გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2025 13:54
მიღების თარიღი იანვარი 23, 2025
გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ (ს/ნ 405747526) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/5496, 23.12.2024) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის გავლის თაობაზე.
2. შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
ა) კომპანიის განცხადება;
ბ) შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
გ) საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
დ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
ე) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
3. კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ მიერ წარმოდენილ განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.
4. კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-24-03/3023, 27.12.2024წ.). კომოპანიას მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში დღემდე არ წარმოუდგენია.
II. სამოტივაციო ნაწილი
5. კომისიის 2025 წლის 23 იანვრის სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.”
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83- ე მუხლის მე-5 ნაწილისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „სტრიმინგ პლატფორმის“ (ს/ნ 405747526) 2024 წლის 23 დეკემბრის №შ-24-7/5496 განცხადება, გამოძახებით აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებაზე ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ;
2. განემარტოს შპს „სტრიმინგ პლატფორმას“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს “სტრიმინგ პლატფორმისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე(www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს “სტრიმინგ პლატფორმისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს “სტრიმინგ პლატფორმისთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
