შპს „ფაიბერლინკის“ ( ს/ნ:404772616) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2025 14:16
მიღების თარიღი ივლისი 10, 2025
შპს „ფაიბერლინკის“ ( ს/ნ:404772616) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - „კომისია“) 2025 წლის 1 ივლისს განცხადებით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2720) შპს „ფაიბერლინკის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ტარიელ კუბლაშვილმა, ამავე კომპანიის დამფუძნებლის და 25%- იანი წილის მფლობელის, ფიზიკური პირი ირაკლი ყუფუნიას წილის კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ფიზიკური პირის სოფიო ნებიერიძეს მიერ სრულად შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ფაიბერლინკი“ 2025 წლის ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ფაიბერლინკის“ პარტნიორები არიან:
სახელი |
გვარი |
წილი(%) |
ტარიელი |
კუბლაშვილი |
50 |
სოფიო |
ნებიერიძე |
25 |
ირაკლი |
ყუფუნია |
25 |
სახელი |
გვარი |
წილი(%) |
ტარიელი |
კუბლაშვილი |
50 |
სოფიო |
ნებიერიძე |
50 |
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ფაიბერლინკი“ და მისი პარტნიორები ტარიელ კუბლაშვილი და სოფიო ნებიერიძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
ვინაიდან კომპანიას ავტორიზაცია გავლილი აქვს ივნისის თვეში, კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში ჯერ არ უფიქსირდება მონაცემები შემოსავლებისა და აბონენტების შესახებ.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს შპს „ფაიბელინკის“ პარტნიორის ირაკლი ყუფუნიას წილის კომპანიის დამფუძნებლის ფიზიკური პირის სოფიო ნებიერიძის მიერ სრულად შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაშია 6 თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „ფაიბერლინკს“ კომპანიის დამფუძნებლის ირაკლი ყუფუნიას მფლობელობაში არსებული 25%-იანი წილის კომპანიის დამფუძნებლის სოფიო ნებიერიძის მიერ შეძენაზე.
2. განემარტოს შპს „ფაებერლინკს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ფაიბერლინკი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის კომპანიისათვის გაგზავნა (ბ.გასვიანი).
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის კომპანიისათვის ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისათვის ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი