წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-25-17 / 432

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2025 17:49

მიღების თარიღი აგვისტო 21, 2025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნულმა   კომისიამ   (შემდგომში   „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა  კომისიის   2025 წლის   21 აგვისტოს  №36  სხდომაზე  წარმოდგენილი  დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.კომუნიკაციების   კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს №36 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს  „შავი  ზღვის  ტელეკომის“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  №N490  უფლების გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №გ-19-24/611 და 2020 წლის 23 იანვრის №გ-20-15/31 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი  -იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) შპს   „ალტალინკის“   მიერ   ავტორიზაციის   მიზნით   წარმოდგენილი   დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 21 აგვისტოს №36 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №36 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 21 აგვისტო

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2025  წლის  №36  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    შპს „არ ემ ჯი აურამაინისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    შპს      „ტვ      სარფისთვის“      დამხმარე      ტექნოლოგიური,      არაკომერციული      დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    შპს  „მაგთიკომისთვის“    საერთაშორისო  სასიგნალო  წერტილის  კოდის  (ISPC)  მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს „იულაინისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    შპს  „გიორგის“  (ს/კ  445469350)  ავტორიზაციის  შეჩერების  თაობაზე  საკითხის  განხილვის  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    შპს „შავი ზღვის ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N490 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის №გ-19-24/611 და 2020 წლის 23 იანვრის №გ-20-15/31 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    სს „სილქნეტისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.    შპს  „ალტალინკის“  მიერ  ავტორიზაციის  მიზნით  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.  მობილური მომსახურებების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ (მომხს. ეკა სიჭინავა - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

11. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ (მომხს. ეკა სიჭინავა - კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები