წვდომის მენიუ

ანდორის სათხილამურო ფედერაციის (ANDORRAN SKI FEDERATION) განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-25-12 / 82

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 18, 2025 14:00

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2025

ანდორის სათხილამურო ფედერაციის (ANDORRAN SKI FEDERATION) განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

განმცხადებელი: ანდორის სათხილამურო ფედერაცია (ANDORRAN SKI FEDERATION)

კომისიის სხდომის თარიღი: 13.02.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში „კომისია“) განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-24-7/5375,14.12.24) მომართა ანდორის სათხილამურო ფედერაციამ (ANDORRAN SKI  FEDERATION) (რეგისტრირებული   ANDORRA, ANDORRA GOVERNMENT, 19/04/2007; ს.კ. № U-103056-Y) დაბა ბაკურიანში, 2025 წლის 8 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის EYOF Bakuriani 25-ს ფარგლებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2.კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

3.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

4.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ ანდორის სათხილამურო ფედერაციას (ANDORRAN SKI FEDERATION) თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა ვადა (წერილი № გ-24-03/2979, 24.12.2024). კომისია აღნიშნავს, მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი  არ წარმოუდგენია.

5.კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.განუხილველად დარჩეს ანდორის სათხილამურო ფედერაციის (ANDORRAN SKI FEDERATION) განცხადება (№შ-24-7/5375,14.12.24) არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის  უფლების მინიჭების თაობაზე;

2.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ანდორის სათხილამურო ფედერაციისთვის (ANDORRAN SKI FEDERATION) გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების ანდორის   სათხილამურო ფედერაციისთვის (ANDORRAN SKI FEDERATION) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე                 თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე            წევრი

ნათია კუკულაძე                 წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები