წვდომის მენიუ

შპს „ჯრკომის“ (ს/კ: 202232896) დამფუძნებლის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-25-11 / 488

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 02, 2025 14:00

მიღების თარიღი სექტემბერი 25, 2025

შპს „ჯრკომის“ (ს/კ: 202232896) დამფუძნებლის ცვლილებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიას (შემდგომში - „კომისია“) 2025 წლის 11 სექტემბერს განცხადებით   მიმართა   (კომისიაში   რეგისტრაციის   Nშ-25-6/3809  11.09.2025,) შპს „ჯრკომის“ დირექტორმა  და  დამფუძნებელმა  ბესიკ  მეშველიანმა  კომპანიის  დამფუძნებლის ცვლილებაზე, კერძოდ,  ერთ  ერთ  დამფუძნებლის  და  34%-იანი  წილის  მფლობელის  ბესიკ მეშველიანის მიერ    ფიზიკურ  პირზე,  გიორგი  მჭედლიძეზე,  წილის  სრულად  გასხვისებაზე, წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  26-ე მუხლის  შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს,   რომელიც   მონაწილეობს   შერწყმაში   ან   რომლის   წილის,   აქციების   ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია  უფლებამოსილია  შერწყმის  ან  შეძენის  თაობაზე  ავტორიზებული  პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრის თანახმად, შპს „ჯრკომს“  2010 წლის  13 ოქტომბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული  საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეები უზრუნველყოფა

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება

B.S.1   მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, ავტორიზებულ საქმიანობიდან კერძოდ, ანძებით მომსახურებიდან კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავლებმა 2024 იანვრიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით შეადგინა 216 834 ლარი (დღგ-ს გარეშე), რაც შესაბამის მომსახურების სეგმენტზე შემოსავლების 0,8%-ს შეადგენს.

კომისიის ავტორიზებულ პირთა  რეესტრის თანახმად, შპს „ჯრკომის“ პარტნიორები არიან:

სახელი

გვარი

წილი(%)

 პაატა

 მეშველიანი

 18

 ბესიკ

 მეშველიანი

 34

 სანდრო

 მეშველიანი

 15

დავით

 მეშველიანი

 33

გარდა ამისა, ბესიკ მეშველიანი, ასევე, კომპანიის დირექტორია.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „ჯრკომი“, მისი პარტნიორები და ფიზიკური პირი გიორგი მჭედლიძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად, ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული ტრანზაქცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „ჯრკომის“ დამფუძნებლის ბესიკ მეშველიანის წილის ფიზიკური პირის გიორგი მჭედლიძეს   მიერ შეძენაზე თანხმობის   მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაშია  6 თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   მიეცეს თანხმობა შპს „ჯრკომს“ დამფუძნებლის ცვლილებაზე, კერძოდ, კომპანიის 34%-იანი წილის მფლობელის ბესიკ მეშველიანის მიერ ფიზიკურ პირზე, გიორგი მჭედლიძეზე, წილის სრულად გასხვისებაზე;

2.   განემარტოს  შპს  „ჯრკომს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის  მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ჯრკომი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

3.   ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია  გადაწყვეტილების მიღებიდან 6  თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „ჯრკომი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯრკომისთვის“ გაგზავნა (ბ.გასვიანი).

5.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  ან  მისი დამოწმებული ასლის  შპს „ჯრკომისთვის“ ჩაბარების დღიდან.

6.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „ჯრკომისთვის“ ამ გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები