საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2025 15:33
მიღების თარიღი ივნისი 27, 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2025 წლის 27 ივნისის №24 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 27 ივნისის №24 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:
ა) შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B175 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
ბ) შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/662 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
გ) ინდ.მეწარმე „ლევან ყარმაზანაშვილის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
დ) შპს “ინფორმაციულ ტექნოლოგიების მომსახურება და კონსულტაციის” ავტორიზაციის განახლების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი).
2. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 27 ივნისის №24 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №24 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 27 ივნისი
სხდომის დასაწყისი: 12:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 18:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №24 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებ ისგანსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად N1 აუქციონის ჩატარების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად N2 აუქციონის ჩატარების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B175 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/662 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. ინდ.მეწარმე „ლევან ყარმაზანაშვილის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. შპს “ინფორმაციულ ტექნოლოგიების მომსახურება და კონსულტაციის” ავტორიზაციის განახლების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი).