წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-25-17 / 464

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 16, 2025 11:42

მიღების თარიღი სექტემბერი 11, 2025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის №39 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების   ეროვნულმა   კომისიამ   (შემდგომში   „კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის  2025 წლის  11 სექტემბრის №3 9 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის, შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.დამტკიცდეს კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის 11 სექტემბრის №39 სხდომის დღის წესრიგი (თან ერთვის);

2.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3.დაევალოს კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი)კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე.

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №39 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი

სხდომის გამართვის თარიღი: 2025 წლის 11 სექტემბერი

სხდომის დასაწყისი: 15:00 საათი

სხდომის სამუშაო დრო: 21:00 საათამდე

1.    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2025  წლის  №39  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. ა(ა)იპ ”საქართველოს  საპატრიარქოს რადიო-ივერიასთვის” სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    შპს  „ალტ  ინფოს“ მაუწყებლობის  ავტორიზაციის  მოდიფიცირებისა  და  კომისიის  2020  წლის 26 ნოემბრის  №გ-20-1/865 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის შესახებ  (მომხს.  ნინო ლორთქიფანიძე - იურიდიული დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    შპს  „სფეროტვ“-ს  მიმართ  მოქალაქე  კახა  კუკავას  საჩივრის  განხილვის  შესახებ  (მომხს.  მედეა აკოლაშვილი - იურიდიული დეპარტამენტი, სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფი).

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები