წვდომის მენიუ

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებაზე შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-25-1 / 16

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 20, 2025 15:42

მიღების თარიღი იანვარი 16, 2025

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებაზე შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

განმცხადებელი: შპს „სტრიმინგ პლატფორმა“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 16 იანვარი.

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-24-7/5498, 23.12.2024 და №შ-25-7/96, 14.01.2025) მიმართა  შპს  „სტრიმინგ  პლატფორმამ“  (ს/ნ    405747526)  „მაუწყებლობის   შესახებ” საქართველოს კანონის     შესაბამისად     ვიდეოგაზიარების   პლატფორმის     მომსახურებაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად შპს „სტრიმინგ პლატფორმა“ ითხოვს ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მომსახურების   აღწერა,  მათ შორის,  მონაცემები იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებას მიეკუთვნება - კომპანიის მიერ შექმნილი ვიდეოგაზიარების პლატფორმა  საშუალებას მისცემს მომხმარებელს ატვირთონ თავიანთი ვიდეორგოლები და გაუზიარონ სხვა მომხმარებლებს ასევე საშუალება ექნებათ სხვისი ატვირთული ვიდეორგოლების ნახვის;

ბ) მომსახურების გავრცელების საშუალება - ინტერნეტი;

გ) ინფორმაცია ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული საშუალებების შესახებ - პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც განთავსდება ვებ-გვერდზე  - www.streamingplatform.ge

დ) მომსახურების შესახებ მონაცემები, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება მიეკუთვნება სხვა  მომსახურების  ნაწილს,  აღნიშნული  მომსახურების  თაობაზე  მონაცემები    - ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება არ მიეკუთვნება სხვა მომსახურების ნაწილს;

ე) ვებ-გვერდის მისამართი - www.streamingplatform.ge

ვ) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურებაზე „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირი დაფუძნებულია საქართველოში.

II. სამოტივაციო ნაწილი

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ მიერ კომისიაში  წარმოდგენილია „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   45მუხლის   მე-4   და   მე-5  პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ კომპანიის განცხადება და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 16 იანვრის სხდომას ესწრებოდა შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ წარმომადგენელი გიორგი მიქელაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით,   კომისიას   მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს  შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებაზე ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 382-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. გატარდეს შპს „სტრიმინგ პლატფორმა“ (ს/ნ 405747526) ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებაზე შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მომსახურების აღწერა, მათ შორის, მონაცემები იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებას მიეკუთვნება - კომპანიის მიერ შექმნილი ვიდეოგაზიარების პლატფორმა საშუალებას მისცემს მომხმარებელს ატვირთონ თავიანთი ვიდეორგოლები და გაუზიარონ სხვა მომხმარებლებს ასევე საშუალება ექნებათ სხვისი ატვირთული ვიდეორგოლების ნახვის;

ბ) მომსახურების გავრცელების საშუალება - ინტერნეტი;

გ) ინფორმაცია ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული საშუალებების შესახებ - პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც განთავსდება ვებ-გვერდზე - www.streamingplatform.ge

დ) მომსახურების შესახებ მონაცემები, თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება მიეკუთვნება სხვა მომსახურების ნაწილს, აღნიშნული მომსახურების თაობაზე მონაცემები - ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება არ მიეკუთვნება სხვა მომსახურების ნაწილს;

ე) ვებ-გვერდის მისამართი - www.streamingplatform.ge

ვ) ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურებაზე „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება - ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი იურიდიული პირი დაფუძნებულია საქართველოში.

2. შპს „სტრიმინგ პლატფორმა“ ვალდებულია:

ა) დაიცვას ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი, დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სტრიმინგ პლატფორმასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  (www.comcom.ge)გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე); 

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სტრიმინგ პლატფორმასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი 

ივანე მახარაძე წევრი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები