საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2025 16:45
მიღების თარიღი ივლისი 17, 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2025 წლის 17 ივლისის №28 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 17 ივლისის №28 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №28 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 17 ივლისი
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2.შპს „სეზონი ტვ“-ის წინააღმდეგ მოქალაქეების მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატალია ქაჯაიას საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
3.ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” წინააღმდეგ მოქალაქე ლევან მამფორიას საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა ჭახრაკია - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
4.შპს „ნეტსერვის კომპანის“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
5.შპს „ფორმულას“ მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
6.შპს „ტელეკომპანია მედია მონიტორინგის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
7.შპს „ჯიემთივის“ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს თამარ გოშუა - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
8.სს ,,მედია ჰოლდინგის “ მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს პავლე ბერია - იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი);
9.შპს „სქაიტელის“-ს (ს/კ 400013748) და შპს „სიმნეტი“-ს (ს/ნ425266441) შერწყმაზე წინასწარი თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);
10.შპს „ზ-გრუპისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
11.ინდ. მეწარმე რომან ტონიასთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ ( მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
12.საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
13.შპს „აი-ეს-პის“ (ს/კ 405010009) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
14.შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი).