საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2025 16:20
მიღების თარიღი მარტი 20, 2025
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (№827ს, 20.02.2025), საქართველოს ტერიტორიაზე სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსაკომუნიკაციო მოწყობილობების სიხშირული რესურსის მინიჭების შესახებ და ასევე კომისიის 2023 წლის 16 მარტის №გ-23-13/121 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭების თაობაზენ„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ) პუნქტისა და V თავის 21-მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს, სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსაკომუნიკაციო ქსელის სადგურების ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვის, რადიოსიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, ერთი წლის ვადით;
2.წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნეს ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3.სახელმწიფო საიდუმლოებად იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
4.აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);
5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;
6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;
8.გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;
9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი