შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შპს „პრონეტ PRONET“-ის (ს/ნ442260615) საოპერაციო აქტივების შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2025 11:35
მიღების თარიღი ივლისი 10, 2025
შპს „სქაიტელის“ (ს/კ 400013748) მიერ შპს „პრონეტ PRONET“-ის (ს/ნ442260615) საოპერაციო აქტივების შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2025 წლის 2 ივლისს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის ნომერი შ.-25-6/2723) მიმართეს შპს „სქაიტელისა“ (ს/ნ400013748) და შპს „პრონეტ PRONET“-ის (ს/ნ442260615) დირექტორებმა შპს „სქაიტელის“ მიერ შპს „პრონეტ PRONET“-ის საოპერაციო აქტივების სრულად შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საოპერაციო აქტივის შეძენის მიზანია შპს „სქაიტელის“ მიერ მომსახურების მიწოდების/დაფარვის გეოგრაფიული არეალის და მომხმარებლების რაოდენობის ზრდა. შპს „პრონეტ PRONET“-ის საოპერაციო აქტივების სრულად შეძენის შემდგომ, შპს „სქაიტელი“ აპირებს შეინარჩუნოს შპს „პრონეტ PRONET“-ის ინტერნეტ აბონენტები და განაგრძობს არსებულ ბიზნეს საქმიანობას: ფიქსირებული ფართოზოლოვანი საცალო ინტერნეტ მომსახურების მიწოდებამომხმარებლებისთვის.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში, ან რომლის წილის, აქციების, ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „სქაიტელი“ 2011 წლის 15 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.1
ოპტიკურ-ბოჭკოვანი |
ადგილობრივი |
(სააბონენტო) |
დაშვების |
ქსელის |
ფუნქციური |
|||
რესურსებითა |
და |
სიმძლავრეებით |
უზრუნველყოფ |
ა |
||||
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
|
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, |
ადგილობრივი |
(სააბონენტო) |
დაშვების |
ქსელის |
შესაბამისი |
|
||||||
ელემენტებისა |
და |
საშუალებების |
ფუნქციური |
რესურსებითა |
და |
სიმძლავრეებით |
||||||
უზრუნველყოფა |
|
|||||||||||
A.F.3 და საშუალებებით პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი |
მაგისტრალური |
სახაზო |
საშუალებების |
ფუნქციური |
რესურსებითა |
|||
და |
სიმძლავრეებით |
უზრუნველყოფა |
|
|||||
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ძირითადი |
საკომუნიკაციო |
ქსელების |
ურთიერთჩართვის |
გარდამქმნელი |
ტერმინალური |
|||||||||
აღჭურვილობის |
(IP |
TV, |
IP |
|
ელეფონია) |
ფუნქციური |
რესურსებითა |
და |
სიმძლავრეებით |
|
||||
უზრუნველყოფა |
|
|||||||||||||
|
B.F.1
დგილობრივი |
სატელეფონო |
(ხმოვანი) |
კავშირით |
მომსახურება |
საერთაშორისო |
სატელეფონო |
(ხმოვანი) |
კავშირით |
მომსახურება |
საქალაქთაშორისო |
სატელეფონო |
(ხმოვანი) |
კავშირით |
მომსახურება |
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
Wi-fi
ოპტ იკური |
ქსელით |
ინტერნეტ |
მომსახურება |
B.F.4მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სქაიტელის“ პარტნიორები არიან:
პარტნიორი/დირექტორი |
კომპანიის წილი |
ბესიკ მოსაშვილი |
30% |
ნინო თოთაძე |
20% |
დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“ |
40% |
ედუარდ ჯანოაშვილი |
10% |
|
|
დირექტორი - არმენ ობოსიანი |
|
შპს „სქაიტელი“ , მისი პარტნიორები და მისი წარმომადგენელი - დირექტორი არმენ ობოსიანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
შპს „პრონეტ PRONET“-ი 2013 წლის 16 აპრილიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „პრონეტ PRONET“-ის დამფუძნებელი და დირექტორი არის:
სახელი |
გვარი |
წილი(%) |
||
|
ბერიშვილი |
75 /დირექტორი |
||
|
ნათია |
|
||
|
ლიმარი |
25 |
||
|
ანასტასია |
|
კომპანია შპს „პრონეტ PRONET“-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმა ფიზიკური პირი ნათია ბერიშვილი ასევე წარმოადგენს ფიზიკური პირი ანასტასია ლიმარის მინდობილ პირს. შპს „პრონეტ PRONET“, მისი დამფუძნებლები და დირექტორი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს “სქაიტელი” და შპს „პრონეტ PRONET“ ახორციელებენ ავტორიზებად საქმიანობას შემდეგ გეოგრაფიულ ზონებში: შპს „სქაიტელი“ მთლიანი საქართველოს მაშტაბით. ხოლო შპს „პრონეტ PRONET“-ი ზუგდიდის, მარტვილის და ჩხოროწყუს რაიონებში. საცალო მომსახურების სეგმენტზე შესაბამის გეოგრაფიულ ზონაში შემოსავლების, აბონენტების და მათი წილების რაოდენობა შემდეგია:
საცალო მომსახურების კატეგორია |
შემოსავლები (2024 წლის იანვრიდან 2025 წლის აპრილამდე ლარი დღგ-ს გარეშე) |
ბაზრის წილი % |
აბონენტების რაოდენობა 2025 წლის აპრილის მდგომარეობით |
ბაზრის წილი % |
პრონეტ PRONET |
|
|
|
|
ფიქსირებული ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - |
54,444 |
0.80% |
244 |
0.7% |
სქაიტელი |
|
|
|
|
მაუწყებლობის ტრანზიტი - სააბონენტო გადასახადი |
317,006 |
1% |
3229 |
0.2 |
ფიქსირებული ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - |
34,141,453 |
6.3% |
68,243 |
6% |
აღსანიშნავია, რომ შპს „პრონეტ PRONET“ ოპერირებს მხოლოდ საცალო მომსახურების სეგმენტზე, ხოლო შპს ,,სქაიტელი“ ასევე ახორციელებს საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას, სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარის მომსახურებას და ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების იჯარის მომსახურებას, აღნიშნული საბითუმო საქმიანობებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა:
საბითუმო მომსახურების კატეგორია |
შემოსავალი დღგ გარეშე (2024 წლის იანვრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით |
საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - გაფართოებული ურთიერთჩართვა |
44,000 |
საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - ლოკალური და გლობალური ინტერნეტი |
1,504,006 |
სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარა - სატელეკომუნიკაციო ტექნიკის იჯარა |
119,875 |
სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება - სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება |
1,087,039 |
ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების იჯარა |
49,274 |
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „პრონეტ PRONET“-ის საოპერაციო აქტივების შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან და არ არსებობს თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „სქაიტელს“ შპს „პრონეტ PRONET“-ის საოპერაციო აქტივების შეძენაზე;
2. შპს „პრონეტ PRONET“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, შპს „პრონეტ PRONET“-მა უნდა უზრუნველყოს “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა:
3. შპს „პრონეტ PRONET“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „სქაიტელის“ მიერ შეძენის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
4. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებული არიან ხელახლა მიმართონ კომისიას თანხმობის მისაღებად;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიებისათვის გაგზავნა (ბ.გასვიანი);
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიებისათვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი