შპს „ტვ სარფისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2025 17:45
მიღების თარიღი აგვისტო 21, 2025
შპს „ტვ სარფისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
განმცხადებელი: შპს „ტვ სარფი“
კომისიის სხდომის თარიღი: 21.08.2025
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „ტვ სარფმა“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 10 მარტს; ს.კ. № 445459423) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-25-7/2872, 15.07.2025; № შ-25-7/3259, 07.08.2025) ქ. თბილისის ტერტორიაზე მაუწყებლობის ტრანზიტის დანიშნულებით, მეორადი გამოყენების უფლებით წერტილი მრავალწერტილი რადიო სარელეო სისტემის საშუალებით, სიგნალის მისაწოდებლად სიხშირული ზოლების ერთი წლის ვადით მინიჭების თაობაზე.
II. სამოტივაციო ნაწილი
2. კომისია აღნიშნავს, რომ რომ შპს „ტვ სარფი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება
WiFi;
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.
3. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის № 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა შესაბამისად სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური (2025 წლის 13 აგვისტოს № 25-10-1770 სამსახურებრივი ბარათი), რომელმაც სიხშირული რესურსის ერთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 9072.0 ლარი.
4. ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთი წლის ვადით მოთხოვნისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სრული საფასურის გადახდა ხორციელდება წინასწარ. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.
5. კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 15 აგვისტოს შპს „ტვ სარფს“ გაეგზავნა წერილი №გ-25-03/1967, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 9072.0 ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა 2025 წლის 19 აგვისტომდე. შპს „ტვ სარფმა“ 2025 წლის 16 აგვისტოს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 9072.0 ლარი.
6. კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 21 აგვისტოს სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „ტვ სარფის“ წერილებთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ტვ სარფისთვის“ არაკომერციული დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირით სარგებლობის უფლების მინიჭება ერთი წლის ვადით.
III. სარეზოლუციო ნაწილი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ტვ სარფს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 3319 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ავტორიზებული საქმიანობის (მაუწყებლობის ტრანზიტის) განხორციელებისათვის, დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით, მეორადი გამოყენების უფლებით 2025 წლის 21 აგვისტოდან 2026 წლის 21 აგვისტომდე.
2. შპს „ტვ სარფის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).
4. შპს „ტვ სარფის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ავტორიზებული საქმიანობის (მაუწყებლობის ტრანზიტის) განხორციელებისათვის, დამხმარე ტექნოლოგიური არაკომერციული დანიშნულებით, მეორადი გამოყენების უფლებით. წინამდებარე გადაწყვეტილების დანართში მითითებულმა გადამცემმა სადგურ(ებ)მა არ უნდა გამოიწვიონ ხელშეშლა რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ გამოყენებებთან, რომლებიც მოქმედებენ ან მომავალში იმოქმედებენ შესაბამის (ან მომიჯნავე) სიხშირულ დიაპაზონში. ხელშეშლის დაფიქსირების შემთხვევაში, შპს „ტვ სარფმა“ დაუყოვნებლივ უნდა აღმოფხვრას ხარვეზი, უკიდურეს შემთხვევაში გადამცემის ნაწილობრივი ან სრული გათიშვის გზით. ამასთანავე, მეორადი გამოყენების ბუნებიდან გამომდინარე, კომისია არ უზრუნველყოფს შპს „ტვ სარფისთვის“ მინიჭებული სიხშირეების დაცვას, სხვა კანონიერად და არსებული სტანდარტების შესაბამისად გამოყენებული სიხშირეებისგან მომდინარე ხელშეშლებისგან.
5. დაევალოს შპს „ტვ სარფს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს თანდართული ფორმის შევსება და კომისიის ოფიციალურ მეილზე (reestri@comcom.ge) გადმოგზავნა; ცვლილების შემთხვევაში ინფორმაცია გადმოგზავნილ უნდა იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ტვ სარფისთვის“ სიხშირული ზოლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან.
7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „ტვ სარფისთვის“ მინიჭებული სიხშირული ზოლების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა.
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);
ბ) გადაწყვეტილების შპს „ტვ სარფისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
9. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
