სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2025 17:07
მიღების თარიღი მაისი 22, 2025
სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ
განმცხადებელი: ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერია”;
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 22 მაისი.
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიამ” (ს/კ 404511337) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/1524, 15.04.2025წ) რადიომაუწყებლობის არეალის გაფართოების მიზნით, დასახლებულ პუნქტებში - ფასანაურში, ამბროლაურში, სარფში, მარტვილში, თელავში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ.
2. კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ1 პუნქტის შესაბამისად სათემო მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას; ამავე კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი უნდა ემსახურებოდეს თემის ინტერესებს; უნდა უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება; უნდა უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქებას. სათემო მაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზიას გასცემს კონკურსის საფუძველზე. ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია სათემო სამაუწყებლო მომსახურების ზონად განსაზღვროს თემის კომპაქტური განსახლების ნებისმიერი სახმელეთო ტერიტორია.
3. კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების საკითხი და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის № 25-10-969 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე გამოარკვია, რომ ზემოთ მითითებულ დასახლებულ პუნქტებში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი და შესაბამისად, შესაძლებელია სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადება შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:
4. კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით და ზემოაღნიშნული ტექნიკური პარამეტრების საფუძველზე, გაანგარიშებულმა სალიცენზიო გადასახდელის ოდენობამ (სამსახურეობრივი ბარათი №№25-10-969, 13.05.2025), შეადგინა – 10,108.80 ლარი.
II. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და თ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, 371-ე, 38-ე და 43-ე მუხლების, ”ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ” კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის №10 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს კონკურსი სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში -12 საათი; ე) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:
2. პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია: ლიცენზიის მაძიებელი უნდა წარმოდგენდეს მოქმედ საეთერო სათემო რადიომაუწყებელს, რომლის მიზანს წარმოადგენს მოქმედი სამაუწყებლო ბადით მაუწყებლობის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და რომლის მიერ წარმოდგენილი კონცეფციაც, უნდა ითვალისწინებდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს და მართლმადიდებლური თემის ინტერესებს;
3. კონკურსში გამარჯვებული, სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში ვალდებული იქნება
ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს და უზრუნველყოს მაუწყებლობის პროცესში მართლმადიდებლური თემის წარმომადგენელთა მონაწილეობა;
ბ) უზრუნველყოს შესაბამის გეოგრაფიულ ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქება;
გ) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
დ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში იქნება ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;
ე) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში (საქმიანობის დაწყებად ითვლება ერთი წლის ვადაში ლიცენზიის ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულ ყველა პუნქტში შესაბამისი ტექნიკური პარამეტრებით მაუწყებლობა).
ვ) კომისიას წარმოუდგინოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყებიდან/შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
4. სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვროს 10,108.80 (ათი ათას ას რვა ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარით;
5. კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტო 13:00 საათი;
6. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2025 წლის 27 ივნისის 17:00 საათამდე;
7. მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2025 წლის 2 ივლისის 13:00 საათი;
8. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2025 წლის 31 ივლისი13:00 საათი;
9. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
ბ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, სახეობა, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
გ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები;
ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
10. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს (დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქული სახით):
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის (2000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული
თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მოპოვების მიზნით დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიის აპარატის საფინანსო სამსახურს +995 32 239 40 29); ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს აღნიშნული თანხა უკან არ უბრუნდება.
გ)შესაბამისობის დეკლარაცია (იხ. ლინკი - https://comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/shesabamisobis-deklaracia-da-finansuri- gamchvirvaloba/declaration-of-conformity-forms );
დ) იურიდიული პირისათვის – ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ (აღნიშნული ცნობები დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ), ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, (შესაბამისი ფორმა დამტკიცებულია კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს№7 დადგენილების დანართი №3-ით. (იხ. ლინკი - https://comcom.ge/ge/regulation/mediamomsaxureba/broadcasting/mauwyeblobis-sferoshi- avtorizacia/iuridiuli-piris-mier-shesavsebi-qonebrivi-mdgomareobis-deklaracia );
ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;
ვ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
ზ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
თ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროგრამირების მინიმალურ მოთხოვნებს და მართლმადიდებლური თემის ინტერესებს;
ი) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე:
მიმღები - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ა/ანგარიში - GE 10 BG 00 000 001 254 355 01;
ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი’’; ბანკის კოდი - BAGAGE22;
ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით;
11. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი. რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობის მიღება, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეკრძალება:
ა) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს;
ბ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს;
გ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს;
დ) საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას/ პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს;
ვ) იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
აგრეთვე, იმ პირს, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეები არიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;
შენიშვნა: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი (კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირის გარდა) აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, ერთი მხრივ, სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლების მინიჭებას და, მეორე მხრივ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის/ორგანოს მიერ დაფუძნებული მაუწყებლისათვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ მაუწყებლობის უფლების მინიჭებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ასევე ეკრძალება იმ პირს, რომლის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა არ არის კერძო სამართლის არაკომერციული (არასამეწარმეო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
12. მოსამზადებელ სხდომაზე ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებელს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.
13. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის.
14. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.
15. კომისია წარმოებაში არ მიიღებს:
ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი დოკუმენტაცია;
ბ) სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა პირმა/ორგანომ;
გ) ახალ სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.
16. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.
17. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისას კომისია მხედველობაში იღებს:
ა) რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ლიცენზიის მაძიებლის შესაძლებლობებს;
ბ) თემის სახეს და მრავალფეროვნებას;
გ) ლიცენზიის მაძიებლისათვის ლიცენზიის სამოქმედო ზონაში სხვა მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს.
დ) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნებას და თემის ინტერესებთან შესაბამისობას;
ე) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობას.
18. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.
19. კომისია იღებს და აქვეყნებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ. კომისიის გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების შესახებ ეგზავნება კონკურსის ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ქვეყნდება კომისიის ვებ- გვერდზე (www.comcom.ge) ინტერნეტში; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის პირობები მითითებული უნდა იყოს კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში;
20. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი 70% -ის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
21. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება.
22. კონკურსის საფუძველზე ლიცენზიის მიღებისას საკონკურსო პირობები და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნული პირობები აისახება კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის განსაკუთრებულ პირობებში, როგორც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო ვალდებულებები;
23 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;
24. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა (ლ.ბერიძე);
25. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე.
26. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის” გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
27. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი