საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2025 14:00
მიღების თარიღი აგვისტო 07, 2025
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2025 წლის 07 აგვისტოს №33 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 07 აგვისტოს №33 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №33 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი
სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 07 აგვისტო
სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი
სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ბონდო გასვიანი - ადმინისტრაცია);
2. შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. სს „რუსთავის აზოტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „ინექსფონის“ (ს/კ: 204545000) პარტნიორთა წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ მარღანია - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).