წვდომის მენიუ

შპს „ინექსფონის“ (ს/კ: 204545000) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-25-11 / 423

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2025 14:20

მიღების თარიღი აგვისტო 07, 2025

შპს „ინექსფონის“ (ს/კ: 204545000) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2025 წლის 1 აგვისტოს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის შ-25-6/3137) მიმართა შპს „ინექსფონის“-ს გენერალურმა დირექტორმა რატი ახვლედიანმა   შპს ,,ინექსფონი“-ს (ს/კ 204545000) (შემდგომში - „კომპანია“) წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით, კერძოდ, კომპანიის არსებული პარტნიორები, შპს ,,გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი“ (ს/კ 205022278) კომპანიის კაპიტალში მის კუთვნილ 25% წილს და შპს ,,მოვ რისერჩი“ (ს/კ 404592133) კომპანიის კაპიტალში მის კუთვნილ 20% წილს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცემენ, კომპანიის არსებულ პარტნიორს, შპს ,,კეიჯი“-ს (ს/კ 402090018).

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „ინექსფონი“ 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.4  მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით  მომსახურება

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ინექსფონი“- ს პარტნიორები არიან:

 დასახელება

საგადასახადო კოდი

 წილი(%)

შპს გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი

205022278

 25

შპს ქეთევან ქართველიშვილი

405493381

 15

შპს კეიჯი

402090018

15

შპს სოულ პარტნერს

405535087

25

შპს მოვ რისერჩ

404592133

20

ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ პარტნიორები იქნებიან

 დასახელება

საგადასახადო კოდი

 წილი(%)

შპს ქეთევან ქართველიშვილი

 405493381

 15

შპს კეიჯი

402090018

60

შპს სოულ პარტნერს

405535087

25

ამავე რეესტრის შესაბამისად კომპანიის მფლობრლთა წილები ბოლო ბენეფიციარების ჩათვლით შემდეგია:

 შპს ინექსფონი -204545000

ინექსფონი

მოვ რისერჩ

კეიჯი

გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი

სოულ პარტნერს

სოულ პარტნერშიპი

ქეთევან ქართველიშვილი

გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი

-

 25.00 %

 -

 -

 -

 -

 -

 -

ქეთევან ქართველიშვილი

-

 15.00 %

 -

 -

 -

 -

 -

 -

კეიჯი -

15.00 %

-

-

-

-

-

-

სოულ პარტნერს -

25.00 %

-

-

-

-

-

-

მოვ რისერჩ -

20.00 %

-

-

-

-

-

-

ლია ასლანიდი

-

-

-

100.00 %

-

-

-

ქეთევანი ქართველიშვილი

 -

 -

 -

 -

 -

 -

 100.00 %

კახა გიუაშვილი

 -

 -

100.00%

 -

 -

 -

 -

მარიამი კაკაბაძე

-

-

-

-

20.00 %

-

-

სოულ პარტნერშიპი -

 -

 -

 -

 -

 80.00 %

 -

 -

გიუაშვილი ასლანიდი მარია

 -

100.00%

 -

 -

 -

 -

 -

რატი ახვლედიანი

 -

 -

 -

 -

 -

 100.00 %

 -

ზემოთ აღნიშნული უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ინექსფონი“, მისი  პარტნიორები, ასევე კომპანიის ბოლო ბენეფიციარები და კომპანიის გენერალური დირექტორი რატი ახვლედიანი ტრანზაქციამდე და ტრანზქციის შემდეგ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „ინექსფონი“-ს ავტორიზებადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და შემოსავალის ხვედრითი წილი(%) შესაბამის სეგმენტზე არის შემდეგი:

 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით შემოსავალი მომსახურების სახეების შესაბამისად

2024 წლის იანვრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით

2025 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით

 შესაბამისი ბაზრის წილი %

VoIP საცალო მომსახურება

730,819.69

393,018.25

10.38%

საბითუმო ხმოვანი მომსახურება

267,336.63

144,133.28

0.48%

A2P bulk SMS იურიდიული

124,398.63

107,945.95

0.49%

სხვა საცალო საკომუნიკაციო მომსახურება

8,474.08

6,095.72

 

სულ

1,131,029.03

651,193.20

 

ამავე საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „ინექსფონს“ VoIP საცალო მომსახურება სეგმენტზე 2025 წლის ივნისის მდგომარეობით უფიქსირდება 6 770 აბონენტი, რომლის ხვედრითი წილი ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არის 10%.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ინექსფონის“ პარტნიორების  შპს ,,გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი“-ს (ს/კ 205022278) კუთვნილი 25% წილის და შპს ,,მოვ რისერჩი“ -ს(ს/კ 404592133) კუთვნილი 20% წილის შპს “კეიჯი”-ს მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, არ არსებობს შპს „ინექსფონი“-ს წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მიეცეს თანხმობა შპს „ინექსფონს“ კომპანიის  პარტნიორების, შპს ,,გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი“-ს (ს/კ205022278) კუთვნილი 25% წილის და შპს ,,მოვ რისერჩი“-ს(ს/კ404592133)  კუთვნილი 20% წილის შპს “კეიჯი”-ს (ს/კ 402090018)  მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „ინექსფონს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ინექსფონი“  ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. ამ  გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ინექსფონი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს‘ინექსფონი“-სათვის  გაგზავნა (ბ.გასვიანი);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ინექსფონი“- სათვის ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები