წვდომის მენიუ

შპს „ქლაუდ ცხრა“-ს (ს/კ: 405063755) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-25-11 / 269

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2025 17:39

მიღების თარიღი მაისი 29, 2025

შპს „ქლაუდ ცხრა“-ს (ს/კ: 405063755) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“)  2025 წლის  14 მაისის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-25-6/2008) მიმართა შპს „ქლაუდ ცხრა“-ს დირექტორმა თეონა მარტაშვილმა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია“-ს (ს/კ:404462283) კუთვნილი 33% წილის (შემდგომში „ტრანზაქცია“) შპს “აითიენ”-ის (ს/კ:404997287)  სასარგებლოდ გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის 26-ე მუხლის  შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან  შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს,   რომელიც   მონაწილეობს   შერწყმაში   ან   რომლის   წილის,   აქციების   ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია  უფლებამოსილია  შერწყმის  ან  შეძენის  თაობაზე  ავტორიზებული  პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ქლაუდ ცხრა“ 2015 წლის 4 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს  და  მას  ავტორიზაცია  გავლილი  აქვს  ელექტრონული  კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და/ან მომსახურების მიწოდების სახეები და მათი მოკლე აღწერილობა

B.F.2        ინტერნეტ მომსახურება

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

კომისიის ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრიდან  ამონაწერის  თანახმად,  შპს  „ქლაუდ ცხრა“-ს 100% წილის მფლობელი არის კომპანია შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია“ (ს/კ:404462283), რომლის პარტნიორები არიან ფიზიკური პირები: კონსტანტინე ქაროსანიძე (50% წილით) და თეონა მარტაშვილი (50% წილით).

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად შპს „აითიენ“-ის 100% წილის  მფლობელი არის არტურ ტოროსიანი, ხოლო კომპანიის დირექტორია მარიამ დავრაშელიძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ქლაუდ ცხრა“ და მისი მფლობელები, შპს „აითიენი“, მისი მფლობელები და დირექტორი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33   ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ქლაუდ ცხრა“ ძირითადად საქმიანობს ჰოსტინგ მომსახურების სფეროში და ავტორიზებადი საქმიანობიდან   მიღებული შემოსავალი,  და მომსახურებების ხვედრითი  წილი(%) შესაბამის სეგმენტზე არის შემდეგი:

 

2024 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით შემოსავალი მომსახურების სახეების შესაბამისად

2024 წლის იანვრიდან

2024 წლის დეკემბრის ჩათვლით

 

2025 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით

 

წილი % შესაბამის გეოგრაფიულ არეალში

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - გაფართოებული ურთიერთჩართვა

 

 

 

215,847

 

 

 

53,962

 

10%

სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება -

დომენის გადასახადი

 

285,725

 

99,281

 

13%

სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება -

თანალოკაცია

 

1,613,594

 

425,236

 

30%

სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება -

ჰოსტინგი

 

1,289,916

 

448,287

 

15%

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კომპანიის შპს „ექსპერტ სოლუშენს ჯორჯია“-ს (ს/კ:404462283) კუთვნილი 33% წილის შპს “აითიენ”- ის(ს/კ: 404997287)  სასარგებლოდ გასხვისება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „ქლაუდ ცხრა“-ს წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს თანხმობა შპს „ქლაუდ ცხრას“ კომპანიის წილის 33%-ის   შპს   „აითიენ“-ზე გასხვისებაზე.

2.   განემარტოს შპს „ქლაუდ ცხრას“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ქლაუდ ცხრა“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6  (ექვსი)  თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში  ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ქლაუდ ცხრა“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს “ქლაუდ ცხრა“-სათვის  გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ქლაუდ ცხრა“-სათვის ჩაბარების დღიდან;

6.   გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.    კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები