წვდომის მენიუ

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-25-16 / 392

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 24, 2025 14:21

მიღების თარიღი ივლისი 17, 2025

ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი  ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ

მომჩივანი მხარე: მოქალაქე ლევან მამფორია

მოპასუხე: ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“

დავის საგანი: (ა)იპ „არასამეწარმეო  მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 5 ივნისი, 19 ივნისი, 17 ივლისი

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საჩივარი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში - კომისია) საჩივრით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-9/2268, თარიღი 02.06.2025) მიმართა მოქალაქე ლევან მამფორიამ (შემდგომში - მომჩივანი) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ ეთერით გავრცელებულ პროგრამაში და სოციალურ მედიაში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოითხოვა ა(ა)იპ „მედია - კავშირი ობიექტივისთვის“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება.

2. საჩივრის  მიხედვით,  2025  წლის  8  მაისს,  20:40  საათზე,  ა(ა)იპ  „არასამეწარმეო  მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში დაიწყო გადაცემა სახელწოდებით „სტუდია ნომერი 8“, სადაც გადაცემის წამყვანმა გაავრცელა დეზინფორმაცია და შეურაცხმყოფელი და პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადება - სიუჟეტი საჩივრის ავტორის შესახებ.

3. მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადაცემა გააგრძელა პარტია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა, რომელმაც მას მიაყენა პიროვნული შეურაცხყოფა, განაცხადა, რომ ის „გააფორმეს უშიშროების ნასედკად“ და ა.შ. საჩივრის ავტორის განცხადებით, მის შესახებ გავრცელებული სიუჟეტი ათ წუთზე მეტი ხანგრძლივობისაა და გაჯერებულია მისი შეურაცხყოფით, ცრუ ინფორმაციით და პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებებით. აღნიშნულის დასადასტურებლად მომჩივანმა კომისიაში წარმოადგინა სადაო სიუჟეტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. საჩივრის ავტორის განცხადებით, ანალოგიური სიუჟეტი განთავსდა მაუწყებლის სოციალურ ქსელშიც (“Facebook”).

4. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ა/წ 14 მაისს მან წერილობით მიმართა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირ ობიექტივს“ იმავე ტელევიზიაში, იმავე გადაცემაში აღნიშნული ინფორმაციის უარყოფისა და მისთვის ბოდიშის მოხდის მიზნით. მაუწყებელს წერილი გაეგზავნა ფოსტით ინტერნეტში მოძიებულ მისამართზე ქ. თბილისი, სობჩაკის ქ.3. თუმცა, მომჩივანს გაგზავნილი წერილი დაუბრუნდა ადრესატის მითითებულ მისამართზე მიუწვდომლობის გამო. აღნიშნულის დასადასტურებლად მომჩივანმა წარმოადგინა მაუწყებლისთვის გაგზავნილი წერილი და შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაცემული დოკუმენტაცია გზავნილის თაობაზე.

5. მომჩივანის ა/წ 14 მაისის წერილის მიხედვით, რომელიც მაუწყებელს ვერ ჩაბარდა, საჩივრის ავტორი სადაოდ ხდის მაუწყებლის მიერ მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას. ის სადაოდ ხდის მის მიმართ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა „ნასედკა“, „ვირთხა“. მომჩივანი ასევე, ასაჩივრებს მაუწყებლის მიერ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის თანახმად, ის ასრულებდა უშიშროების სამსახურისა და „ქართული ოცნების“ დავალებებს, ასევე, ის სადაოდ ხდის მაუწყებლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მისი აქტიურობა არავის ახსოვს“, მომჩივანი აღნიშნავს, რომ პირიქით, ამ პერიოდში ის აქტიურობდა. მომჩივანი ცრუ ინფორმაციად მიიჩნევს მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „რამდენიმე თვე გაატარა ციხეში და პატიმრობა ხუთი ათასლარიანი გირაოთი შეუცვალეს.“ საჩივრის ავტორის განცხადებით, მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო შემდგომ ისევ შეუფარდეს პატიმრობა, რადგან ბრალი არ აღიარა. მან საპროცესო გარიგება არ გააფორმა და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. მომჩივანმა ასევე, გაასაჩივრა მაუწყებლის განცხადება იმის თაობაზე, რომ მან გამოძიებასთან „ზომაზე მეტი ენთუზიაზმით ითანამშრომლა“. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას საერთოდ არ მიუცია ჩვენება და ისარგებლა დუმილის უფლებით, რასაც, მისი განმარტებით, დაადასტურებდნენ მისი ადვოკატები და რაც დადასტურდებოდა საქმის მასალებიდანაც. მომჩივანმა, ასევე, გაასაჩივრა მაუწყებლის ეთერით გავრცელებული განცხადება მომჩივნის „უშიშროების სამსახურის ქვედა, დაბალის დონის ნასედკად გაფორმების“ თაობაზე. ა/წ 14 მაისის წერილის მიხედვით, მომჩივანი მაუწყებლისგან ითხოვს, ცრუ ინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას. ასევე, სიუჟეტის ამოღებას ტელევიზიიდან და სოციალური ქსელიდან ან გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტების მითითებას.

6.  კომისიის 2025 წლის 5 ივნისის მოსამზადებელ სხდომას ესწრებოდა მომჩივანი ლევან მამფორია, რომელმაც დააზუსტა საჩივარში აღნიშნული მოთხოვნები კომისიის მიმართ. მომჩივანის მოთხოვნებია:

ა) დაეკისროს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ლევან მამფორიას შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების გამო;

ბ) დაევალოს ა(ა)იპ არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ უარყოს ლევან მამფორიას შესახებ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია იმავე საშუალებით, იმავე პროგრამაში;

გ) დაევალოს მაუწყებელს ლევან მამფორიას შესახებ სადავო სიუჟეტის ამოღება სატელევიზიო ეთერიდან და სოციალური ქსელიდან.

7. კომისიის  სხდომაზე  მომჩივანმა  ასევე,  დაადასტურა,  რომ  ა(ა)იპ  „არასამეწარმეო  მედია-კავშირი ობიექტივის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის, ცალკეული ფრაზები და სიტყვები, რომელსაც ის სადავოდ ხდიდა, მითითებული იყო მის 2025 წლის 14 მაისის წერილში მაუწყებლის მიმართ.

8. 2025 წლის 5 ივნისს, კომისიამ მიიღო Nგ-25-16/311 გადაწყვეტილება ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი  ობიექტივის“ წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ“.

2. მომჩივანის პოზიცია

9.  მომჩივანმა კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე მხარი დაუჭირა საჩივარს და აღნიშნა, რომ მის შესახებ გავრცელებული სიუჟეტი შეიცავდა ცრუ ინფორმაციას და შეურაცხყოფას. მისი განცხადებით, მას ედავებოდნენ დანაშაულის შეუტყობინებლობას და ტერორიზმის საქმეზე მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. მისი განმარტებით, მას ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში იარაღთან დაკავშირებით. მას გამოძიებასთან არ უთანამშრომლია, იყენებდა დუმილის უფლებას. მასსა და სხვა დაკავებულ პირებს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ხოლო შემდგომ მას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთის ღონისძიება 2 წლის ვადით. მან სასჯელი ბოლომდე მოიხადა და ის ციხიდან გამოვიდა 2019 წელს.

3. მოპასუხის პოზიცია

10. ა/წ 4 ივნისს, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირმა ობიექტივმა” წარმოადგინა წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2332) მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივართან დაკავშირებით. წერილობით პოზიციაში აღნიშნულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში  და შესაბამისად, საქართველოშიც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, როგორ დაიცვას მედიამ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი და ადამიანი პატივისა და ღირსების შელახვისაგან. იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, სხვა არაერთი საერთაშორისო კონვენცია და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობაც იცავს ადამიანის პირად ცხოვრებას, მის პატივსა და ღირსებას, გამოდის, რომ რეალურად დაცული მაინც არავინ არ არის. განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში ნებისმიერ მომხმარებელს ნებისმიერი სხვა მომხმარებლის არა მარტო შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, პატივისა და ღირსების შელახვაზე, არამედ დეზინფორმაციული კამპანიების ორგანიზებაზეც მიუწვდება ხელი. ეს კამპანიები მართული და დაფინანსებულია დაინტერესებული მხარეების მიერ. დაინტერესებულ მხარეებში კი, შედიან, როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე ბიზნესწრეები და სხვადასხვა საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფები.

11.  მაუწყებლის განმარტებით, მოქალაქე ლევან მამფორიას მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული არაერთი სტატუსი თუ კომენტარი ტელეკომპანია „ობიექტივის“ და კონკრეტულად, მათი ჟურნალისტების, რესპონდენტების მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, ატარებდა კამპანიურ ხასიათს. მაუწყებლის განმარტებით, სწორედ ეს კამპანია იყო მიზეზი იმისა, რომ „ობიექტივის“ ჟურნალისტური გამოძიება მოქალაქე ლევან მამფორიას საქმიანობით დაინტერესდა. აღნიშნულ პროცესში გაირკვა, რომ მოქალაქე ლ. მამფორია „პოლიციაში მუშაობდა შევარდნაძის დროიდან, სააკაშვილის რეჟიმისას და „ქართული ოცნების“ პირობებშიც. პოლიციის კაპიტანია. სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში საჯარო სივრცეში მისი აქტიურობა არავის ახსოვს. გააქტიურდა 2012 წლიდან, როცა რეჟიმი შეიცვალა“.

12.  ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ წერილობით პოზიციაში უთითებს, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგურამოსთან ტერაქტი აღკვეთა. ტერორისტებს რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქება ჰქონდათ განზრახული. დააკავეს 7 პირი, მათ შორის - პოლიციელი ლევან მამფორია, რომელიც ტერაქტის საქმის ფიგურანტი იყო. მას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. გამოძიების თანახმად, ლევან მამფორია ტერორისტებს დახმარებას უწევდა, როგორც პოლიციელი. ილია ჩაჩიბაიასთან ინტერვიუში ლევან მამფორია ადასტურებს ტერაქტის საქმეში მონაწილეობის ფაქტს.

13. მაუწყებელი წერილობით პოზიციაში უთითებს, რომ ლ. მამფორია იყო ტერაქტის საქმის ფიგურანტი, რაც დასტურდება ინტერნეტში ხელმისაწვდომი მასალით, რომელიც ერთვის წარმოდგენილ წერილს. აღნიშნულს ასევე, ადასტურებს ლ. მამფორიას ადვოკატი, რომელსაც სიუჟეტის მომზადებისას ესაუბრა ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია და თავად ლ. მამფორია. მაუწყებლის განმარტებით, მომჩივანს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და  დანაშაულის შეუტყობინებლობა, რასაც ადასტურებს თავად მომჩივანი და მისი ადვოკატი. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არის ობიექტური. მაუწყებელი ასევე უთითებს, რომ ლ. მამფორიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და ეს ინფორმაცია არის ობიექტური. მაუწყებელი ასევე, ადასტურებს, რომ მომჩივანმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პატიმრობა გირაოთი ვერ შეეცვლებოდა. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ თავის წერილობით პოზიციაში აღნიშნავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, მომჩივანი გახდა უშიშროების სამსახურის აგენტი. მაუწყებლის  გამომძიებელ ჟურნალისტს არაერთი წყარო უდასტურებს აღნიშნულს და ასევე იმას, რომ მომჩივანი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის ერთ- ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის დავალებით ეწეოდა „ობიექტივის“, მისი ჟურნალისტების და რესპოდენტების პირად შეურაცხყოფას ინტერნეტ სივრცეში.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებელს მიაჩნია, რომ სიუჟეტში მოთხრობილი აზრი უტყუარია, ობიექტურია და მისი განცხადებით, ეყრდნობა უშიშროების სამსახურისა და სასამართლოს მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას.

15. 2025 წლის 13 ივნისს, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ კომისიის წერილობითი მოთხოვნის (№გ-25-04/1361; 11.06.2025) საფუძველზე წარმოადგინა დაზუსტებული ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2332; თარიღი:13.06.2025) მომჩივანის საჩივარში და ასევე, თავად მაუწყებლის წერილობით პოზიციაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მაუწყებლის განმარტებით, მოქალაქე ლევან მამფორია „ფეისბუქში“ წერს, რომ 2012 წლის ივლისში ის მუშაობდა ზუგდიდის საპატრულო პოლიციაში. საერთოდ, სააკაშვილის მმართველობისას მოქალაქე ლევან მამფორია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მუშაობდა. ციტატა: „2012 წლის ივლისია. ქართული ოცნება მძლავრდება. სამსახურში ყველას ლუპით გვაკვირდებიან. (ზუგდიდში ვმუშაობდი-საპატრულოში). ჰოდა, რაღაც „სალდატსკი პრიჩინაზე“ დამიბარეს და მითხრეს სამსახურიდან წადიო......ნუ ეხლა არ ვაქტიურობდი პოლიტიკური მიმართულებით“. მოქალაქე ლევან მამფორია თავად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა ის მუშაობდა ზუგდიდის საპატრულო პოლიციაში, პოლიტიკურად არ აქტიურობდა. მეტიც, მოქალაქე ლევან მამფორია პოლიტიკურად ვერანაირად ვერ იაქტიურებდა საჯარო სივრცეში, რადგან ამას კრძალავს კანონი „პოლიციის შესახებ“ და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილის მმართველობისას პოლიცია სრულად ემორჩილებოდა რეჟიმს, ვერანაირ პოლიტიკურ პოსტებს პატრული მამფორია „ფეისბუქში“ ვერ დაწერდა და ამას თავადაც ადასტურებს. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად მაუწყებელმა წარმოადგინა ამონაბეჭდი სოციალური ქსელიდან („Facebook“).

16. მაუწყებლის განმარტებით, ლ. მამფორიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ გავრცელდა ის ინფორმაცია, რომელიც საჯარო წყაროებში იყო ხელმისაწვდომი. ლ. მამფორია იყო ტერაქტის  საქმის  ფიგურანტი, ის თავად ადასტურებს  ამას  ილია  ჩაჩიბაიასთან  ინტერვიუში  ანუ ჟურნალისტმა მას მისცა კომენტარის გაკეთების საშუალება. აღნიშნულის დასადასტურებლად მაუწყებელი უთითებს მოწოდებულ ვიდეორგოლზე. მაუწყებლის განცხადებით, ისინი ესაუბრნენ მის ადვოკატს, რამაზ ჩინჩალაძეს, რომელმაც ასევე დაუდასტურა, რომ ტერაქტის საქმეზე ლევან მამფორიას ბრალად წაყენებული ჰქონდა დანაშაულის შეუტყობინებლობა, თავიდან რამდენიმე თვე გაატარა პატიმრობაში, ხოლო შემდეგ გაათავისუფლეს გირაოთი. ამის შემდგომ რამაზ ჩინჩალაძეს აღარ დაუკონკრეტებია, მიესაჯა თუ არა ლევან მამფორიას 2 წელი და გაატარა თუ არა მამფორიამ ეს 2 წელი ციხეში, რაც არსებითად საქმის და სიუჟეტის არსს არ ცვლის. სიუჟეტში აქცენტი იმაზე კეთდება, რომ პოლიციის იმდროინდელი თანამშრომელი ლევან მამფორია ტერაქტის საქმესთან იყო დაკავშირებული.

17.  მაუწყებლის განცხადებით, ზემოთხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა ინფორმაცია არ იყო გასაჯაროებული და სიუჟეტის ეთერში განთავსების შემდგომ მათ გაარკვიეს, რომ ლევან მამფორიას ბრალი დაუდასტურდა და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურამ 2017 წლის მაისში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან მამფორია დამნაშავედ ცნო. აღნიშნული ინფორმაციის წყაროდ მაუწყებელი უთითებს ინტერნეტ ბმულს (https://netgazeti.ge/news/195940/). მაუწყებლის განმარტებით, ისინი აუცილებლად ასახავდნენ ამ ფაქტს მომდევნო გადაცემებში, ვინაიდან აგრძელებდნენ ჟურნალისტურ გამოძიებას ლ. მამფორიას შესახებ.

18.  მაუწყებლის   განმარტებით,   დადასტურებული   ფაქტია,   რომ   ლ.   მამფორია   გამოძიებისა   და სასამართლო სხდომების პროცესში სასამართლომ 5000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, რასაც ადასტურებს მისი ადვოკატი. ასევე, უტყუარი ფაქტია ისიც, რომ პატრულის თანამშრომელს ლ. მამფორიას ბრალი წაყენებული ჰქონდა დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, რაც ასევე მძიმე დანაშაულია და ამიტომაც (გირაოთი გათავისუფლების შემდგომ) მას 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სიუჟეტში აქცენტი სწორედ ამაზეა გაკეთებული. მაუწყებლის განცხადებით, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ლ. მამფორიას გამოძიებასთან რომ არ ეთანამშრომლა, სასამართლო პატიმრობას გირაოთი არ შეუცვლიდა. მაუწყებლის განმარტებით, მომჩივანი დუმილის უფლებას ვერ გამოიყენებდა, რადგან დაეთანხმა გირაოს შუამდგომლობას ანუ გამოძიებასთან ითანამშრომლა.

19.  მაუწყებელი უთითებს, რომ მათი ყველა წყარო ანონიმურია და ჟურნალისტები მათ ვინაობას ვერ გაამჟღავნებდნენ.

20. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ თავის საავტორო გადაცემაში ის ეცადა პასუხი გაეცა ლ. მამფორიას მიერ დაწყებული ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კასკადზე, რა დროსაც ჟურნალისტური სტანდარტი არ დაურღვევია.

21. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენელმა გ. ფერაძემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც მაუწყებელი უთითებდა 2025 წლის 13 ივნისის დაზუსტებულ წერილობით ახსნა-განმარტებაში.

22. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის სხდომაზე ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ჟურნალისტმა ი. ჩაჩიბაიამ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც წინ უძღოდა ლ. მამფორიას შესახებ სიუჟეტის ეთერში განთავსებას. მან ასევე, ისაუბრა მომჩივანის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე, რომელიც განთავსდა გადაცემაში და ასევე, განთავსდებოდა მომავალ გადაცემებში. მან წარმოადგინა განმარტებები მომჩივანის მიმართ გამოყენებული ტერმინოლოგიის ეტიმოლოგიაზე და აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოყენებული ტერმინები შეესაბამებოდა მომჩივანის საქმიანობას.

4. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა

23. ა/წ 17  ივლისს,  კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტმა წარმოადგინა  დასკვნა  (კომისიაში  რეგისტრაციის  N25-10-1551;  17.07.2025),  რომლის  თანახმად,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლთან დაკავშირებით საჩივრის განხილვის პროცესში დეპარტამენტის მანდატი არ გულისხმობს დაადგინოს მაუწყებლის ეთერში გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე, არამედ, დეპარტამენტის მხრიდან შესწავლას ექვემდებარება ის გარემოება, რომ მაუწყებელმა, სადავოდ ქცეული პროგრამის მომზადების დროს, მიიღო მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რაც უზრუნველყოფდა გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტესა და უტყუარობას.

24.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა თავისი ხასიათით აღნიშნული უფლება აბსოლუტური არ არის. მთელ რიგ შემთხვევებში, დადგენილი წინაპირობების არსებობისას, სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან და ინტერესებთან შეპირისპირებისას, ინტერესთან ბალანსის დასაცავად დასაშვებია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მნიშვნელოვანი როლი უკავიათ როგორც კოლექტიურად საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ისე ინდივიდუალურად კონკრეტული პირების სათანადო კონტექსტით წარმოჩენაში. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ინფორმაციის გავრცელებისას მთელი რიგი სტანდარტების დაცვას.

25.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში უთითებს, რომ შეისწავლა როგორც საჩივარი, ისე მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, აგრეთვე ზეპირი მოსმენის სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი პოზიციები, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება: 1. მაუწყებლის ეთერში ფაქტების სახით განთავსებული ინფორმაცია ვერ აკმაყოფილებს ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნებს, რამდენადაც მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ტელეკომპანიამ მიიღო მის ხელთ არსებული ყველა ზომა ეთერში გავრცელებული ფაქტების გადასამოწმებლად. 2. მაუწყებლის მიერ დარღვეულია ინფორმაციის წყაროს მითითებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ჩანაწერები, რადგანაც სიუჟეტის მსვლელობისას აქცენტი არ კეთდება წყაროს ანონიმურობაზე. განსახილველ დავაში, დავის მთავარი საგანია მაუწყებლის ეთერში განთავსებული ფაქტების სიზუსტე. მომჩივანი სადავოდ ხდის რამდენიმე გარემოებას და მიუთითებს, რომ მაუწყებელმა ინფორმაცია გააშუქა არასრულად, მნიშვნელოვანი კონტექსტის გამოტოვებით, ხოლო მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ლევან მამფორია სადავოდ ხდის გავრცელებული ფაქტების სიზუსტეს.

26. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, მომჩივანი სადაოდ ხდის მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მისი აქტიურობა არავის ახსოვს“. მისი განცხადებით, ის ამ პერიოდშიც აქტიურობდა. გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად მაუწყებელმა ნაწყვეტი სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტიდან, რომელიც მაუწყებლის განმარტებით სწორედ ლევან მამფორიას ეკუთვნის და სადაც მამფორია წერს „ნუ ეხლა არ ვაქტიურობდი პოლიტიკური მიმართულებით”. თუმცა, სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტი წარმოდგენილია არასრულად, საიდანაც არ ირკვევა  პოსტის ავტორი  და  მისი  განთავსების  დრო.  გარდა  ამისა,  მაუწყებელი  მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ კანონიდან საკანონმდებლო ჩანაწერზე, რომელიც კანონის სუბიექტებს უზღუდავს პოლიტიკური აქტიურობის უფლებას. შესაბამისად, რადგანაც ლევან მამფორია წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში იყო დასაქმებული, მაუწყებელი განმარტავს, რომ ის ვერ შეძლებდა საკუთარი პოლიტიკური პოზიციის ღიად დაფიქსირებას. პოლიციელის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულების არსებობა არ გულისხმობს იმას, რომ მომჩივანი უსათუოდ დაიცავდა მას. ასეთი რეგულაციის არსებობა მხოლოდ ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ, სიუჟეტში ინფორმაცია გავრცელდა ჯეროვანი სიზუსტის დაცვის გარეშე. გარდა ამისა, საჩივრის ავტორისათვის სატელეფონო საუბრის მიმდინარეობისას ჟურნალისტს არ დაუსვამს შეკითხვები აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად. აქედან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებელმა არ გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა, რაც დაადასტურებდა ან უარყოფდა ლევან მამფორიას პოლიტიკური აქტიურობის შესახებ ინფორმაციას და სიუჟეტში ფაქტის სახით ინფორმაცია მოსაზრებებსა და ვარაუდზე დაყრდნობით გაავრცელა.

27. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, მომჩივანი სადავოდ ხდის მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციასაც, რომლის თანახმად, „რამდენიმე თვე გაატარა ციხეში და პატიმრობა ხუთი ათასლარიანი გირაოთი შეუცვალეს.“ საჩივრის ავტორის განცხადებით, მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო შემდგომ, რადგანაც ბრალი არ აღიარა და საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარი განაცხადა, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. მაუწყებელი ეყრდნობა ლევან მამფორიასთან სატელეფონო საუბარს და ასევე, საჯაროდ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას. ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდების ფაქტს მაუწყებელი ადასტურებს მამფორიასთან სატელეფონო საუბრის არასრული ჩანაწერით, სადაც მამფორია უთითებს, რომ გირაოთი გათავისუფლების შემდგომ წაუყენეს დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლი. საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, რადგანაც საკითხი ეხებოდა სავარაუდო ტერორისტული აქტის დაგეგმვას, საქმის განხილვის პერიოდში სასამართლო პროცესზე მიღებული გადაწყვეტილებები აქტიურად შუქდებოდა მედიასაშუალებების მიერ. მაუწყებლის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაშიც მითითებულია საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე. თუმცა, როგორც წარმოდგენილი სტატიები, ისე სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია ფარავს მხოლოდ აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების ნაწილს და არ ეხება სასამართლოს მიერ გამოტანილ საბოლოო განაჩენს. შედეგად, სიუჟეტში ინფორმაცია არასრულად არის გადაცემული და შესაბამისი დასკვნებიც არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება. რადგანაც, სისხლის სამართლის საქმის საჯაროობიდან გამომდინარე, მაუწყებელს შესაძლებლობა ჰქონდა აღკვეთი ღონისძიებების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად მოეპოვებინა ინფორმაცია სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო განაჩენზე, რაც უზრუნველყოფდა საკითხის სრულყოფილად შესწავლას და ინფორმაციის სიზუსტეს, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებელმა არ მიიღო ყველა ჯეროვანი ზომა, რათა არ დაეშვა ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

28.  კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი დასკვნაში უთითებს, რომ როგორც სიუჟეტის, ისე დავის ძირითად საკითხს წარმოადგენს ლევან მამფორიას კავშირი უშიშროების სამსახურებთან. მომჩივანი სადაოდ ხდის ინფორმაციას, რომლის თანახმად, ის ასრულებდა  უშიშროების სამსახურისა და „ქართული ოცნების“ დავალებებს, გააფორმეს „უშიშროების სამსახურის აგენტად. მომჩივანი ასევე სადავოდ ხდის მაუწყებლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მან გამოძიებასთან „ზომაზე მეტი ენთუზიაზმით ითანამშრომლა“. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას საერთოდ არ მიუცია ჩვენება და ისარგებლა დუმილის უფლებით, რასაც, მისი განმარტებით, დაადასტურებდნენ მისი ადვოკატები და რაც დადასტურდებოდა საქმის მასალებიდანაც. სიუჟეტის მსვლელობისას ლევან მამფორიას შესახებ ზემოთ მითითებული ინფორმაცია წარმოდგენილია როგორც ფაქტი და არ ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ სადავოდ გამხდარი ინფორმაცია არის მხოლოდ ჟურნალისტების შეფასება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჩივრის ავტორმა გამოძიებასთან „ზომაზე მეტი ენთუზიაზმით ითანამშრომლა“ სიუჟეტში წარმოდგენილი არის არა როგორც მოსაზრების, არამედ ფაქტის სახით, რაც მაუწყებლისგან ჟურნალისტური გამოძიების პირობებში მოითხოვდა მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტის დაცვას. ის გარემოება, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივანს შეეფარდა გირაო, რაც მისგან მოითხოვდა როგორც ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის პირობის დაცვას განაჩენის გამოტანამდე, არ წარმოადგენს გამოძიებასთან „ზომაზე მეტი ენთუზიაზმით“ თანამშრომლობის დამადასტურებელი უტყუარ გარემოებას ფაქტის ფორმატში ინფორმაციის გავრცელებისთვის. გარდა ამისა, ლევან მამფორიასთან განხორციელებული ზარისას ჟურნალისტი არ სვამს სათანადო კითხვებს, რომელიც გადაამოწმებდა გავრცელებულ მოსაზრებას ლევან მამფორიას პროკურატურასა და შემდგომში უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ. შედეგად, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებელმა ჯეროვნად ვერ უზრუნველყო ფაქტების სიზუსტის მოთხოვნის დაცვა და განსახილველი სიუჟეტი არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილ ჯეროვანი სიზუსტის სტანდარტებს.

29. ინფორმაციის წყაროს მითითების სტანდარტის დაცვის საკითხთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ“. განსახილველ შემთხვევაში, მაუწყებლის მიერ წარმოდგენილ თავდაპირველ ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ „გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, ლ. მამფორია გახდა უშიშროების სამსახურის აგენტი. „ობიექტივის“ გამომძიებელ ჟურნალისტს მისი წყარო (და არაერთი წყარო) ამას უდასტურებს და იმასაც უდასტურებს, რომ მოქალაქე ლევან მამფორია სწორედ სამეგრელო-ზემო სვანეთის   უშიშროების  სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის დავალებით ეწეოდა „ობიექტივის“, მისი ჟურნალისტებისა და რესპონდენტების პირად შეურაცხყოფას ინტერნეტ სივრცეში“. (Nშ-25-6/2332; 04.06.2025). მოგვიანებით, საჩივრის შესწავლის ეტაპზე, როდესაც მაუწყებელს ეთხოვა მიეთითებინა კონკრეტული წყარო, რომელიც ადასტურებდა გავრცელებულ ინფორმაციას, ხოლო წყაროს ანონიმურობის შემთხვევაში, გაეკეთებინა შესაბამისი მითითება, მაუწყებელმა კომისიას წერილობით (Nშ-25-6/2469; 13.06.2025) აცნობა, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაციის ყველა წყარო ანონიმური იყო. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ სიუჟეტის მსვლელობისას სიუჟეტის ავტორი არცერთხელ არ მიუთითებს ინფორმაციის წყაროს ანონიმურობის შესახებ.

30. კომისიის აპარატის  მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის განმარტებით, საგამოძიებო ჟურნალისტიკისათვის ანონიმურ წყაროს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. შესაბამისად, პროგრამის მომზადებისას, პროგრამის ავტორები უფლებამოსილი არიან დაიცვან წყაროს ანონიმურობა. თუმცა, ინფორმაციის გავრცელების ინტერესთან ერთად საყურადღებოა აუდიტორიის ინტერესი - მიიღოს სრული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია. შესაბამისად, ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაჟღერებისას საჭიროა, რომ მაყურებელს ეცნობოს წყაროს ანონიმური ხასიათის შესახებ. მაყურებლის და ინფორმაციის სიზუსტის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარეობს სტანდარტიც, რომელის თანახმადაც ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება წარმოჩენილი იყოს როგორც ფაქტი. განსახილველ სიუჟეტში, მაუწყებლის წარმომადგენლების მითითებით ანონიმური წყაროებისაგან მიღებული ინფორმაცია ფაქტის სახით არის წარმოჩენილი. გარდა იმისა, რომ სიუჟეტის მსვლელობისას არ მიეთითება წყაროს ანონიმურობაზე, წყაროსაგან მიღებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია უდავო ფაქტის სახით არის წარმოჩენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ტელეკომპანია „ობიექტივი“-ს მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტი. შეჯამებისათვის, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სამაუწყებლო პროგრამის მომზადებისას ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივი“-ს მიერ არ იქნა მიღებული სათანადო ზომები, რაც უზრუნველყოფდა მომზადებული პროგრამის შესაბამისობას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლთან. კერძოდ, დეპარტამენტის  მოსაზრებით, მომზადებული პროგრამა არ შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

31. კომისიის  აპარატის  მედიამომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტის  დასკვნაში  ასევე, აღნიშნულია, რომ საჩივარში ლევან მამფორია მიუთითებს სადავო გადაცემის სოციალურ ქსელებში განთავსების ფაქტზე და ითხოვს მაუწყებლის სოციალური ქსელის პროფილიდან შესაბამისი ვიდეო მასალის წაშლას. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ გადაცემის ჩანაწერები განთავსებულია მაუწყებლის ფეისბუქ გვერდზე.

II. მარეგულირებელი კანონმდებლობა

32. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის  თანახმად, ,,მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს კომისიას“.

33. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, ,,საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს“.

34. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის  თანახმად, ,,დაინტერესებული პირი არის   ფიზიკური   პირი   ან   იურიდიული   პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედიამომსახურების ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა“.

35. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან  შეცდომაში  შემყვანი ინფორმაციის  გავრცელება“.  ამავე  მუხლის  მე-6  პუნქტის  მიხედვით, „მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ“.

36. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის  ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“.

37. „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  71-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

38. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 764 მუხლის თანახმად, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564  მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე - 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

III. სამოტივაციო ნაწილი

1. შესწავლილი მტკიცებულებები

39. ლ. მამფორიას საჩივარი (Nშ-25-9/2268, თარიღი:02.06.2025) თანდართული მასალით, მათ შორის, პროგრამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები;

40. ა(ა)იპ   „არასამეწარმეო  მედია-კავშირი ობიექტივის“ წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2332; თარიღი: 04.06.2025) თანდართული მასალით, მათ შორის, ამონაბეჭდები სოციალური ქსელის გვერდიდან, ამონაბეჭდები სხვადასხვა ონლაინ მედია ორგანიზაციის ვებგვერდებიდან და ლ. მამფორიასთან შემდგარი სატელეფონო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი;

41. კომისიის 2025 წლის 2 ივნისის N გ-25-04/1238 წერილი ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“;

42. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ 2025 წლის 4 ივნისის Nშ-25-6/2330 საპასუხო წერილი პროგრამების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ბმულით;

43. კომისიის 2025 წლის 11 ივნისის (№გ-25-04/1361) ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“;

44. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წერილობითი დაზუსტებული ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2332; თარიღი:13.06.2025) თანდართული მასალით;

45. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (კომისიაში რეგისტრაციის N25-10-1551; 17.07.2025);

46.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან მონაცემები ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შესახებ;

47. ლ. მამფორიას მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;

48. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;

49. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის კ. ქორიძის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

50. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან  ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ შესახებ.

51. ა/წ  8 მაისს,  ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში განთავსდა გადაცემა/რუბრიკა სახელწოდებით „ნასედკა“ ანუ ვირთხა“, რომელშიც გავრცელდა ინფორმაცია მომჩივანის შესახებ.  გადაცემაში  განთავსებული  სიუჟეტი  ასევე,  გამოყენებულ  იქნა  პროგრამაში „სტუდია N 8“, რომელშიც პროგრამის წამყვანმა გააშუქა ინფორმაცია ლ. მამფორიას შესახებ. ა/წ 8 მაისს სადავო სიუჟეტი ასევე, განთავსდა ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სოციალური ქსელის გვერდზე (Facebook) და გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე საჯაროდ ხელმისაწვდომია;

მტკიცებულება: ლ. მამფორიას საჩივარი (Nშ-25-9/2268, თარიღი 02.06.2025) თანდართული მასალით, მათ შორის, პროგრამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები; ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ 2025 წლის 4 ივნისის Nშ-25-6/2330 საპასუხო წერილი პროგრამების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ბმულით; კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (კომისიაში რეგისტრაციის N25-10-1551; 17.07.2025).

52. მომჩივანი   სადავოდ   ხდის   ა(ა)იპ   „არასამეწარმეო   მედია-კავშირი   ობიექტივის“   ეთერსა   და სოციალური ქსელის გვერდზე (Facebook) ა/წ 8 მაისს განთავსებულ სიუჟეტში გავრცელებულ შემდეგ ინფორმაციას: „დღევანდელი რუბრიკის პირველი ვირთხა იქნება ვინმე ლევან მამფორია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, წლებია უშიშროების სამსახურის დავალებებით მოქმედებს“; „სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში საჯარო სივრცეში მისი აქტიურობა არავის ახსოვს“; „ლევან მამფორიამ ტერაქტის საქმეზე რამდენიმე თვე ციხეში გაატარა. 2016 წლის ნოემბერში სასამართლომ პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა და ციხიდან გამოუშვეს“; „მამფორიამ გამოძიებასთან ზომაზე მეტი ენთუზიაზმით ითანამშრომლა და უშიშროების სამსახურის ქვედა დაბალი დონის ნასედკად გააფორმეს“. „ახლა ეს ნასედკა ანუ ვირთხა ლევან მამფორია ფეისბუქში ნასედკურ დავალებებს ასრულებს და ხელისუფლების ოპონენტებს აშავებს“.

მტკიცებულება: ლ. მამფორიას საჩივარი (Nშ-25-9/2268, თარიღი 02.06.2025) თანდართული მასალით, მათ   შორის,   პროგრამების   ამსახველი   ვიდეოჩანაწერები; ა(ა)იპ   „არასამეწარმეო  მედია-კავშირი ობიექტივის“ 2025 წლის 4 ივნისის Nშ-25-6/2330 საპასუხო წერილი პროგრამების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ბმულით; კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (კომისიაში რეგისტრაციის N25-10-1551; 17.07.2025).

53. ა(ა)იპ  „არასამეწარმეო  მედია-კავშირი  ობიექტივის“  ეთერსა  და  სოციალური  ქსელის  გვერდზე (Facebook) ა/წ 8 მაისს განთავსებულ სიუჟეტში გამოქვეყნდა ლ. მამფორიასა და ჟურნალისტ ი. ჩაჩიბაიას შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგი შინაარსის ფრაგმენტი: - თქვენ ბრძანდებოდით 2016 წელს ტერორიზმში ბრალდებული, საგურამოს მონაკვეთზე სომხეთ- რუსეთის გაზსადენის აფეთქების საქმეზე, ადასტურებთ? - კი, რომელიც მომიხსნეს. დამიჭირეს მაგ მუხლით და მერე მუხლი შემიცვალეს და წამიყენეს მუხლი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე.

მტკიცებულება: ლ. მამფორიას საჩივარი (Nშ-25-9/2268, თარიღი 02.06.2025) თანდართული მასალით, მათ შორის, პროგრამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები; ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ 2025 წლის 4 ივნისის Nშ-25-6/2330 საპასუხო წერილი პროგრამების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ბმულით; ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წერილობითი პოზიცია (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2332; თარიღი: 04.06.2025), რომელსაც ერთვის ლ. მამფორიასთან შემდგარი სატელეფონო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი.

54. მაუწყებლის განმარტებით, ლ. მამფორიას შესახებ სადავო სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაციის ყველა წყარო ანონიმური იყო. გადაცემა/რუბრიკა  „ნასედკა“ ანუ ვირთხა“, ასევე, პროგრამა „სტუდია N8“ არ შეიცავს მითითებას გამოყენებული ინფორმაციის წყაროების ანონიმურობაზე;

მტკიცებულება: ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“  წერილობითი ახსნა-განმარტება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-25-6/2332; თარიღი:13.06.2025); ლ. მამფორიას საჩივარი (Nშ-25-9/2268, თარიღი 02.06.2025) თანდართული მასალით, მათ შორის, პროგრამების ამსახველი ვიდეოჩანაწერები; ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ 2025 წლის 4 ივნისის Nშ-25-6/2330 საპასუხო წერილი პროგრამების ამსახველი ვიდეოჩანაწერის ბმულით;

55. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“   მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გამოყენებულა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.

მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“  შესახებ.

3. სამართლებრივი შეფასება

3.1. კანონმდებლობაში შესული ცვლილებები

56. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394- IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით შეიცვალა მაუწყებლობის მიმართ წაყენებული შინაარსობრივი მოთხოვნები და მათი აღსრულების წესი. კერძოდ, ახლებურად მოწესრიგდა ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის ან/და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება,  პროგრამაში  მონაწილე  არასრულწლოვანი  პირის  დაცვის  ცალკეული  საკითხები  და დადგინდა, რომ დასახელებული შინაარსობრივი მოთხოვნების დარღვევის საკითხებზე კომისიას აქვს სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილება. ამრიგად, 2025 წლის 1 აპრილის კანონის ამოქმედებით მაუწყებლებისათვის კარგად ცნობილი, კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული შინაარსობრივი მოთხოვნები გადავიდა „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში და დაწესდა აღნიშნული მოთხოვნების კომისიის მიერ აღსრულების წესი.1

3.2. ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი

57. 2025  წლის 1 აპრილის  კანონის  შესაბამისად  „მაუწყებლობის  შესახებ"  საქართველოს  კანონით კომისიის მიერ აღსრულებას დაექვემდებარა ისეთი შინაარსობრივი მოთხოვნა, როგორიც არის ჯეროვანი სიზუსტე. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლობის და ზოგადად მედიის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია და პირდაპირ უკავშირდება მედიის დანიშნულებას - საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი, სათანადოდ გადამოწმებული ინფორმაცია. აღნიშნული პრინციპის მიზანია, აუდიტორიას ჰქონდეს ნდობა, რომ მაუწყებელი ახალ ამბებსა და ფაქტობრივ ინფორმაციას გადასცემს სათანადო სიზუსტით. ეს ნდობა მაუწყებლისა და აუდიტორიის ურთიერთობის ქვაკუთხედია.

58. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის   პირველი პუნქტის მიხედვით, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი - მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

59. საქართველოს  კონსტიტუციის  მე-17  მუხლის  პირველი  პუნქტის  მიხედვით,  აზრისა  და  მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით კი - მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე 1  ვრცლად იხ. კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/355 გადაწყვეტილება „შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“, კომისიის 2025 წლის 3 ივლისის გ-25-16/354 გადაწყვეტილება „შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის   განხილვის   თაობაზე“,   კომისიის   2025   წლის 3 ივლისის   გ-25-16/353   გადაწყვეტილება „შპს „ტელეკომპანია  პირველის“  წინააღმდე მოქალაქეთა  პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივრის განხილვის თაობაზე“ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით.

60.    ადამიანის  უფლებათა  ევროპის  სასამართლოს  პრაქტიკის  მიხედვით,  „ადამიანის  უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის „ინფორმაცია“ და „იდეები“, რომლებიც სასურველად არის მიღებული ან აღიქმება როგორც უწყინარი და ინდიფერენტული, არამედ - ისეთებიც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შემაწუხებელი და შოკისმომგვრელია სახელმწიფოსთვის ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისთვის.2 ამასთან, სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, როდესაც ილახება სხვა ადამიანის უფლებები და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესები.

61. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთი ცენტრალური, ფართომასშტაბიანი და ეფექტური პლატფორმაა. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეუფერხებელი, ავტონომიური, ჯეროვანი და დამოუკიდებელი საქმიანობა განაპირობებს საზოგადოებისა და თითოეული ინდივიდის მიერ აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკულ და ეფექტურ რეალიზაციას.3 სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიც არის აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის ნეგატიურ მოვალეობასთან ერთად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ პლურალიზმს.4

62. სტრასბურგის სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მაუწყებლების გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია ლეგიტიმურად შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია სხვათა უფლებებისა და ინფორმაციის პლურალიზმის დასაცავად, აგრეთვე გავლენიან მედია პლატფორმებზე სამართლიანი და თანასწორი დემოკრატიული დისკურსის უზრუნველსაყოფად.5

63. ამავდროულად, სამაუწყებლო მედიას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდია მაუწყებლების როლი საზოგადოების ინფორმირებისა და საჯარო მმართველობის პროცესზე მეთვალყურის (“watchdog”) ფუნქციის შესრულებაში.6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიას შეეძლოს გამოიკვლიოს და გააშუქოს ნებისმიერი საკამათო საკითხი, ასევე საზოგადოების წევრებს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატონ კრიტიკული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, საჩივარი No. 5493/72, § 493 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-71,72, ასევე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №2/6/1311 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-584  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ცენტრო ევროპა 7 ს.რ.ლ. და დი შტეფანო იტალიის წინააღმდეგ” [GC] - საჩივარი No. 38433/09, § 134.5 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ANIMAL DEFENDERS INTERNATIONAL გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [GC] - საჩივარი No 48876/08, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სიგმა რადიო ტელევიზია კვიპროსის წინააღმდეგ“, საჩივრები No. 32181/04 და 35122/056  ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „იერსილდი დანიის წინააღმდეგ“, საჩივარი No. 1589/89, მოსაზრებები საზოგადოებისთვის მნიშნელოვან  ამა თუ იმ საკითხზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას ჯეროვანი სიზუსტის პრინციპი და აუდიტორიას მისცეს საშუალება, მაუწყებლობის მეშვეობით მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.

64. გარდა  ამისა,  მაუწყებლების  მიერ  ახალი  ამბებისა  და  ფაქტებზე  დაფუძნებული  ინფორმაციის გავრცელების მიმართ დადგენილი სტანდარტის შეფასების კონტექსტში მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული ადამიანის რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმური ინტერესიც. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით გარანტირებულია ყველა ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. პირადი ცხოვრება სხვა კომპონენტებთან ერთად მოიცავს ადამიანის რეპუტაციის დაცვის უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, რეპუტაციაზე თავდასხმა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს პირადი ცხოვრების უფლების რეალიზაციას, განიხილება კონვენციით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვად.7 ამასთან, კერძო პირებისაგან განსხვავებით პოლიტიკოსების მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები გაცილებით ფართოა. პოლიტიკოსები გარდაუვლად და გაცნობიერებულად აქცევენ საკუთარ ცხოვრებას საზოგადოებისა და ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ, რის შედეგადაც მათ კრიტიკის მიმართ მეტი ტოლერანტობის ვალდებულება აქვთ.8

65. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისია, გათვალისწინებს მაუწყებლისა და აუდიტორიის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, რომ მაუწყებელს ჰქონდეს ლეგიტიმური შესაძლებლობა, შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქცია და მწვავედ, კრიტიკულად გააშუქოს ნებისმიერი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენა და მოსაზრება. მეორე მხრივ, ყურადსაღებია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ ინტერესი, რომ სამაუწყებლო მედიამ დაიცვას ჯეროვანი სიზუსტე და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ დემოკრატიულ დებატს ასევე მხედველობაში მიიღება სხვა ლეგიტიმური კერძო და საჯარო ინტერესები, როგორიც არის, მაგალითად, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის დაცვის ინტერესი.

3.3. მაუწყებლის ვალდებულებები ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად

66. როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს მაუწყებლის ვალდებულებაზე, რომ ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გადასცეს ჯეროვანი სიზუსტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნა არ გულისხმობს მაუწყებლის ვალდებულებას, რომ მის მიერ გადაცემული ფაქტობრივი ინფორმაცია აბსოლუტურად ზუსტი იყოს. მაუწყებელი ვალდებულია, გასწიოს სათანადო ძალისხმევა გადაცემული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

67. ახალი ამბებისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად მაუწყებლის  გაწეული  ძალისხმევა  უნდა  იყოს  „ჯეროვანი“  და  შეესატყვისებოდეს  გაშუქებული 7 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Bédat v. Switzerland [GC], no. 56925/08, §§ 72-73; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 83 8 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France, [GC], no. 40454/07, § 121, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე  Lingens v. Austria, no. 9815/82, § 42, Incal v. Turkey, no 22678/93, § 54 საკითხის ბუნებას, პროგრამისა და მაუწყებლის კატეგორიას, მასალის მიმართ აუდიტორიის მოლოდინს და ინფორმირების დონეს. მაგალითად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებით მაღალია აუდიტორიის სათანადოდ ინფორმირების საჭიროება და შესაბამისად მკაცრია ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნები. ანალოგიურად, მაუწყებელი გულისხმიერებით უნდა მოეკიდოს ისეთი ფაქტობრივი ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის პირად ცხოვრებასა და რეპუტაციაზე. ცხადია, პირადი ცხოვრებისა და რეპუტაციის კონტექსტში მხედველობაში მიიღება ამა თუ იმ ადამიანის სტატუსისა და საჯაროობის გათვალისწინებით მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი.

68. ამრიგად,  ჯეროვანი   სიზუსტის უზრუნველსაყოფად მაუწყებლის გაწეული ძალისხმევის ადეკვატურობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში   უნდა შემოწმდეს. გადაცემული ინფორმაციის ბუნების გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს, რამდენად ადეკვატური იყო მაუწყებლის ძალისხმევა, გადამოწმდა თუ არა ინფორმაცია სათანადოდ ეთერში განთავსებამდე, იყო თუ არა ინფორმაციის წყარო სწორად იდენტიფიცირებული და შეესაბამებოდა თუ არა გავრცელებული ფაქტობრივი მონაცემები მაუწყებლის ხელთ არსებულ წყაროებსა და მტკიცებულებებს.

69. სადავო სიუჟეტში ლევან მამფორიას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ, განცხადება იმის თაობაზე, რომ ის იყო უშიშროების სამსახურის ინფორმატორი, წარმოდგენილია უკიდურესად დამაკნინებელი, შეურაცხმყოფელი კონტექსტითა და ტერმინებით   (ციტატა:   „ნასედკა“  ანუ „ვირთხა“), ასევე დამაკნინებელია ბრალდება იმის შესახებ, რომ პირი სხვების დავალებით ეწევა მაუწყებლის, მისი ჟურნალისტებისა და რესპონდენტების პირად შეურაცხყოფას ინტერნეტ სივრცეში. ცხადია, ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოსთან თანამშრომლობა თავისთავად შეურაცხმყოფელი არ არის, თუმცა, ამგვარი შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი კონტექსტით და ამ ფორმით ასეთი ინფორმაციის წარმოდგენა, შესაძლებელია მნიშვნელოვან ზიანს აყენებდეს ამა თუ იმ პირის რეპუტაციას. შესაბამისად, სახეზეა ისეთი კატეგორიის ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს პირის რეპუტაციას და ამ თვალსაზრისით შეზღუდოს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ლ. მამფორია არ არის    საჯარო პირი და არც თანამდებობის პირი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ. მამფორიას შესახებ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისას, მაუწყებელს უნდა გამოეჩინა სათანადო გულისხმიერება და გაეწია მნიშვნელოვანი ძალისხმევა გადაცემული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

70.    სადავო სიუჟეტში ლ. მამფორიას შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ის ასრულებდა უშიშროების სამსახურისა და „ქართული ოცნების“ დავალებებს, გააფორმეს „უშიშროების სამსახურის ქვედა,  დაბალის  დონის  ნასედკად“.  ამასთანავე,  ის  პროგრამაში     მოხსენიებულია „ნასედკად“ და „ვირთხად“. გარდა ამისა, უშიშროების სამსახურთან მისი კავშირის კონტექსტში, მაუწყებელი აცხადებს, რომ მან გამოძიებასთან „ზომაზე მეტი ენთუზიაზმით ითანამშრომლა“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ახლა ეს ნასედკა ანუ ვირთხა ლევან მამფორია ფეისბუქში ნასედკურ დავალებებს ასრულებს და ხელისუფლების ოპონენტებს აშავებს“. სიუჟეტის მსვლელობისას ლევან მამფორიას შესახებ ზემოთ მითითებული ინფორმაცია წარმოდგენილია არა მოსაზრების, ვარაუდის ან დაშვების, არამედ ფაქტის სახით, რაც მაუწყებლისგან ჟურნალისტური გამოძიების პირობებში მოითხოვდა მტკიცების მაღალი სტანდარტის დაცვას. ის გარემოება, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივანს შეეფარდა გირაო, რაც მისგან მოითხოვდა როგორც ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის პირობის დაცვას განაჩენის გამოტანამდე, არ არის გამოძიებასთან „ზომაზე   მეტი   ენთუზიაზმით“   თანამშრომლობის   დასადასტურებლად   და  ფაქტის   სახით ინფორმაციის გავრცელებისთვის საკმარისი. გარდა ამისა, არც ლევან მამფორიასთან შემდგარი სატელეფონო საუბრისას და არც მანამდე ინფორმაციის დამუშავებისას მაუწყებელს არ გაუწევია სათანადო ძალისხმევა, არ დაუსვამს სათანადო კითხვები ლევან მამფორიას პროკურატურასა და შემდგომში უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით.

71. სადავო სიუჟეტში ლ. მამფორიას შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლევან მამფორიამ ტერაქტის საქმეზე რამდენიმე თვე ციხეში გაატარა. 2016 წლის ნოემბერში სასამართლომ პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა და ციხიდან გამოუშვეს“. საჩივრის ავტორის განცხადებით, მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო შემდგომ, რადგანაც ბრალი არ აღიარა და საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარი განაცხადა, დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. მაუწყებელი ეყრდნობა ლევან მამფორიასთან სატელეფონო საუბარს და ასევე, საჯაროდ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას. ტერორისტული აქტის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდების ფაქტს მაუწყებელი ადასტურებს ლ. მამფორიასთან სატელეფონო საუბრის არასრული ჩანაწერით, სადაც ლ. მამფორია აცხადებს, რომ მას ბრალი ედებოდა დანაშაულის შეუტყობინებლობაში. საკითხი ეხებოდა ტერორისტული აქტის დაგეგმვას. შესაბამისად, მედიასაშუალებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო განხილვებს და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აქტიურად აშუქებდნენ. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ა/წ 4 ივნისის წერილობით ახსნა-განმარტებაში უთითებს საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, რომლებსაც დაეყრდნო ინფორმაციის გავრცელებისას. თუმცა, როგორც აღნიშნული სტატიები, ისე სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია ფარავს მხოლოდ აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების ნაწილს და არ ეხება სასამართლოს მიერ გამოტანილ საბოლოო განაჩენს. შედეგად, სიუჟეტში ინფორმაცია არასრულად არის გადაცემული და შესაბამისი დასკვნებიც არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება.   არ იკვეთება, რომ მაუწყებელმა გასწია სათანადო ძალისხმევა, რათა მოეპოვებინა და პროგრამაში აესახა ინფორმაცია სასამართლოს მიერ ლ. მამფორიას მიმართ მიღებულ საბოლოო განაჩენზე, რაც უზრუნველყოფდა საკითხის სრულყოფილად შესწავლას და ინფორმაციის სიზუსტეს. შესაბამისად, მაუწყებელმა არ მიიღო ყველა ჯეროვანი ზომა, პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად.

72.  სადავო სიუჟეტში ლ. მამფორიას შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მისი აქტიურობა არავის ახსოვს“. მომჩივანის განცხადებით, ის ამ პერიოდშიც აქტიურობდა. გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად მაუწყებელმა წარმოადგინა ნაწყვეტი სოციალურ ქსელში განთავსებული განცხადებიდან (2025 წლის 13 ივნისის Nშ-25-6/2469 წერილის დანართი N1), რომელიც მაუწყებლის განმარტებით, სწორედ ლევან მამფორიას ეკუთვნის და სადაც ის წერს „ნუ ეხლა არ ვაქტიურობდი პოლიტიკური მიმართულებით”. თუმცა, სოციალურ ქსელში განთავსებული განცხადება წარმოდგენილია არასრულად, საიდანაც არ ირკვევა მისი ავტორი და განთავსების დრო. გარდა ამისა, მაუწყებელი მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც კანონის სუბიექტებს უზღუდავს პოლიტიკური აქტიურობის უფლებას. შესაბამისად, ვინაიდან ლევან მამფორია წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში იყო დასაქმებული, მაუწყებელი განმარტავს, რომ ის ვერ შეძლებდა საკუთარი პოლიტიკური პოზიციის ღიად დაფიქსირებას. კომისია აღნიშნავს, რომ პოლიციელის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულების არსებობა არ გამორიცხავს იმას, რომ მომჩივანი უსათუოდ დაიცავდა მას. ასეთი რეგულაციის არსებობა მხოლოდ ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, საჩივრის ავტორისათვის სატელეფონო საუბრის მიმდინარეობისას ჟურნალისტს არ დაუსვამს შეკითხვები აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად. ამდენად, მაუწყებელმა არ გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა, ლევან მამფორიას პოლიტიკური აქტიურობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით და სიუჟეტში ინფორმაცია ფაქტის სახით გაავრცელა  მოსაზრებებსა და ვარაუდზე დაყრდნობით.

73. ამდენად, მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნის დაცვა, რითაც დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ინფორმაციის გადაცემის სტანდარტები.

3.4. მაუწყებლის ვალდებულებები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით

74. კანონმდებლობა განსაკუთრებულ ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნებს ითვალისწინებს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქებასთან დაკავშირებით. ზოგადად, წყაროს ანონიმურობა და ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქება მნიშვნელოვანი მედიასტანდარტია. აღიარებულია, რომ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია და, შესაძლებელია, აუცილებელიც იყოს საზოგადოებრივ ინტერესს მიკუთვნებულ საკითხების გასაშუქებლად. ჟურნალისტური წყაროს ანონიმურობის დაცვა პრესის თავისუფლების ერთ-ერთი არსებითი წინაპირობაა. ანონიმურობის დაცვის გარეშე წყარომ, შესაძლოა, თავი შეიკავოს მედიასთან თანამშრომლობისაგან და მედიამ ვერ შეძლოს საზოგადოების ინფორმირება საჯარო ინტერესის საკითხებზე და ვერ შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის (watchdog) ფუნქცია.9

75. ამავდროულად, ანონიმურობის გათვალისწინებით შეუძლებელი ან განსაკუთრებულად რთული ხდება დაინტერესებული სუბიექტების მიერ წყაროს და ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება. შესაბამისად, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელებისას იზრდება შეცდომის დაშვების, არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების რისკი. ასეთ შემთხვევაში აუდიტორიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავად განსაჯოს, ენდობა თუ არა და რა ხარისხით ენდობა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას. ამის შესაძლებლობა აუდიტორიას აქვს მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილია წყაროს ანონიმურობის შესახებ.

76. ამრიგად, მაუწყებელს უფლება აქვს, ესა თუ ის მოვლენა გააშუქოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, თუმცა, უნდა დაიცვას აუდიტორიის ინტერესები და (ა) არ გააშუქოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაცია, როგორც ფაქტი და (ბ) მკაფიოდ განმარტოს, რომ ინფორმაცია მიღებულია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი, რომ ერთი მხრივ, მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება, ინფორმაცია გაავრცელოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით და დაიცვას ჟურნალისტური წყაროს ანონიმურობა და, მეორე მხრივ, აუდიტორიას მიეცეს ადეკვატური შესაძლებლობა, თავად შეაფასოს ამ ფორმით გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა.

77.  ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ ლ. მამფორიას შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. მაუწყებელი თავის ა/წ 4 ივნისის Nშ-25-6/2332 წერილობით ახსნა- განმარტებაში უთითებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, ლ. მამფორია გახდა უშიშროების სამსახურის აგენტი. მაუწყებლის განმარტებით, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ გამომძიებელ ჟურნალისტს მისი წყარო (და არაერთი წყარო) ამას უდასტურებს და ასევე იმასაც, რომ ლ. მამფორია სწორედ სამეგრელო-ზემო სვანეთის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის  დავალებით  ეწეოდა მაუწყებლის, მისი ჟურნალისტებისა და რესპონდენტების პირად შეურაცხყოფას ინტერნეტსივრცეში. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივმა“ კომისიას წერილობით (Nშ-25-6/2469; 13.06.2025) აცნობა, რომ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაციის ყველა წყარო ანონიმური იყო. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის მსვლელობისას გადაცემა/რუბრიკა „ნასედკა“ ანუ ვირთხა“, ასევე, პროგრამა „სტუდია N8“ არ შეიცავს მითითებას გამოყენებული ინფორმაციის წყაროების ანონიმურობაზე.

78. მაუწყებელმა  ლ.  მამფორიას  შესახებ  ინფორმაციის  გაშუქებისას  მკაფიოდ  არ  დაასახელა,  რომ ინფორმაციის წყარო ანონიმური იყო და აღნიშნული ინფორმაცია გააშუქა როგორც ფაქტი. კერძოდ, სადავო სიუჟეტში მტკიცებით ფორმატში გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: „დღევანდელი რუბრიკის პირველი ვირთხა იქნება ვინმე ლევან მამფორია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, წლებია 9 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის 1996 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე „გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (საჩივარი No. 17488/90), ასევე იხ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე ბეკერი ნორვეგიის წინააღმდეგ (საჩივარი No. 21272/12) უშიშროების სამსახურის დავალებებით მოქმედებს“; „მამფორიამ გამოძიებასთან ზომაზე მეტი ენთუზიაზმით ითანამშრომლა და უშიშროების სამსახურის ქვედა დაბალი დონის ნასედკად გააფორმეს“. „ახლა ეს ნასედკა ანუ ვირთხა ლევან მამფორია ფეისბუქში ნასედკურ დავალებებს ასრულებს და ხელისუფლების ოპონენტებს აშავებს“. აღსანიშნავია, რომ სადავო პროგრამის/რუბრიკის სათაური „ნასედკა“ ანუ ვირთხა“ და თავად პროგრამაში გადაცემული ინფორმაცია მიწოდებულია აუდიტორიისთვის, როგორც ფაქტი. ამრიგად, მაუწყებელმა (ა) არ უზრუნველყო აუდიტორიის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მიწოდებული ინფორმაცია ეყრდნობოდა ანონიმურ წყაროს და (ბ) ანონიმური წყაროსგან მიწოდებული ინფორმაცია გაავრცელა, როგორც ფაქტი. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები.

3.5. სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია

79. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 591 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „მაუწყებელს ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 552 და 553−564 მუხლების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აგრეთვე მის მიერ მასობრივი ინფორმაციის  ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან/და ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, აგრეთვე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე (მათ შორის, სოციალურ ქსელში) ინფორმაციის განთავსების გამო“. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის თანახმად 52-ე მუხლის მოთხოვნები ისევე ვრცელდება მაუწყებლის სოციალურ მედიაში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე.

80. განსახილველ  შემთხვევაში  კომისიამ  დაადგინა,  რომ  მაუწყებლის  მიერ  ლ.  მამფორიას  შესახებ სადავო სიუჟეტის ეთერში განთავსებით მაუწყებლის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივმა“ ლ. მამფორიას შესახებ სადავო სიუჟეტი ასევე, განათავსა თავისი სოციალური ქსელის გვერდზე (Facebook). აღნიშნული სოციალური ქსელის გვერდზე მონიშნულია მაუწყებლის ვებგვერდის მისამართი  https://obieqtivi.info/, რომელიც თავის მხრივ მაუწყებელს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილი აქვს კომისიაში და ასახულია კომისიის უწყებრივ რეესტრში.

81. ამდენად, სადავო სიუჟეტის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სოციალური ქსელის გვერდზე (Facebook) განთავსებით, მაუწყებელმა დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები და  591 მუხლის მე-5 პუნქტი.

4. პასუხისმგებლობა და ვალდებულებები

82. ამრიგად,  კომისიის  მიერ  დგინდება,  რომ  მაუწყებლის  მხრიდან  დარღვეულია  „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2  და მე-6 პუნქტისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

83. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 764 მუხლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 541, 542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე−542, 553, 56-ე და 564 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით.

84. უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიას არ განუხილავს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წლის 1 აპრილის კანონით (დოკუმენტის N394- IIმს-XIმპ) შესული ცვლილებით გათვალისწინებული საკითხები. კომისიას აქამდე არ უმსჯელია მაუწყებლის სიზუსტისა და ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელების სტანდარტებზე. ამასთან, მაუწყებლის მიერ დარღვევა ჩადენილია 2025 წლის 8 მაისს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 764 მუხლით გათვალისწინებულ 2025 წლის 1 ივნისამდე. ამ პერიოდში ჩადენილი დარღვევებისთვის, მართალია, კომისია უფლებამოსილია, მაუწყებელს შეუფარდოს კანონით გათვალისწინებული სანქცია, თუმცა სანქცია აღსასრულებლად არ მიექცევა.

85. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ მაუწყებლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გაითვალისწინონ და პრაქტიკაში დანერგონ კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტები.  შესაბამისად, კარგი მმართველობის, განსაზღვრულობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად არ მიაჩნია მაუწყებლისთვის პასუხისმგებლობის  დაკისრება.      მაუწყებელი   ცნობილი   უნდა   იქნეს   სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებისა და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

86. გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების მიხედვით, კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.

87. მომჩივანმა  მოითხოვა  კომისიამ  დაავალოს  ა(ა)იპ  „არასამეწარმეო  მედია-კავშირი  ობიექტივს“ უარყოს ლევან მამფორიას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იმავე საშუალებით, იმავე პროგრამაში. კომისია აღნიშნავს, რომ ლ. მამფორიას საჩივართან დაკავშირებით კომისიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არ დადგენილა მაუწყებლის მიერ ლ. მამფორიას შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სიმცდარე, არამედ დადგინდა, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია- კავშირი ობიექტივმა“ ლ. მამფორიას შესახებ ინფორმაცია იმგვარად გაავრცელა, რომ არ გამოუჩენია სათანადო ძალისხმევა ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის უზრუნველსაყოფად. მაუწყებელმა არასათანადოდ შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობოდა ინფორმაციის გაშუქებისას და გავრცელებული ინფორმაცია მოპოვებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობდა. ამასთანავე, მაუწყებელმა არ უზრუნველყო საზოგადოების სათანადო ინფორმირება ანონიმური  წყაროს  შესახებ.  შესაბამისად,  კომისია მოკლებულია  სამართლებრივ შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ლ. მამფორიას მოთხოვნა და დაავალოს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ უარყოს ლევან მამფორიას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იმავე საშუალებით, იმავე პროგრამაში.

88. მომჩივანმა ასევე, მოითხოვა კომისიამ დაავალოს მაუწყებელს ლევან მამფორიას შესახებ სადავო სიუჟეტის ამოღება სატელევიზიო ეთერიდან და სოციალური ქსელიდან. კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის კ. ქორიძის მიერ კომისიის ა/წ 17 ივლისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში ამჟამად არ არის განთავსებული სადავო სიუჟეტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ სახეზე არ არის მაუწყებლისთვის სადავო სიუჟეტის ეთერიდან ამოღების დავალების აუცილებლობა და ხსენებული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

89. რაც შეეხება სადავო სიუჟეტის მაუწყებლის სოციალური ქსელის გვერდიდან (Facebook) ამოღების მოთხოვნას, ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სოციალური ქსელის გვერდზე (Facebook) განთავსებულია სადავო სიუჟეტი ლ. მამფორიას შესახებ. როგორც აღინიშნა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად განუსაზღვროს გონივრულ ვადა. კომისიას მიაჩნია, რომ მომჩივანის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ უნდა დაევალოს ლევან მამფორიას საჩივარში მითითებული სიუჟეტის მაუწყებლის სოციალური ქსელის გვერდიდან („Facebook”)   ამოღება და მიღებული ზომების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში.

IV. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7, 53-ე მუხლების, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, 591 მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლისა და 764 მუხლის, კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 451 მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად:

გადაწყვიტა:

1. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ცნობილ იქნეს  სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების და 591 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო;

2. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3. ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ დაევალოს მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივარში მითითებული სიუჟეტის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ სოციალური ქსელის გვერდიდან („Facebook”) ამოღება და მიღებული ზომების თაობაზე ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. არ დაკმაყოფილდეს მომჩივანის მოთხოვნა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის იმავე საშუალებით და იმავე პროგრამაში უარყოფის ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ დავალებისა და საჩივარში მითითებული სიუჟეტის სატელევიზიო ეთერიდან ამოღების თაობაზე;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარეებისთვის გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების ან მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება;

8. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) ა(ა)იპ „მედია-კავშირი ობიექტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

9. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

კახი ბექაური               თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე          წევრი

ეკატერინე  იმედაძე     წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები