წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-13 / 36

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 28, 2025 14:42

მიღების თარიღი იანვარი 23, 2025

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა  და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (№05,  15.01.2025), რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის  გამოყენების უზრუნველყოფისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით  (№გ-24-13/81, 22.02.2024) მინიჭებული სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის   471 მუხლის  მე-3  პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის 274 მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის,

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების   დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და V თავის 21-ე მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, საკომუნიკაციო დანიშნულების  რადიოტექნიკური მოწყობილობების   გამოყენებისთვის  სიხშირეები,  თანდართული  ჩამონათვალის  მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2. წინამდებარე  გადაწყვეტილების  დანართი  ცნობილ  იქნეს  ამ  გადაწყვეტილების  განუყოფელ ნაწილად;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად;

4. აღირიცხოს   საქართველოს  თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5.    საქართველოს    კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში,    საქართველოს    თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 22 თებერვლიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ერთი თვის ვადაში;

8. გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ოფიციალურ   ვებგვერდზე (www.comcom.ge);

9.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ნათია კუკულაძე წევრი

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები