წვდომის მენიუ

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №3-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/289 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-25-10 / 380

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2025 16:23

მიღების თარიღი ივლისი 16, 2025

საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №3-ში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2025  წლის 5 ივნისის №გ-25-10/289 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ

კომისიის მოსამზადებელი სხდომის თარიღი: 2025 წლის 16 ივლისი.

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2025 წლის  5 ივნისის  №გ-25-10/289  გადაწყვეტილებით  გამოცხადდა  კონკურსი  საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა   №3-ში   კერძო   საერთო   რადიომაუწყებლობის   ლიცენზიის  მისაღებად   შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) გავრცელების გეოგრაფიული ზონა: საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №3;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 18 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

შენიშვნა 1: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ   500 მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება ±5მ). ასევე ქსელის ფორმირებისას გადამცემის სიმძლავრის და ანტენის ტექნიკური პარამეტრების მნიშვნელობების ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს;

შენიშვნა 2: ზონალური დაფარვის მიზნით გაცემული ლიცენზიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაუწყებლობის ზონის თითოეული გადამცემი სადგურიდან უნდა გავრცელდეს ერთი და იგივე კონტენტი დროში უცვლელად, შესაბამისად ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენისას ყურადღება უნდა გამახვილდეს, როგორც გადამცემი სადგურების და საანტენო მეურნეობის, ასევე სადისტრიბუციო ქსელის მოწყობის აუცილებლობაზე;

შენიშვნა 3:  კომისიის თანხმობის შემთხვევაში ქსელის ფორმირებისას შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრების ცვლილება, ქსელის გამართული ფუნქციონირების მისაღწევად, მათ შორის სადგურების მდებარეობის.

2. კომისია აღნიშნავს რომ ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მიმდინარეობდა 2025 წლის 11 ივლისის 17:00 საათამდე. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობაზე კომისიაში არცერთი განაცხადი არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა №3-ში, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის  მოსაპოვებლად, კომისიის 2025 წლის 5 ივნისის №გ-25-10/289    გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი.

II. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ჟ) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. ჩაშლილად   გამოცხადდეს   საეთერო   მაუწყებლობის   მომსახურების   ზონა   №3-ში,   კერძო   საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის  მოსაპოვებლად, კომისიის 2025    წლის 5 ივნისის №გ-25-10/289 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსი;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე     თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე     წევრი

ივანე მახარაძე         წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები