ შემთხვევაში აერთიანებს ფიქსირებულ ფართოზოლოვან მომსახურებას, მობილურ მომსახურებებთან და სხვა, მათთან დაკავშირებულ IT სერვისებთან, რაც უზრუნველყოფს კომპანიის შიდა ქსელების გამართულ და უსაფრთხო მუშაობას და უზრუნველყოფს საიმედო ტელეკომ კავშირს თავიანთი საქმიანობისთვის. ამგვარი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია აბონენტთა მომსახურების ხარისხი, ჰქონდეთ ერთ საკონტაქტო წერტილი სატელეკომუნიკაციო ოპერატორთან, ისარგებლონ პერსონალური მენეჯერის მომსახურებით, რომელიც პასუხისმგებელია მომსახურების ყველა ეტაპზე - მომსახურების საწყის შერჩევაზე, გაყიდვის შემდგომ მომსახურებაზე, პრობლემების მოგვარებასა და ანგარიშსწორების პროცესზე.
იურიდიული პირი აბონენტებისთვის შეთავაზებული ინდივიდუალური, მაღალი ხარისხის მომსახურებები, როგორც წესი, ითვალისწინებს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას გამოყოფილი არხებით (მაგალითად, გამოყოფილი არხები ატვირთვისა და ჩამოტვირთვის სიმეტრიული სიჩქარით), რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ბიზნეს ლოკაციების დასაკავშირებლად. ასეთი მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი მიწოდების საშუალებები:
ტრადიციული ციფრული გამოყოფილი არხები (SDH12, PDH13);
ეზერნეტ14 არხები;
ე.წ. Wavelength access (xWDM15);
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირი გაუნათებელი ოპტიკური ძარღვით 16.
ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული ინტერნეტ მომსახურების მიწოდება გამოყოფილი არხებით, მოითხოვს სპეციალიზებული კვალიფიკაციის მქონე პერსონალს. ამიტომ მიჩნეულია, რომ არ არსებობს მიწოდების მხარის ჩანაცვლებადობა იურიდიული პირებისთვის შეთავაზებულ ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ბიზნეს სერვისებსა და მასობრივ ბაზარზე წარმოდგენილ ფიქსირებულ ფართოზოლოვან მომსახურებებს შორის.
შესაბამისად, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარი ამ შედარებით მცირე რაოდენობის განსაკუთრებული საჭიროების მქონე იურიდიული პირი აბონენტებისთვის გამოყოფილია ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სერვისების მასობრივი ბაზრისგან. მასობრივი ბაზარი მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირი მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ მასობრივი ბაზრის ფიქსირებულ ფართოზოლოვან სერვისებს.
12 https://www.techtarget.com/searchnetworking/definition/SDH
13 https://www.rfwireless-world.com/Terminology/PDH-vs-SDH.html
15 https://www.techopedia.com/definition/3451/wavelength-division-multiplexing-wdm
16 https://everstream.net/knowledge-base/dark-fiber-vs-lit-fiber-which-is-better-for-your-business
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მარეგულირებელი კომისია (მაგალითად, რუმინეთის მარეგულირებელი17), არ თვლის რომ მასობრივი ბაზრის ფიქსირებული ფართოზოლოვანი წვდომის სერვისები, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი საბოლოო მომხმარებლებისთვის, ცალკე ბაზრებს წარმოადგენენ. მასობრივი ბაზრის ფარგლებშივე არსებობს შეთავაზებები სტანდარტული და გაუმჯობესებული პირობებით (მაგალითად, მომსახურების მიწოდების უფრო სწრაფი დრო და ხარვეზების აღდგენა). ამგვარი შეთავაზებები, რომლებიც როგორც წესი უფრო ძვირია, ხელმისაწვდომია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი მომხმარებლებისთვის. ამ ბაზრების გამიჯვნისას მთავარი პრობლემა არის საზღვრის დადგენა სხვადასხვა იურიდიულ პირებს შორის.
ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლოა მიღწეულ იქნეს მიწოდების მხარის ჩანაცვლებადობა, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატორის რესურსები იურიდიული პირების ინდივიდუალური მომსახურებების და მასობრივი ბაზრის იურიდიული და ფიზიკური პირი მომხმარებლების მომსახურებების მიწოდებისთვის ფარავს ერთმანეთს და ოპერატორს შეუძლია შედარებით ადვილად მიმართოს რესურსები სერვისების ერთი სეგმენტიდან მეორე სეგმენტზე.
თუმცა, ეს მსჯელობა არ ვრცელდება საქართველოზე სრულად. აქ ოპერატორები, როგორც წესი, არ აძლევენ უფლებას იურიდიულ პირ მომხმარებლებს მიიღონ ფიზიკური პირი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი მომსახურებები. თუ იურიდიული პირი გახდება ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტი, ისე, რომ ის არ შეატყობინებს მომსახურების მიმწოდებელ ოპერატორს, რომ მის მიერ ფიქსირებული მომსახურების გამოყენება განხორციელდება იურიდიული პირის საჭიროებებისთვის , მაშინ ოპერატორს შეუძლია გააუქმოს ფიზიკური პირის მომსახურება და შეცვალოს იგი იურიდიული პირის ფიქსირებული ფართოზოლოვანი პაკეტით. იურიდიული პირის კონტრაქტებს, როგორც წესი, აქვს გარკვეული უპირატესობები ფიზიკური პირის ხელშეკრულებებთან შედარებით. კერძოდ, შესაძლოა მომსახურების პაკეტში გათვალისწინებული იყოს დამატებითი პირობები, რომლებიც სასარგებლოა იურიდიული პირისთვის (მაგალითად, მრავალი მომხმარებლის ჩართვის შესაძლებლობა, ერთზე მეტი სტატიკური IP მისამართი, ვებ-ჰოსტინგი და ა,შ,). ფიზიკური პირი მომხმარებლები არ ყიდულობენ იურიდიული პირის პაკეტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ (ტექნიკურად და ოპერაციულად) მიწოდების მხარის ჩანაცვლებადობა მასობრივი ბაზრის სერვისებს და იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ მომსახურებებს შორის სავსებით შესაძლებელია, რეალურად ასეთი ჩანაცვლებადობა მიწოდების მხარეს ჩვეულებრივ არ მოხდება. ამ მიზეზით, უნდა დავასკვნათ, რომ იურიდიული პირებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური შეთავაზებები და მასობრივი ბაზრის ინტერნეტ მომსახურებები არ არის ჩანაცვლებადი, თუმცა მჭიდროდ დაკავშირებული ბაზრის სეგმენტებია.
მომდევნო თავებში გაანალიზდება ფიქსირებული ფართოზოლოვანი წვდომის სერვისების მასობრივი მომსახურების საცალო ბაზარი, რომლებიც განკუთვნილია ფიზიკური პირი მომხმარებლებისთვის. ამ ბაზრის სეგმენტს ზოგადად განსაზღვრავენ, როგორც “ ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების საცალო ბაზრის სეგმენტს ფიზიკური პირი მომხმარებლებისთვის”.
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების მასობრივი საცალო ბაზრის სეგმენტის დასკვნები ამ ანალიზში, ასევე ეხება იურიდიული პირების მასობრივი ბაზრის სეგმენტსაც, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატორების რესურსები, როგორც ფიზიკური პირი მომხმარებლებისთვის, ასევე, იურიდიული პირებზე მომსახურების მიწოდებისთვის, იდენტურია. ამავე მიზეზით, მასობრივი საცალო ბაზრის სეგმენტის დაყოფა ორ მჭიდროდ დაკავშირებულ
17 ANCOM-ის გადაწყვეტილება 2020/05/01/RO 11 ივნისი 2020.
ბაზრად არ საჭიროებს დამატებითი ან განსხვავებული შესაბამისი საბითუმო ბაზრის სეგმენტების იდენტიფიცირებას, ვიდრე ეს გაანალიზებულია მე-6 თავში.
3.2.2 კომბინირებული შეთავაზებები
მომხმარებლები მიდრეკილნი არიან შეიძინონ ფიქსირებული სერვისები კომბინირებული შეთავაზებების სახით, რომლებიც აერთიანებენ სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო სერვისებს (მაგალითად, ხმოვანი სერვისები, ინტერნეტი და IPTV) ერთ კომბინირებულ შეთავაზებაში. უმეტეს ქვეყნებში შეიმჩნევა ზოგადი ტენდენცია საბოლოო მომხმარებლებისთვის კომბინირებული შეთავაზებების სერვისების მიწოდების კუთხით18. კომბინირებულ შეთავაზებებში როგორც წესი, გაერთიანებულია შემდეგი სერვისები: ფიქსირებული ტელეფონია, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი, მაუწყებლობის ტრანზიტი(IPTV ან საკაბელო ტელევიზია) და მობილური სატელეფონო მომსახურება.
კომბინირებული შეთავაზებების კომბინაციები, რომელსაც მიმწოდებლები სთავაზობენ საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლებს, ძირითადად მოიცავს ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას მომხმარებლებისთვის. ყველაზე პოპულარული მომსახურებების პაკეტს წარმოადგენს ორმაგი შეთავაზება (49%), რომელიც მოიცავს ინტერნეტს და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებებს.
„სამმაგ“ შეთავაზებას იყენებს ფიქსირებული ქსელის აბონენტების დაახლოებით 10%.
მომხმარებელთა მცირე ნაწილი იყენებს ოთხივე სერვისს კომბინირებული შეთავაზების სახით.
ცხრილი 13 კომბინირებული შეთავაზებები და ცალკე მდგომი სერვისები (2022)
|
პაკეტის შინაარსი |
აბონენტების რაოდენობა* |
მთლიანის % |
|
ფართოზოლოვანი ინტერნეტი + ტელევიზია |
489,596 |
49% |
|
ფართოზოლოვანი ინტერნეტი (ცალკემდგომი) |
391,458 |
39% |
|
ფართოზოლოვანი ინტერნეტი + ტელევიზია + მობილური |
71,558 |
7.1% |
|
ფართოზოლოვანი ინტერნეტი + ტელევიზია + ტელეფონი |
22,263 |
2.2% |
|
ფართოზოლოვანი ინტერნეტი + მობილური |
17,377 |
1.7% |
|
ფართოზოლოვანი ინტერნეტი + ტელეფონი (VoIP, PSTN) |
12,790 |
1.3% |
|
ფართოზოლოვანი ინტერნეტი + ტელევიზია+ ტელეფონი + მობილური |
1,408 |
0.1% |
|
სულ |
1,006,450 |
100% |
|
* ეფუძნება 2022 წლის დეკემბრის მონაცემებს |
|
|
წყარო: კომუნიკაციების კომისიის მიერ ოპერატორებისგან გამოთხოვილი ინფორმაცია
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების 39% მოდის ცალკე მდგომ ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებაზე. მომხმარებლის კომბინირებული მომსახურების პაკეტში მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების გავლენა, როგორც ჩანს, ძლიერია და მასზე გავლენას ახდენს ფიქსირებული ქსელის მსხვილი ოპერატორების მიერ შეთავაზებული მიმზიდველი პრემიუმ კონტენტი. კომბინირებული შეთავაზებებისთვის მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ისინი მოიცავენ ინტერნეტს, თუმცა საბოლოო მომხმარებლის გადაწყვეტილება შეიძლება დაფუძნებული იყოს შეთავაზებაში შემავალ სხვა სერვისებზე. განსახილველია, არის თუ არა ცალკე
18 “WIK: ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, რესპოდენტების 60%-მა განაცხადა, რომ ისინი სარგებლობენ პაკეტებით, რომლებიც მოიცავს მინიმუმ ორ საკომუნიკაციო სერვისს. მართალია არის განსხვავებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქვეყნებიდან მხოლოდ ორს ჰქონდა პაკეტების პენეტრაციის მაჩვენებელი
50%-ზე ნაკლები” განმარტებითი ბარათი კომისიის 2020 წლის რეკომენდაცია შესაბამის ბაზრებზე (https://digital- strategy.ec.europa.eu/en/news/recommendation-relevant-markets)
ბაზარი კომბინირებული შეთავაზებებისთვის და ცალკემდგომი სერვისებისთვის, რომლებსაც მოიცავენ კომბინირებული შეთავაზებები.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონტექსტში Over-The-Top (OTT19) სერვისების(ინტერნეტის მეშვეობით მიღებული დამატებითი მომსახურებები, როგორიც არის Netflix, Youtube, WhatsApp და სხვა) გავლენის თვალსაზრისით 2020 წლის რეკომენდაციის განმარტებით ბარათში შესაბამის ბაზრებთან20 დაკავშირებით ნათქვამია შემდეგი: “კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კომბინირებული შეთავაზებების საცალო ბაზრის არსებობის შეფასებისას არის OTT პროვაიდერების მიერ შემოთავაზებული სერვისების გაზრდილი მოხმარება, რაც წყვეტს კავშირს ქსელთან დაკავშირებასა და სხვა სერვისის მიწოდებას შორის და მომხმარებლებს, რომლებიც იყენებენ OTT სერვისებს, ჩვეულებრივ, არ ექნებათ რეალური სტიმული ისარგებლონ კომბინირებული შეთავაზებებით, რადგან მხოლოდ ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებაზე წვდომა შეიძლება იყოს საკმარისი კომბინირებულ შეთავაზებაში შემავალი სხვა მომსახურებების მიღებისთვის.” დამატებით, ევროკავშირის 2014 წლის შესაბამისი ბაზრების შესახებ რეკომენდაციის განმარტებით ბარათში ასახული ჩანაწერის თანახმად 21: „მიუხედავად იმისა, რომ კომბინირებული შეთავაზებების მოხმარების ზრდა წარმოადგენს ერთ-ერთ დომინანტურ ტენდენციას, რომელიც შეინიშნება საცალო დონეზე, ეს რეკომენდაცია არ გვთავაზობს კომბინირებული შეთავაზებებისთვის ცალკე საცალო ბაზრის განსაზღვრას, რადგან დღემდე არ არსებობს იმის ნიშანი, რომ არსებობს კომბინირებული შეთავაზებების წინასწარი რეგულირების აუცილებლობა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს წინა პერიოდში დარეგულირებულ მაკომპლექტებელს”.
ევროკავშირის ამ რეკომენდაციების და მომავალზე ორიენტირებული პერსპექტივის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე კომბინირებული შეთავაზება, ყველა მათგანი მოიცავს ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას, როგორც კომბინირებული შეთავაზების ნაწილს, რაც ნიშნავს, რომ მასში ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება არის ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისი. საბოლოო მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს წვდომა ყველა სხვა სერვისზე (მაგ. IP ტელევიზია, ტელეფონია) OTT აპლიკაციების გამოყენებით, რაც არღვევს კავშირს ქსელზე დაშვებასა და სერვისის მიწოდებას შორის. ეს ნიშნავს, რომ ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებული შესაბამისი ბაზრის სეგმენტი (ბაზრები) უნდა შედგებოდეს ფართოზოლოვანი კავშირის სერვისისგან, მიუხედავად იმისა, არიან ისინი წარმოდგენილნი ცალკემდგომი თუ კომბინირებული შეთავაზებების სახით.
3.2.3 ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის პენეტრაცია
2022 წლის ბოლოს საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების 1,029,481 ფიზიკური პირი აბონენტი დაფიქსირდა, რაც შინამეურნეობების 82%-ს შეადგენს.
ბოლო 4 წლის განმავლობაში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების პენეტრაცია შინამეურნეობებში სტაბილურად გაიზარდა.
19 https://www.carritech.com/news/ott-telecom-providers/
20 https://digital-strategy.ec.europa.eu/en/news/recommendation-relevant-markets




შენიშვნა: საქართველოში მობილური ინტერნეტის მომხმარებელი აბონენტების მოსახლეობაში სიმკვრივის მაჩვენებლების შედარებას ევროკავშირის ქვეყნებთან ართულებს შესაბამისი მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებელი აბონენტებისა და მოსახლეობის მაჩვენებლების აღრიცხვის განსხვავებულობა. მაგალითად, საქართველოში, სადაც ფიზიკურ პირი იყენებს რამდენიმე მობილური მობილური ოპერატორის ფართოზოლოვან მომსახურებას, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს რამდენიმე სიმ ბარათი, თითოეული სიმ ბარათი კი შედის მობილური ინტერნეტის მომხმარებელი აბონენტების რაოდენობაში. ევროკავშირის ქვეყნებისთვის დათვლის მეთოდოლოგია ითვალისწინებს, რომ ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს მრავალი მობილური ოპერატორის ფართოზოლოვან მომსახურებას, მხოლოდ ერთხელ აღირიცხება. ასევე, საქართველოში მნიშვნელად გამოყენებული მაჩვენებელი (მოსახლეობის რაოდენობა) არ მოიცავს 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, ხოლო ევროკავშირში სიმკვრივის გაანგარიშების მნიშვნელი მოიცავს მთელ მოსახლეობას. ეს განსხვავებები, როგორც წესი, განაპირობებს საქართველოში მობილური ინტერნეტის სიმკვრივის გადაჭარბებულ მაჩვენებელს ევროკავშირის ქვეყნების მონაცემებთან შედარებისას. საქართველოსთვის წარმოდგენილი მაჩვენებლები აღებულია წლის ყოველთვიური დათვლის მეთოდოლოგიის გამოყენებით და არა დეკემბრის წლიური მონაცემებით. განსხვავება წლიურ დათვლილ მაჩვენებლებსა და ყოველთვიურ დათვლილ მაჩვენებლებს შორის გამოწვეულია აქტიური მობილური აბონენტების რაოდენობით (დათვლის პერიოდში მოხმარების მიხედვით). ყოველთვიური დათვლილი აბონენტების მაჩვენებლები უფრო დაბალია, ვიდრე წლიური პერიოდულობის გამოყენებით მიღებული რიცხვი (დაახლოებით 10%-ით). ამ ყოველივეს გათვალისწინებით და DESI-ს მობილური ინტერნეტის აბონენტების განმარტებიდან გამომდინარე, საქართველოს მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობის მაჩვენებელის ევროკავშირთან შესადარებლად ოპტიმალურია გამოყენებულ იქნეს სწორედ DESI-ს რიცხვები (დიაგრამა 19).
23 DESI-ს 2023 წლის ანგარიშsa და ინტერქატიულ დიაგრამებზე არ არის ასახული მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების მომხმარებელი აბონენტების სიმკვრივესთან დაკავშირებული მონაცემები 2022 წლის მდგომარეობით (უნდა ვივარაუდოთ რომ 2022 წლის მონაცემების შეგროვება არ განხორციელებულა) შესაბამისად მე-19 დიაგრამაზე ასახული ბოლო მონაცემი წარმოადგენს 2021 წლის მონაცემს.
ფიქსირებული და მობილური ფართოზოლოვანი ინტერნეტ კავშირის სერვისების პენეტრაციის მაჩვენებლებს მივყავართ შემდეგ დასკვნებამდე:
საქართველოში მუდმივი და სტაბილური მოთხოვნაა ყველა ტიპის (ფიქსირებული და მობილური) ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებაზე;
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული ცვალებადობა პენეტრაციის მაჩვენებლის კუთხით, ფიქსირებულ ფართოზოლოვან და მობილურ ფართოზოლოვან სერვისებს აქვს შემავსებელი სერვისების მახასიათებლები, რადგან ერთი სერვისის გამოყენების ზრდა არ იწვევს მეორის გამოყენების შემცირებას. ეს მოსაზრება უნდა დადასტურდეს ამ კვლევის შემდეგ ეტაპებზე დეტალური ჩანაცვლებადობის ანალიზის ფარგლებში;
საქართველოსა და ევროკავშირის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზრების შედარების მაჩვენებელები, ასევე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლები (დიაგრამები 15- დან 19-მდე) და მათთან დაკავშირებული დასკვნები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბაზრის ანალიზის პროცესში.
3.2.5 ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ტექნოლოგიების მიხედვით ტექნოლოგიების ნაირსახეობა, რომლითაც ფართოზოლოვანი ინტერნეტ სერვისები მიეწოდებათ
საბოლოო მომხმარებლებს, აფართოვებს ბაზრის სტრუქტურას, პროდუქტის ჩანაცვლებადობას და კონკურენციის პირობების განსხვავებულობას. ქვემოთ მოცემულია ფიქსირებული ფართოზოლოვანი კავშირის ტექნოლოგიები საქართველოში:
• FTTx (P2P(წერტილი - წერტილი), GPON და FTTB UTP Ethernet სახლამდე);
• ფიქსირებული უსადენო კავშირი FWA24;
• xDSL კავშირი სპილენძის ქსელით (ADSL, VDSL);
• ფიქსირებული LTE25.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კოაქსიალური საკაბელო ქსელებით (DOCSIS-ზე26 დაფუძნებული ტექნოლოგიები) ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ სერვისების მიწოდება არ ხორციელდება. საქართველოში 5G ქსელის განვითარება და 5G უკაბელო ფართოზოლოვანი სერვისების შეთავაზება საწყის ეტაპზეა. ასეთი მომსახურების მიწოდება შეიძლება განხორციელდეს უახლოეს წლებში, მაგრამ, მოსალოდნელია, რომ მისი მოცულობა ამ ბაზრის ანალიზის მომავალზე ორიენტირებულ პერსპექტივაში მცირე იქნება.27 თუმცა, მოსალოდნელია, რომ ფიქსირებული 5G უკაბელო ფართოზოლოვანი ქსელი მხედველობაში იქნება მისაღები ბაზრის მომდევნო ანალიზის განხორციელებისას
24 ზოგიერთი ისტორიული მიზეზის გამო, საქართველოში ზოგჯერ WiFi-ს უწოდებენ
25https://bundunetworx.co.za/the-difference-between-adsl-fixed-lte-and- fibre/#:~:text=Fixed%20Long%2DTerm%20Evolution%20(LTE,together%20with%20core%20network%20improvements
26 https://www.ppc-online.com/docsis-3.1-guide
27 5G სპექტრის შპს „ვიონი საქართველოსთვის“ მინიჭებულ ლოტებში დაფარვის მოთხოვნები ითვალისწინებს მხოლოდ „საქართველოს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების, ტურისტული ზონების, პორტების, აეროპორტების, რკინიგზის და მთავარი მაგისტრალების თანდათანობით დაფარვას 5G ქსელით მომდევნო 3-7 წლის განმავლობაში. წლები.” https://www.com.ge/en/yvela-siaxle/comcom-announces-auction-for-the-implementation-of-5g-technology.page
სრული გადაწყვეტილება იხილეთ მიმაგრებულ ფაილში PDF ფორმატში
