უცხოური საწარმოს ფილიალი “Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2025 15:11
მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2025
უცხოური საწარმოს ფილიალი “Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხის განხილვის შესახებ
განმცხადებელი: უცხოური საწარმოს ფილიალი „Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში”;
კომისიის სხდომის თარიღი: 18.12.2025
I.აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/4871, 28.11.2025) მიმართა უცხოური საწარმოს ფილიალმა „Premium Net International SLR-ის ფილიალმა საქართველოში“ (ს/კ 404948955) და მოითხოვა M2M/IoT (მოწყობილობებს შორის კავშირი/საგანთა ინეტრნეტი) მომსახურების ორგანიზებისთვის 5000 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლების მინიჭება. კომისიის მოთხოვნის თანახმად, 2025 წლის 3 დეკემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4913) ავტორიზებულმა პირმა დამატებით განმარტა, რომ განზრახული აქვს მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს შიდა ავტომატიზებულ პლატფორმაში, არ გაანაწილოს ინდივიდუალურ საბოლოო აბონენტებზე. წერილის თანახმად, კომპანია არ გეგმავს აღნიშნული რესურსის გამოყენებას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად, ამასთან რესურსის გამოყენებით მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი (უცხოური საწარმოს ფილიალი Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში) განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ არ შესთავაზებს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებას. ასევე 2025 წლის 11 დეკემბერს ავტორიზებულმა პირმა დამატებით წარმოადგინა ზარის/SMS-ის განხორციელების პროცესის აღწერა. წარმოდგენილი აღწერის თანახმად:
1) Silknet/Magticom/Veon-ის აბონენტი (საბოლოო მომხმარებელი) ხედავს რეკლამას ნებისმიერ სოციალურ მედია პლატფორმაზე, სადაც მითითებულია უცხოური საწარმოს ფილიალი „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში” B ნომერი (M2M).
2) აბონენტი (საბოლოო მომხმარებელი) ახორციელებს ზარს ან აგზავნის SMS-ს მითითებულ ტელეფონის ნომერზე (უცხოური საწარმოს ფილიალი „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში” B ნომერი (M2M)).
3) ზარი/SMS ფიქსირდება და მუშავდება წამოწყების ქსელის მიერ (Silknet, Magticom, Veon ან სხვა ოპერატორი).
4) ზარი/SMS იგზავნება “Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში” უცხოური საწარმოს ფილიალში პირდაპირი ურთიერთჩართვის გზით (Silknet, Magticom, Veon) ან ტრანზიტული ოპერატორის მეშვეობით.
5) Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში” უცხოური საწარმოს ფილიალის პლატფორმაზე ხორციელდება B ნომრის (M2M ნომრის) იდენტიფიცირება და ზარი/SMS გადამისამართება: ა) Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში” უცხოური საწარმოს ფილიალში კლიენტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ნომერზე ან სხვა შესაბამის სერვისზე (როგორიცაა: ხმოვანი ფოსტა, კონფერენც-ზარი და სხვა) რომელიც ფუნქციონირებს Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში” უცხოური საწარმოს ფილიალის ან მისი პარტნიორების სერვის პლატფორმაზე; ბ) ნებისმიერ სხვა ნომერზე, რომელიც მოწოდებულია კლიენტის მიერ პირდაპირი ურთიერთჩართვის ან ზარის ტრანზიტის მეშვეობით.
6) Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში” უცხოური საწარმოს ფილიალის B ნომერს (M2M) არ ჰყავს საბოლოო მომხმარებელი და იგი გამოიყენება მხოლოდ სერვისების მიწოდების არხად. გარკვეული დროის შემდეგ, Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში” უცხოური საწარმოს ფილიალის კლიენტს შეეძლება გააანალიზოს, თუ რომელი მარკეტინგის არხი არის ყველაზე ეფექტური, ვინაიდან სხვადასხვა მარკეტინგულ არხში გამოიყენება „Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში” უცხოური საწარმოს ფილიალის სხვადასხვა B ნომერი (M2M).
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი „Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება.
3. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
4. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად M2M/IoT (მოწყობილობებს შორის კავშირი/საგანთა ინტერნეტი) მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსით (708xxxxxx – 729xxxxxx) სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური M2M/IoT მომსახურების მიწოდების მიზნით სააბონენტო ნომრისთვის შეადგენს - 0,25 ლარს 1- სააბონენტო ნომერზე. უცხოური საწარმოს ფილიალს „Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში” კომისიაში წარმოდგენილი აქვს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის (2500 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება.
6. კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის 11 პუნქტის თანახმად:
ა) M2M მომსახურება არის მონაცემთა გადაცემა ან/და კავშირი მოწყობილობებს, პროგრამულ უზ რუნველყოფაზე დაფუძნებულ აპლიკაციებს, ან მოწყობილობასა და აპლიკაციას შორის ავტომატუ რ რეჟიმში ან ადამიანის მინიმალური ჩარევით.
ბ) IoT (საგანთა ინტერნეტი) არის ინფრასტრუქტურა, რომელიც მაიდენტიფიცირებელი ელემენტე ბით აკავშირებს სხვა მოწყობილობებს ან/და სისტემებს და უზრუნველყოფს მათ შორის მონაცემთ ა გადაცემას ან/და კავშირს.
კომისიამ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა უცხოური საწარმოს ფილიალის „Premium Net International SLR-ის ფილიალის საქართველოში” მიერ წარმოდგენილი განცხადებების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და აღნიშნავს, რომ „Premium Net International SLR-ის ფილიალი საქართველოში” უცხოური საწარმოს ფილიალის მიერ 2025 წლის 12 დეკემბერს წარმოდგენილი ზარის/SMS-ის განხორციელების პროცესი და ნუმერაციის გამოყენების სქემა არ შეესაბამება М2M/IoT ნუმერაციის გაცემისთვის გათვალისწინებულ გამოყენებას, ვინაიდან წარმოდგენილ სქემაში მონაცემთა გადაცემა ან/და კავშირი ხდება არა მოწყობილობებს, პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ აპლიკაციებს ან მოწყობილობასა და აპლიკაციას შორის, არამედ ადამიანის მეშვეობით, კერძოდ ადამიანი რეკავს ან აგზავნის სმს-ს, რაც არ წამოადგენს М2M/IoT მომსახურებას. შესაბამისად, დაუშვებელია М2M/IoT მომსახურებისთვის განკუთვნილი ნომრის მინიჭება ისეთი მომსამხურებისთვის, რომელიც არ წარმოადგენს М2M/IoT მოსახურებას, რადგან იგი წინააღმდეგობაში მოვა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტთან და ამავე მუხლის 11 პუნქტთან.
III. სარეზოლუციო ნაწილი
,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას უცხოური საწარმოს ფილიალს „Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“ (ს/კ 404948955) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე 2025 წლის 28 ნოემბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/4871) მოთხოვნილ ნუმერაციის რესურსზე (M2M/IoT (მოწყობილობებს შორის კავშირი/საგანთა ინეტრნეტი) მომსახურების ორგანიზებისთვის 5000 სააბონენტო ნომერი);
2. განემარტოს უცხოური საწარმოს ფილიალს „Premium Net International SLR-ის ფილიალს საქართველოში“, რომ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის (2500 ლარი) დაბრუნება მოხდება კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან (სადაც მითითებული იქნება კომპანიის საბანკო რეკვიზიტები) 10 სამუშაო დღის ვადაში საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს ფილიალ „Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) უცხოური საწარმოს ფილიალ „Premium Net International SLR-ის ფილიალისთვის საქართველოში“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
