წვდომის მენიუ

ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის” სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: გ-25-1 / 465

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2025 11:46

მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2025

ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის” სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

განმცხადებელი: ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია”;

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 11 სექტემბერი.

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის 7 აგვისტოს  №გ-25-10/419  გადაწყვეტილებით  სათემო  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის  მოსაპოვებლად კომისიის 2025  წლის 22 მაისის №გ-25-10/227 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია” (ს/კ  404511337). კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე  –2 პუნქტის  შესაბამისად,  ა(ა)იპ  ”საქართველოს   საპატრიარქოს   რადიო-ივერიას” განესაზღვრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 2,021.76 (ორი ათას  ოცდაერთი  ლარი  და  76 თეთრი)  ლ არის საქართველოს  ცენტრალურ  სახელმწიფო  ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას” კომისიის 2025 წლის 7 აგვისტოს №გ-25-10/419 გადაწყვეტილება ჩაბარდა  2025 წლის  11 აგვისტოს. კომპანიის მიერ  2025 წლის  2 სექტემბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის  (10,108.80 ლარი) 20% - 2,021.76 (ორი ათას ოცდაერთი ლარი და  76 თეთრი) ლარი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2025 წლის 5 სექტემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/3741).

II. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის,  38-ე, 39–ე, 41-ე, 43–ე მუხლების  და  კომისიის  2025  წლის    7 აგვისტოს  №გ-25-10/419 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიეცეს ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას” (ს/კ 404511337) მაუწყებლობის №B204 ლიცენზია შემდეგი  სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2035 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით; დ)  მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 24 საათი;

ვ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 

 

 

 

 

გამცემის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე (მჰც)

საარხო ზოლის სიგანე (კჰც)

 

 

მოდუ ლაცია

 

 

პოლარ იზაცია V/H

 

 

 

გასხივება

 

 

გამცემის სიმძლავრე (ვტ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

 

1

ფასანაური სატელევიზიო ანძა

 

105.3

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

42°20'38.78"N

44°41'46.07"E

 

18

 

2

ამბროლაური სატელევიზიო ანძა

 

100.7

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

42°30'49.70"N

43°9'52.28"E

 

20

 

3

სარფი

სს სილქნეტის ანძა

 

99.5

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

50

 

2

 

41°31'23.6"N

41°32'56.8"E

 

15

 

 

4

 

ცივის სატელევიზიო ანძა

 

 

98.3

 

300

 

 

FM

 

 

V

ქ. თელავის მიმართუ ლებით

 

100

 

2

 

41°52'17.01"N

45°24'34.26"E

 

 

15

 

5

 

მარტვილის ანძა

 

94.1

 

300

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

2

 

42°27'19.04"N

42°21'58.57"E

 

20

შენიშვნა  1:  გადამცემი  სადგურის  განთავსება  შესაძლებელია  მითითებული  კოორდინატის  მიმართ 500 მ  რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება  ±5მ).

შენიშვნა 2:  სამაუწყებლო ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური   პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

თ) სალიცენზიო გადასახდელი: უზრუნველყოს ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ” სალიცენზიო გადასახდელის  დარჩენილი 70%-ის ანუ 7,076.16 (შვიდი ათას სამოცდათექვსმეტი და 16 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22 სახაზინო  კოდი - 300773062

590.00 ლარი  – 2025 წლის 11 ოქტომბრამდე;

590.00 ლარი  – 2025 წლის 11 ნოემბრამდე;

590.00 ლარი  – 2025 წლის 11 დეკემბრამდე;

590.00 ლარი  – 2026 წლის 11 იანვრამდე;

590.00 ლარი  – 2026 წლის 11 თებერვლამდე;

590.00 ლარი  – 2026 წლის 11 მარტამდე;

590.00 ლარი  – 2026 წლის 11 აპრილამდე;

590.00 ლარი  – 2026 წლის 11 მაისამდე;

590.00 ლარი  – 2026 წლის 11 ივნისამდე;

590.00 ლარი  – 2026 წლის 11 ივლისამდე;

590.00 ლარი  – 2026 წლის 11 აგვისტომდე;

586.16 ლარი  – 2026 წლის 11 სექტემბრამდე;

2. ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია” ვალდებულია:

ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს და უზრუნველყოს მაუწყებლობის პროცესში მართლმადიდებლური თემის წარმომადგენელთა მონაწილეობა;

ბ) უზრუნველყოს შესაბამის გეოგრაფიულ ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქება;

გ) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

დ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში იქნა ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;

ე) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში (საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი წლის ვადაში ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა).

ვ) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება და ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო- ივერიასთვის” გაგზავნა; 

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ ”საქართველოს  საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის” ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის” ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში; 

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), დ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ.ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) და ზ) ქვეპუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფს;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), დ), ე), ვ), ზ), თ) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები