წვდომის მენიუ

შპს „სქაიტელის“ მიერ (ს/კ 400013748) შპს „სიმნეტის“ (ს/ნ425266441) წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-25-11 / 454

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2025 16:33

მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2025

შპს  „სქაიტელის“ მიერ  (ს/კ 400013748)  შპს  „სიმნეტის“ (ს/ნ425266441)  წილის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2025 წლის 1 სექტემბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/3626 01.09.2025) მიმართეს შპს  „სქაიტელის“- (ს/კ400013748) და შპს „სიმნეტი“-ს (ს/ნ425266441) დირექტორებმა შპს „სქაიტელის“ მიერ (ს/კ 400013748) შპს  „სიმნეტის“ (ს/ნ425266441)  წილის სრულად შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე  მუხლის  შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან  რომლის წილის,  აქციების  ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და /ან (სადენიანი ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა 

შპს „სქაიტელი“ 2011 წლის 15 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების  ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ძრითადი დაკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება

B.F.1

ადგილობრივი

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

 

საერთაშორისო

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

 

საქალაქთაშორისო

სატელეფონო

(ხმოვანი)

კავშირით

მომსახურება

B.F.2     ინტერნეტ მომსახურება

Wi-fi

ოპტიკური

ქსელით

ინტერნეტ

მომსახურება

B.F.4  მაუწყებლობის ტრანზიტი ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სქაიტელის“ პარტნიორები არიან:

პარტნიორი/დირექტორი

კომპანიის წილი

ბესიკ მოსაშვილი

30%

ნინო თოთაძე

20%

დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“

40%

ედუარდ ჯანოაშვილი

10%

 

 

დირექტორი არმენ ობოსიანი

 

დახურული სააქციო საზოგადოება ,,თიმ ინვესტი“ სომხეთში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის ბოლო ბენეფიციარ მესაკუთრეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები ჰაიკ ესაიანი და ალექსანდრ ესაიანი.

შპს „სქაიტელი“, მისი პარტნიორები და მისი წარმომადგენელი - დირექტორი არმენ ობოსიანი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

შპს „სიმნეტი“ 2012 წლის 4 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2  ინტერნეტ მომსახურება

WiFi

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სიმნეტის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის დავით ცერცვაძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად  შპს „სიმნეტი“, მისი მფლობელი და დირექტორი დავით ცერცვაძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებში წილებს არ ფლობენ, ამასთან დავით ცერცვაძე   წარმოადგენს ავტორიზებული პირების - შპს „ნატექსის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სატელევიზიო მხარდაჭერის ასოციაციის დირექტორს. შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად შპს „სიმნეტი“ აღნიშნულ ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულია (აფილირებული). აქვე აღსანიშნავია, რომ   შპს „ნატექსი“ ოპერირებს მხოლოდ მონაცემთა გადაცემით,  ინტერნეტით  იურიდიული პირი  აბონენტების მომსახურების სეგმენტზე. ამასთან, აღნიშნული კომპანია ემსახურება 43 იურიდიულ პირ აბონენტს და შესაბამის სეგმენტზე მისი საბაზრო წილია 0,1%-ი ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სატელევიზიო მხარდაჭერის ასოციაციას 2025 წლის იანვრიდან არ უფიქსირდება აბონენტები და შემოსავალი.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს “სქაიტელი” და შპს სიმნეტი“ ახორციელებენ ავტორიზებად საქმიანობას საცალო მომსახურების სეგმენტზე და შესაბამის გეოგრაფიულ ზონაში შემოსავლების, აბონენტების და მათი წილების ოდენობა   შემდეგია:

 საცალო მომსახურების კატეგორია

შემოსავლები (2024 წლის იანვრიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით, ლარი დღგ-ს გარეშე)

 ბაზრის წილი %

აბონენტების რაოდენობა 2025 წლის ივლისის მდგომარეობით

ბაზრის წილი %

სიმნეტი

 

 

 

 

ფიქსირებული  ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება -

 875,412

 5%

 3,511

6%

სქაიტელი

 

 

 

 

 

მაუწყებლობის ტრანზიტი - სააბონენტო გადასახადი

405,286

 1%

3,412

0.2%

ფიქსირებული  ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება -

41,159,863

6.3%

69,952

6%

აღსანიშნავია, რომ შპს ,,სქაიტელი“ ასევე ახორციელებს საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას, სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარის მომსახურებას და ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების იჯარის მომსახურებას. აღნიშნული საბითუმო საქმიანობებიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა შეადგინა:

საბითუმო მომსახურების კატეგორია

შემოსავალი დღგ გარეშე (2024 წლის იანვრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით)

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - გაფართოებული ურთიერთჩართვა

 52,250

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - ლოკალური და გლობალური ინტერნეტი

 1,808,746

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის რეალიზება/იჯარა -

სატელეკომუნიკაციო ტექნიკის იჯარა

 131,966

სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება - სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება

 1,323,951

ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - ადგილობრივი (დასახლებული პუნქტის ფარგლებში) ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხების იჯარა

58,579

შპს „სქაიტელი“ ოპერირებს მთლიანი საქართველოს გეოგრაფიულ ზონაში. რაც შეეხება შპს „სიმნეტს“ რაიონების ჭრილში ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის ხვედრითი წილი შესაბამის გეოგრაფიულ არეალში არსებულ ინტერნეტ მომხმარებლების საერთო რაოდენობასთან მიმართებაში შემდეგია:

 შპს "სიმნეტი"

 შემოსავალის წილი

აბონენტების წილი

ადიგენის რაიონი

9.77%

9%

ასპინძის რაიონი

                        20.00%

20%

ახალციხის რაიონი

5.52%

6%

ბორჯომის რაიონი

0.01%

0.001%

ზუგდიდის რაიონი

0.01%

0.01%

თბილისი

                      0.0001%

0.001%

მარტვილის რაიონი

0.37%

1%

სენაკის რაიონი

                        0.207%

0.4%

ჩხოროწყუს რაიონი

                        18.27%

42%

წალენჯიხის რაიონი

4.33%

10%

ხობის რაიონი

2.86%

7%

ამასთან აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემულ რაიონებში „სქაიტელისა“ და „სიმნეტის“ გარდა ოპერირებენ კიდევ სხვა ოპერატორები, კერძოდ:

ბაზრის წილი აბონენტების რაოდენობების მიხედვით

ადიგენის რაიონი

გლობალ ტელეკომი -(424254247)                                                                                                                                   4% ლოკალნეტი                                                                                                                     0.03% მაგთიკომი                                                                                                                               55% ნეტკომ - (423352712)                                                                                                               2% სილქნეტი                                                                                                                                  6% სიმნეტი                                                                                                                                     9% სქაიტელი                                                                                                                                 23% ჯორჯიანაირლინკი                                                                                                                0.03%

ასპინძის რაიონი

მაგთიკომი                                                                                                                               28% ნეტკომ - (423352712)                                                                                                             31% სილქნეტი                                                                                                                                  5% სიმნეტი                                                                                                                                   20% სქაიტელი                                                                                                                                 17%

ახალციხის რაიონი

გლობალ ტელეკომი -(424254247)                                                                                                                                 12% ვი-ჯი-ეს ნეთვორქ                                                                                                           0.1% მაგთიკომი                                                                                                                               52% ნეტკომ - (423352712)                                                                                                              2% სილქნეტი                                                                                                                                22% სიმნეტი                                                                                                                                     6% სქაიტელი                                                                                                                                  6%

ბორჯომის რაიონი

მაგთიკომი                                                                                                                               61% ნარინე სუკიასიან-სათხა ნეტ                                                                                                      0%

ნეტკომ - (423352712)                                                                                                              2% ორბი ნეტ                                                                                                                              0.01% სილქნეტი                                                                                                                                29% სიმნეტი                                                                                                                                0.01% სქაიტელი                                                                                                                                   8% ჯორჯიანაირლინკი                                                                                                                0.01%

ზუგდიდის რაიონი

აიროპტ                                                                                                                                      0% ახალი ქსელები                                                                                                                           7%

ენჯი სისტემსი                                                                                                                     0.008% თორნიკე ანთია                                                                                                                   0.027% მაგთიკომი                                                                                                                               36% ორდუგე                                                                                                                                     0% ორდუნეტ                                                                                                                                24% პრონეტ PRONET                                                                                                                         0% სილქნეტი                                                                                                                                26% სიმნეტი                                                                                                                                0.01% სქაიტელი                                                                                                                                   6% ხულო ნეტ                                                                                                                           0.004%

ჯორჯიანაირლინკი                                                                                                     0.10%

მარტვილის რაიონი

ახალი ქსელები                                                                                                                33% ვიჯიეს ლაინი                                                                                                                    8% ვი-ჯი-ეს ნეთვორქ                                                                                                             2% მაგთიკომი                                                                                                                       41% ორდუნეტ                                                                                                                          3% პრონეტ PRONET                                                                                                                1% სილქნეტი                                                                                                                          3% სიმნეტი                                                                                                                             1% სქაიტელი                                                                                                                          8%

სენაკის რაიონი

best.net                                                                                                                            2% GeNet ჯინეტი                                                                                                              0.01% ალტერნეტი                                                                                                                       1% ბესტნეტ+                                                                                                                          1% ვი-ჯი-ეს ნეთვორქ                                                                                                          0.1% მაგთიკომი                                                                                                                       47% სილქნეტი                                                                                                                        40% სიმნეტი                                                                                                                          0.4% სმარტნეტი - (400292606)                                                                                                 4% სქაიტელი                                                                                                                          5% ჯორჯიანაირლინკი                                                                                                     0.01%

ჩხოროწყუს რაიონი

best.net                                                                                                                         0.1% მაგთიკომი                                                                                                                       36% ორდუნეტ                                                                                                                        11% პრონეტ PRONET                                                                                                                5% სილქნეტი                                                                                                                          2% სიმნეტი                                                                                                                           42% სქაიტელი                                                                                                                          5%

წალენჯიხის რაიონი

აიროპტ                                                                                                                             4% თორნიკე ანთია                                                                                                               0.2% მაგთიკომი                                                                                                                       65% ორდუგე                                                                                                                            3% ორდუნეტ                                                                                                                          3% სილქნეტი                                                                                                                          1% სიმნეტი                                                                                                                           10% სქაიტელი                                                                                                                        13%

ხობის რაიონი

 

best.net                                                                                                                                  1% 

ბესტნეტ+                                                                                                                       0.3%

ექსპრეს ნეთვორქ                                                                                                              2%  ვი-ჯი-ეს ნეთვორქ                                                                                                       0.02% მაგთიკომი                                                                                                                       35% ორდუნეტ                                                                                                                        36% სილქნეტი                                                                                                                         3% 

სიმნეტი                                                                                                                             7%

სმარტნეტი - (400292606)                                                                                              0.3% სქაიტელი                                                                                                                        16%

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიმნეტის“ შპს „სქაიტელის” მიერ სრულად (100%) შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ტრანზაქციაზე   თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს „სიმნეტს“ კომპანიის 100%-იანი წილის შპს „სქაიტელზე“ გასხვისებაზე;

2. განემარტოს შპს „სიმნეტს“, რომ რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სიმნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

3. ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან  6 (ექვსი) თვის განმავლობაში.  აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანიები ვალდებული არიან ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სიმნეტისათვის“ გაგზავნა (ბ. გასვიანი);

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სიმნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სიმნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე            წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები