წვდომის მენიუ

უცხოური საწარმოს ფილიალი „სიტა ბი.ვი., საქართველოს ფილიალის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-25-12 / 153

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2025 15:38

მიღების თარიღი აპრილი 03, 2025

უცხოური საწარმოს ფილიალი „სიტა ბი.ვი., საქართველოს ფილიალის“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

განმცხადებელი: უცხოური საწარმოს ფილიალი „სიტა ბი.ვი., საქართველოს ფილიალი“

კომისიის სხდომის თარიღი: 03.04.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულi კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი „სიტა ბი.ვი., საქართველოს ფილიალმა“ (რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 31 მარტს; ს. კ. № 404613361) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის №შ-25-7/1037, 17.03.25) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდებთან რადიოკავშირისთვის ერთისიხშირის მინიჭების მოთხოვნით.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული  წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით,  დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის  ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

3.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, განცხადების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია რადიოსიხშირის  მაძიებელს  ხარვეზის  აღმოსაფხვრელად  განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში რადიოსიხშირული რესურსის მაძიებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას,  რომლის განმავლობაშიც  მან  უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.

4.კომისია აღნიშნავს რომ უცხოური საწარმოს ფილიალი „სიტა ბი.ვი., საქართველოს ფილიალის“ განცხადება სიხშირული რესურსის მინიჭების თაობაზე წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განცხადებაზე ხელმომწერი პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღე (წერილი № გ-25-03/554, 20.03.2025). კომპანიას მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.

5.კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.განუხილველად დარჩეს უცხოური საწარმოს ფილიალი „სიტა ბი.ვი., საქართველოს ფილიალის“ განცხადება (№შ-25-7/1037,17.03.25) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით    სარგებლობის    უფლების მინიჭების თაობაზე;

2.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს ფილიალი „სიტა ბი.ვი., საქართველოს ფილიალისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით   აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს ფილიალი „სიტა ბი.ვი., საქართველოს ფილიალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები