წვდომის მენიუ

შპს „იულაინისთვის“ ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-25-15 / 443

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2025 18:31

მიღების თარიღი სექტემბერი 04, 2025

შპს „იულაინისთვის“ ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ

განმცხადებელი: შპს „იულაინი“ კომისიის სხდომის თარიღი: 04.09.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემგდომში  “კომისია”)  აღნიშნავს,  რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს “იულაინმა” (ს/კ 405518845) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/3662, 01.09.2025) კომისიის  2012  წლის  21  თებერვლის  N2  დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის  გაცემის,  გამოყენებისა  და  ანგარიშსწორების  წესების“  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის  უზრუნველყოფისთვის  პორტირებული   სააბონენტო   ნომრის  მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის დამისამართების პრეფიქსის მინიჭების თაობაზე.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ  შპს ”იულაინი” წარმოადგენს ავტორიზებულ  პირს,  რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის   (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური   რესურსებითა   და   სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

3. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით” გათვალისწინებული პორტირების ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, პორტირებული ნომრების მარშრუტიზაციისა და იდენტიფიკაციისთვის ესაჭიროებათ დამისამართების პრეფიქსები, რომლის სრული ფორმატი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №2 დანართის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ფიქსირებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში 4 ციფრიანია. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   შესაბამისად, კომისია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის მისთვის განკუთვნილ დამისამართების პრეფიქსებს შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე.

4. გამომდინარე იქედან, რომ შპს „იულაინი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კომისიაში ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურებაზე და კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს №გ-25-15/437 გადაწყვეტილებებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N872 და N873 უფლებებს ფიქსირებული ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური  მოწყობილობების  იდენტიფიცირებისათვის,  ავტორიზებული  საქმიანობისთვის, 2000 სააბონენტო ნომერზე, შპს „იულაინს” დამისამართების პრეფიქსი ესაჭიროება სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მიანიჭოს შპს „იულაინს” დამისამართების პრეფიქსი 7-4-9-0 (შვიდი-ოთხი-ცხრა-ნული), ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №2 დანართის მე-9 პუნქტის, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით  დამტკიცებული  „სააბონენტო  ნომრების  პორტაბელურობის  დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „იულაინს“ (ს/კ 405518845)  ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-4-9-0 (შვიდი-ოთხი-ცხრა-ნული) პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისთვის ტერმინალური მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2025 წლის 4 სექტემბრიდან;

3.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  იურიდიულ  დეპარტამენტს  (ნ.  ლორთქიფანიძე)  სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  გადაწყვეტილების  შპს  „იულაინისთვის“  გაგზავნა  (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5.  გადაწყვეტილება   შეიძლება  გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  (მისამართი: ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის  ხეივანი№64) შპს „იულაინისთვის“ ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე         წევრი

ეკატერინე  იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები