შპს „აიროპტ“-ის (ს/კ 420003267) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 16, 2025 14:49
მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2025
შპს „აიროპტ“-ის (ს/კ 420003267) წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2025 წლის 1 ოქტომბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/4132 და Nშ-25-6/4133 1.10.2025) მიმართეს შპს „ორდუნეტის“ დირქტორმა ვახტანგ გამსახურდიამ და შპს „აიროპტ“-ის დირექტორმა თორნიკე ანთიამ შპს „აიროპტ“-ის პარტნიორის თორნიკე ანთიას წილის 25%-ის შპს „ორდუნეტზე” და წილის 10%-ის ფიზიკურ პირ ჯუმბერ გამსახურდიაზე გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „აიროპტ“-ი 2017 წლის 17 ოქტომბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „აიროპტ“-ის“ დამფუძნებლები არიან:
|
სახელი |
გვარი |
წილი(%) |
|
თორნიკე |
ანთია |
45 |
|
ვახტანგი |
გამსახურდია |
45 |
|
რომანი |
ქარჩავა |
10 |
შპს „ორდუნეტ“-ი 2012 წლის 17 იანვრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ორდუნეტის“ 100% -იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ვახტანგ გამსახურდია, ხოლო შპს „აიროპტის“ დირექტორია თორნიკე ანთია.
კომისიის ავტორიზებულ პირთა ამავე უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად:
1. შპს „აიროპტი“ სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს, ხოლო მისი დამფუძნებლები თორნიკე ანთია, ვახტანგ გამსახურდია და რომან ქარჩავა ფლობენ წილებს სხვადასხვა ავტორიზებულ პირებში, ესენია: ინდ მეწარმე „თორნიკე ანთია“, შპს „ორდუნეტი“, შპს „გეოკოინი“ და შპს „ორდუგე“.
2. შპს „ორდუნეტი“ ფლობს წილს შპს „ტივიჯი“-ში, ხოლო შპს „ორდუნეტის“ 100%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ გამსახურდია, ფლობს წილებს ავტორიზებულ პირებში შპს „აიროპტში“, შპს „გეოკოინ“-ში და შპს „ორდუგეში“, 45%, 50% და 90% -ს შესაბამისად.
3. ფიზიკური პირი ჯუმბერ გამსახურდია სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს.
ასევე, კომისიის ავტორიზებული პირთა უწყებრივი რეესტრიდან იკვეთება სხვადასხვა სახის აფილირება შემდეგ ავტორიზებული პირებთან: შპს „აილინკი“, შპს „აირმაქსი“, შპს „დუბლლაინი“, შპს „ვი-ჯი-ეს ნეთვორქი“, შპს „სვირინეტი“ და შპს „სვირინეტ+“. ამასთან, შემდეგ ავტორიზებულ პირებს: შპს „ორდუნეტი“, შპს „აილინკი“, შპს „აირმაქსი“, შპს „დუბლლაინი“, შპს „ვი-ჯი-ეს ნეთვორქი“, შპს „სვირინეტი“, შპს „სვირინეტ+“ და ინდ. მეწარმე თორნიკე ანთიას ავტორიზაცია გავლილი აქვთ ინტერნეტ მომსახურებაზე, ხოლო შპს „ტივიჯის“ - მაუწყებლობის ტრანზიტზე და შპს „გეოკოინს“ - ჰოსტინგ მომსახურებაზე.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ზემოთ აღნიშნული ავტორიზებული პირები ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არიან.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „აიროპტ“ და შპს „ორდუნეტი“ ოპერირებენ ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონებში. კომპანიების მიერ ავტორიზებადი საქმიანობიდან, კერძოდ ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი, აბონენტების რაოდენობა და წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში არის შემდეგი:
|
|
შპს “აიროპტ" |
შპს "ორდუნეტი" |
|
შემოსავალი ინტერნეტ მომსახურებიდან 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით (ლარი, დღგ-ს გარეშე) |
95,021 |
3,967,909 |
|
აბონენტების რაოდენობა 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით |
192 |
8,609 |
|
აბონენტებისაგან მიღებული შემოსავლების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
1% |
30% |
|
აბონენტების წილი(%) შესაბამის გეოგრაფიულ არეალში |
1% |
29% |
ამასთან, კომისიის სტატისტიკური ბაზის მონაცემებით შპს „აიროპტ“-ისა და შპს „ორდუნეტის“ ოპერირების გეოგრაფიულ არეალებში მომსახურებას ეწევიან სხვა ავტორიზებული პირებიც, ხოლო შპს „ორდუნეტთან“ და შპს „აიროპტ“-თან აფილირებული კომპანიები ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას ეწევიან შპს „ორდუნეტისა“ და შპს „აიროპტ“-ის ოპერირების არეალისგან განსხვავებულ გეოგრაფიულ ზონებში.
ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს „ორდუნეტი“ ხდება შპს „აიროპტ“-ის 25%-იანი წილის მფლობელი, ხოლო ფიზიკური პირი ჯუმბერ გამსახურდია შპს „აიროპტ“-ის 10%-იანი წილის მფლობელი. ტრანზაქციაში მონაწილე პირებისა და მათთან აფილირებული კომპანიების საბაზრო წილების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებით ბაზარზე კონკურენტული გარემოს თვალსაზრისით არ ჩნდება არსებითად ახალი გარემოებები.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ჯუმბერ გამსახურდიას და შპს „ორდუნეტ“-ის მიერ შპს „აიროპტის“, შესაბამისად 10% და 25% წილის, კომპანიის დამფუძნებლის თორნიკე ანთიასაგან შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ტრანზაქციაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა,
ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „აიროპტს“ ფიზიკური პირი თორნიკე ანთიას კუთვნილი, კომპანიის წილის 25 %-ის შპს „ორდუნეტზე“, ხოლო 10%-ის ფიზიკურ პირ ჯუმბერ გამსახურდიაზე გასხვისებაზე.
2. განემარტოს შპს „აიროპტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „აიროპტი“ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიებისათვის გაგზავნა (ბ.გასვიანი);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომპანიებისათვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კომპანიებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
